საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №752
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ (შემდგომში – ცენტრი).
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი).
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №752
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის, ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შემდეგში - ცენტრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.26
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1746
3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უზრუნველყოს:
ა) საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად ცენტრის დებულების პროექტის წარდგენა 2013 წლის 1 მარტამდე;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა 2013 წლის 1 მარტამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.26
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1746
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.26
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1746
5. (ამოღებულია – 28.01.2013, №34 ).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007წ., მუხ.304
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
6. (ამოღებულია – 28.01.2013, №34 ).
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007წ., მუხ.304
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1746
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
7. (ამოღებულია – 28.01.2013, №34 ).
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1746
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007წ., მუხ.26
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007წ., მუხ.304
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009წ., მუხ.1746
4. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №34 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ (შემდგომში – ცენტრი).
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი).
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ მიღებულია 19.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №752. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2014.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“, №752, 19.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95884/