საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.09.2005 ძალადაკარგული 17.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№752
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 110, 20/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №752

2005 წლის 19 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული   პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1746

3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უზრუნველყოს:

ა) საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად ცენტრის დებულების პროექტის წარდგენა 2010 წლის 1 იანვრამდე;

ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა 2010 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1746

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1746

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ცენტრის დაფინანსების საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007 წ., მუხ.304

6. საქართველოს მთავრობამ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შედგენისას უზრუნველყოს ცენტრის დაფინანსების საკითხის ასახვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007 წ., მუხ.304

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1746

7. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წინაშე 2010 წლის 1 იანვრამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან გაცემულ თანხებზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1746

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 10 იანვრის ბრძანებულება №29 - სსმ III, №4, 10.01.2007 წ., მუხ.26

2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №133 - სსმ III, №25, 26.02.2007 წ., მუხ.304

3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის ბრძანებულება №888 - სსმ III, №148, 01.12.2009 წ., მუხ.1746

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“, №752, 19.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95884-3/