„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (14)
შემდგომი ცვლილებები (13)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №80
2006 წლის 26 იანვარი
ქ. თბილისი
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ თანდართული დებულება, განცხადებისა და ფიცის ფორმები (დანართები №1, №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №380 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05 .02 .2008წ; მუხ.216
დ ე ბ უ ლ ე ბ ა

მუხლი 1
ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2
1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.
მუხლი 3
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
2. განცხადება (დანართი №1) წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი), საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
გ) 2 (ორი) ფოტოსურათი.
4. საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.
მუხლი 4
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად საკონსულო დეპარტამენტში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს პირადად განმცხადებლის მიერ.
2. თუ დაინტერესებულ პირს საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, სამხედრო სამსახური და სხვ.) არ შეუძლია განცხადების პირადად წარდგენა, საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას მიიღებს სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან 3 დღეში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ან ხარვეზის აღმოფხვრიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გადმოგზავნას საკონსულო დეპარტამენტში.
მუხლი 5
1. საკონსულო დეპარტამენტი განცხადების ან/და ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში მასალებს აგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პირის საქართველოს სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამის დასკვნას საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენს ორი კვირის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენენ ერთ თვეში.
3. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტრო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, დაუყოვნებლივ იწყებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 0 5 .0 2 .2008 წ; მუხ.216
მუხლი 6
1. საკონსულო დეპარტამენტი შესაბამისი უწყებების დასკვნების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს მასალების მომზადებას და წარდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიისათვის განსახილველად. კომისია გადაწყვეტილებას (დასკვნას) უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე იღებს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2. კომისიის დებულებასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
3. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო დეპარტამენტი მასალებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიას განსახილველად წარუდგენს პირის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.
მუხლი 7
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დასკვნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) გადაგზავნას.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გადააგზავნოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სამსახურს წარუდგენენ ერთ თვეში.
3. დოკუმენტაციის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასკვნის) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზა-დებას და სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას.
4. საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტისა და დოკუმენტაციის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმად.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №2), რომელიც ერთვის მის პირად საქმეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 0 5 .0 2 .2008 წ; მუხ.216
მუხლი 8
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
მუხლი 9
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.
მუხლი 10
1. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთი კვირის ვადაში აწვდის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამოწმებულ ასლს.
დანართი №1
საქართველოს პრეზიდენტს
განცხადება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.
ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:
1. სახელი, გვარი
---------------------------------------------------------------------------------------------------
2. ინფორმაცია სახელის, გვარის შეცვლის შესახებ
--------------------------------------------------------------------------------------------------
3. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

4. დაბადების ადგილი

5. ოჯახური მდგომარეობა

6. მოქალაქეობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება
------------------------------------------------------------------------------------------------------
8. სამუშაო ადგილი, თანამდებობა

9. ნასამართლობა

10. მისამართი, ტელეფონის ნომერი (სამსახურის, სახლის)
------------------------------------------------
11. ვფლობ პასპორტს: სერია --------------- , № ----------------------------------
თარიღი, ვის მიერ, რა ვადით არის გაცემული
12. ცხოვრობდით თუ არა საქართველოში (დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პერიოდში, წლებისა და მისამართის მითითებით) -----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------

13. მოტოვაცია, რატომ გინდათ გახდეთ საქართველოს მოქალაქე:

14. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------
2. ----------------------------------------------------------------------------------------------------
3. ----------------------------------------------------------------------------------------------------
4. ----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------
პირადი ხელმოწერა
---- ---------------- 200—წ.
განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია მივიღე
-------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, ინიციალები, გვარი)
----------------------
(ხელმოწერა)
დანართი №2
საქართველოს მოქალაქის ფიცი
მე, ________________________________________, ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ:
(სახელი, გვარი)
ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.
1
+

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30 .01 .2009წ; მუხ.119
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ
მუხლი 1🔗
ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.
მუხლი 2🔗
1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.
მუხლი 3🔗
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.
2. განცხადება (დანართი №1) წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში (შემდგომში – საკონსულო დეპარტამენტი), საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
2. განცხადება (დანართი # 1) წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო), საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);
გ) 2 (ორი) ფოტოსურათი.
გ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
4. საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.
დ) 2 (ორი) ფოტოსურათი.
4. სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30 .0 1 .200 9წ; მუხ.119
მუხლი 4🔗
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად საკონსულო დეპარტამენტში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილ უნდა იქნეს პირადად განმცხადებლის მიერ.
1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს განმცხადებლის ან სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ, ან ფოსტის მეშვეობით.
2. თუ დაინტერესებულ პირს საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, სამხედრო სამსახური და სხვ.) არ შეუძლია განცხადების პირადად წარდგენა, საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას მიიღებს სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით.
2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან ერთ კვირაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, საკონსულო დეპარტამენტი, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან 3 დღეში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.
4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ან ხარვეზის აღმოფხვრიდან ორი კვირის ვადაში უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გადმოგზავნას საკონსულო დეპარტამენტში.
4. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
5. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.
6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.
7. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30 .0 1 .200 9წ; მუხ.119
მუხლი 5🔗
1. საკონსულო დეპარტამენტი განცხადების ან/და ამ დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში მასალებს აგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროში პირის საქართველოს სახელმწიფოსთან პოლიტიკურ-სამართლებრივი კავშირის დადგენის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამის დასკვნას საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენს ორი კვირის ვადაში.
1. სააგენტო ადგენს პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსულო დეპარტამენტი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას საკონსულო დეპარტამენტს წარუდგენენ ერთ თვეში.
2. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო 2 დღეში განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურს დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სააგენტოს წარუდგენენ 20 დღეში.
3. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტრო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, დაუყოვნებლივ იწყებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმის წარმოებას.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში სააგენტოსათვის დასკვნის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს მიზანშეუწონლობის მოტივით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა კანონით განსაზღვრულ ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 0 5 .0 2 .2008 წ; მუხ.216
4. სააგენტოსა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებებს შორის დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05.02.2008წ; მუხ.216
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119
მუხლი 6🔗
1. საკონსულო დეპარტამენტი შესაბამისი უწყებების დასკვნების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს მასალების მომზადებას და წარდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიისათვის განსახილველად. კომისია გადაწყვეტილებას (დასკვნას) უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე იღებს კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. დასკვნას მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის თაობაზე ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
1. სააგენტო შესაბამისი უწყებების დასკვნების მიღებიდან ერთ კვირაში უზრუნველყოფს საკითხის განხილვას და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.
2. კომისიის დებულებასა და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, სააგენტო იწყებს წარმოებას და ამზადებს ერთიან დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
3. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსულო დეპარტამენტი მასალებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიას განსახილველად წარუდგენს პირის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებულების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119
მუხლი 7🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქალაქეობის კომისიის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკონსულო დეპარტამენტი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული დასკვნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურში (შემდგომში – სამსახური) გადაგზავნას.
1. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში შესაბამისი დასკვნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურში (შემდეგში – სამსახური) გადაგზავნას.
2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გადააგზავნოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სამსახურს წარუდგენენ ერთ თვეში.
2. საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური უფლებამოსილია გადააგზავნოს განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში დასკვნისათვის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური შესაბამის დასკვნას სამსახურს წარუდგენენ 20 დღეში.
3. დოკუმენტაციის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დასკვნის) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზა-დებას და სრულყოფილ დოკუმენტაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას.
4. საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტისა და დოკუმენტაციის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმად.
41 . სააგენტოს მიერ სამსახურისათვის ამ ბრძანებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
5. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №2), რომელიც ერთვის მის პირად საქმეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 0 5 .0 2 .2008 წ; მუხ.216
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05.02.2008წ; მუხ.216
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119
მუხლი 8🔗
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 თვეს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119
მუხლი 9🔗
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.
მუხლი 10🔗
1. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
1. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს სააგენტო.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთი კვირის ვადაში აწვდის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამოწმებულ ასლს.
2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტოს ერთ კვირაში აწვდის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამოწმებულ ასლს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119
დანართი №1
საქართველოს პრეზიდენტს
განცხადება
საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.
ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:
1. სახელი, გვარი
---------------------------------------------------------------------------------------------------
2. ინფორმაცია სახელის, გვარის შეცვლის შესახებ
--------------------------------------------------------------------------------------------------
3. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
--------------------------------------------------------------------------------------------------
4. დაბადების ადგილი
--------------------------------------------------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა
---------------------------------------------------------------------------------------------------
6. მოქალაქეობა
-----------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება
------------------------------------------------------------------------------------------------------
8. სამუშაო ადგილი, თანამდებობა
------------------------------------------------------------------------------------------------------
9. ნასამართლობა
--------------------------------------------------------------------------------------------------
10. მისამართი, ტელეფონის ნომერი (სამსახურის, სახლის)
------------------------------------------------
11. ვფლობ პასპორტს: სერია --------------- , № ----------------------------------
თარიღი, ვის მიერ, რა ვადით არის გაცემული
12. ცხოვრობდით თუ არა საქართველოში (დადებითი პასუხის შემთხვევაში რა პერიოდში, წლებისა და მისამართის მითითებით) -----------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
13. მოტოვაცია, რატომ გინდათ გახდეთ საქართველოს მოქალაქე:
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
14. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:
1. ----------------------------------------------------------------------------------------------------
2. ----------------------------------------------------------------------------------------------------
3. ----------------------------------------------------------------------------------------------------
4. ----------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------
პირადი ხელმოწერა
---- ---------------- 200—წ.
განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია მივიღე
-------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა, ინიციალები, გვარი)
----------------------
(ხელმოწერა)
დანართი №2
საქართველოს მოქალაქის ფიცი
მე, ________________________________________, ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ:
(სახელი, გვარი)
ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”, №80, 26.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97120-1/