საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2005 ძალადაკარგული 17.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№752
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 20/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №752

2005 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. კეზერაშვილი).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ცენტრის დაფინანსების საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007 წ., მუხ.304

6. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანამდე ცენტრის დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით თავდაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007 წ., მუხ.304

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007 წ., მუხ.304

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“, №752, 19.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95884-2/