„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2006 ძალადაკარგული 10.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 27/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №80

2006 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ თანდართული დებულება, განცხადებისა და ფიცის ფორმები (დანართები №1, №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №380 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.216

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანებულება №478-სსმ III, №82, 08.07.2010წ., მუხ.1188

5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

6. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1098-სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2531

7. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №249 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

8. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №497 - ვებგვერდი, 07.06.2011წ.

9. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

10. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №585 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

11. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №796 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

12. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №422 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

13. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულება №682 - ვებგვერდი, 03.09.2013წ.

დებულება

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ

    მუხლი 1

ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.

    მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.

    მუხლი 3

1. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.

2. განცხადება (დანართი №1) წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო), საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

3. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

ბ) პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ქართულ ენაზე ნათარგმნი, კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;

გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;

დ) 2 (ორი) ფოტოსურათი;

ე) კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

31. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის უფლება არ აქვს ადმინისტრაციული ორგანოს იმ თანამშრომელს, რომელიც მონაწილეობს ან/და უშუალო შეხება აქვს მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან.

3​2 . სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

4. სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი პირის მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.

5. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენისას გა ნ მცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციის ფორმა. სამახსოვრო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №249 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №585 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №796 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

    მუხლი 4

1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს განმცხადებლის ან სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ, ან ფოსტის მეშვეობით.

1​1. მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს აგრეთვე ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

1​2. უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია ასევე მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

1​3. არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე. 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული თანხმობა.

1​4. 18 წლამდე პირის მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

1​5. თუ არასრულწლოვან პირს არ აქვს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, განცხადებაზე თანდართულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა ამავე განცხადებაში მითითებული მოქალაქეობის მინიჭების მსურველი არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, ხოლო 14-დან 18 წლამდე პირის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, ასევე ამ თანხმობის გამცემი არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, წერილობით შეიძლება დაადასტუროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა.

1​6. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქის მოქალაქეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ არის ფოტოსურათიანი დოკუმენტი ან ფოტოსურათიანი დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

 3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

3​1. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება გამოვლინდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. (ამოღებულია – 10.05.2011, №249)

5. (ამოღებულია – 10.05.2011, №249)

6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

7. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1098-სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2531

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №249 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №796 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

    მუხლი 4​1

1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში  დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მე-4 მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებული წესით მომსახურებაზე.

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1098-სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2531

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №249 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 5

1. სააგენტო ადგენს უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას.

2. თუ სააგენტო დაადგენს, რომ პირი არის საქართველოს მოქალაქე და ასევე არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი, სააგენტო იწყებს წარმოებას და ამზადებს ერთიან დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

3. საქმის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიწვიოს გასაუბრებაზე. საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს სატელეფონო კავშირის მეშვეობით.

4. გასაუბრებაზე შეიძლება აგრეთვე მოწვეულ იქნეს სხვა პირი, გამოთხოვილ იქნეს დოკუმენტები და ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას ადგენს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია (შემდეგში – კომისია).

5​1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას კომისიის წევრები ადგენენ საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე.

5​2. კომისიის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ერთი წევრი ინიშნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით.

5​3. კომისიის საქმიანობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

5​4. კომისია უფლებამოსილია ცალკეული საქმეების თავისებურებების გათვალისწინებით, იმსჯელოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე. მიზანშეწონილობის საკითხის განსაზღვრისას კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებითა და კომისიის საქმიანობის დადგენილი წესებით.

6. (ამოღებულია - 31.12.2010, №1098)

7. მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.216

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1098-სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2531

    მუხლი 6.

სააგენტო, ამ დებულების მე-5 მუხლის მე-5, 5​1  და 5​4  პუნქტების შესაბამისად, წყვეტს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1098-სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2531

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

    მუხლი 7

1. სააგენტო უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ დასკვნას 3 დღეში უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურს (შემდეგში - სამსახური). უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა დასრულდება სააგენტოში და დასკვნა 3 დღეში ეგზავნება უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

2. (ამოღებულია – 07.09.2011, №497).

3. სააგენტოს მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენას.

3​1. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

4. საქართველოს პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში ბრძანებულების გამოუცემლობა ჩაითვლება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმად.

41. სააგენტოს მიერ სამსახურისათვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი N2). ხელმოწერილი ფიცის ტექსტი ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით ეგზავნება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის შენახვას შესაბამისი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმის მასალებთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05.02.2008წ., მუხ.216

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის ბრძანებულება №478-სსმ III, №82, 08.07.2010წ., მუხ.1188

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1098-სსმ III, №172, 31.12.2010წ., მუხ.2531

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №249 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის ბრძანებულება №497-ვებგვერდი,07.06.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №796 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №422 - ვებგვერდი, 12.06.2013წ.

    მუხლი 8

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული განცხადების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 3 თვეს. აღნიშნული ვადის დინება შეიძლება შეჩერდეს დოკუმენტაციის წარდგენიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლამდე, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვისას სააგენტო აუცილებლად მიიჩნევს უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ჩამოსვლას მასთან პირადად გასაუბრების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

    მუხლი 9

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან 6 თვის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №624-სსმ III, №98, 12.08.2010წ., მუხ.1432

    მუხლი 10

1. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს სააგენტო.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტოს ერთ კვირაში აწვდის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამოწმებულ ასლს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ., მუხ.119

დანართი №1

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ., მუხ.1273

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №249 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 იანვრის ბრძანებულება №7 - ვებგვერდი, 05.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №796 - ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 სექტემბრის ბრძანებულება №68 2 - ვებგვერდი, 0 3 .09.2013წ.

 

ბატონო პრეზიდენტო,

Mr. President,

Господин  Президент, 

გთხოვთ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.

I hereby appeal to you with the request to grant me the citizenship of Georgia in accordance with paragraph 2 of Article 12 of the Constitution of Georgia.

В соответствии с пунктом 2 статьи 12 Конституции Грузии, прошу присвоить мне гражданство Грузии.

 

ჩემ შესახებ მოგახსენებთ შემდეგს/ Personal information/Персональные данные:

1. პირადი N/Personal №/Личный №

_____________________________________________________________________

 2. სახელი და გვარი/Name and surname/Имя и фамилия _____________________________

3. შეცვლილი გვარი, სახელი/Changed surname, name/Измененные фамилия, имя ______________________________________________________________________

 

4. სქესი

 

მმ

 

მდ

Gender

Male

Female

Пол

Mужской

женский

 

5. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)/Date of birth (day, month, year)/ Дата рождения (число, месяц, год) _____________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

6. დაბადების ადგილი/ Place of birth/ Место рождения ______________________________________________________________________

______________________________________________________________________

7. მოქალაქეობა (თუ ხართ ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქე, მიუთითეთ ყველა)/ Citizenship (if you are citizen of two or more countries, please indicate all)/Гражданство (в случае наличия гражданства двух или более государств, укажите все)

1.             _______________________________________________________

2.             _______________________________________________________

3.             _______________________________________________________

 

8. განათლება/Education/Образование

 

№

 

საგანმანათლებლო დაწესებულება

Educational institution

Образовательноеучреждение

სპეციალობა

Specialty

Специальность

ჩაბარების თარიღი

Date  ofenrollment

Дата поступления

დამთავრების თარიღი

Date of graduation

Дата  окончания

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, ძალოვან უწყებებსა და სპეციალურ სამსახურებში)/Work experience (including service in armed forces agencies and special services) / Опыт работы (в том числе в силовых ведомствах и специальных службах)

 

№

 

სამსახურის დასახელება

Job name

Наименование службы

თანამდებობა

Position

Должность

მიღების თარიღი

Date of appointment

Дата  принятия

გათავისუფლების თარიღი

Date of dismissal

Дата  освобождения

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10. თქვენი წლიური შემოსავალი (შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი)/Your annual income (underline the relevant answer)/ Ваш годовой доход (обведите нужный ответ)

 

 

25 000 ლარამდე/up to 25 000 Lari/ До 25 000 грузинских лари;

 

25 000-დან 50 000 ლარამდე/from 25 000 up to 50 000 Lari/ От 25 000 до 50 000 грузинских лари;

 

50 000-დან 100 000 ლარამდე/from 50 000 up to 100 000 Lari/ От 50 000 до 100 000 грузинских лари;

 

100 000 ლარი და ზევით/ 100 000 Lari and more/ Свыше 100 000 грузинских лари.

 

11. იღებთ თუ არა სხვა ქვეყნებში პენსიას ან სხვა სახის თანხას, რა საფუძვლით და ოდენობით?/Do you get pension or other kinds of allocations in other countries? please indicate the grounds and the amount / Получаете ли пенсию или иные денежные средства другой страны, на каком основании и в каком размере ______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

12. ხართ თუ არა ნასამართლევი და თუ ხართ, რა დანაშაულისათვის?/Have you ever been convicted and for what reason? Есть ли у Вас судимость? В случае положительного ответа, за какое преступление

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

__________________________________________________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

13. ხართ თუ არა „მიუღებელი პირი“ რომელიმე სახელმწიფოსათვის? (თუ ხართ, მიუთითეთ ქვეყნები)/Are you “persona non grata” in any country (if yes, please indicate the countries)/ Являетесь ли персоной нон-грата для какого-либо государства?

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

14.მისამართი/Address/Адрес____________________________________________________

___________________________________________________________

 

მობილურის ტელ.

Cell/Мобильный

№ _________

სამსახურის ტელ.

Job/ Служебный

№ _________

ბინის ტელ.

Home/Домашний

№ __________

ელ. ფოსტა

Е-mail / Э-почта

 

№ _________

15. პასპორტის სერია

Passport series

Паспорт серия

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

 

______№ _________

ვის მიერ, რა თარიღით და რა ვადით არის გაცემული იგი? Issuing authority, date of issue, date of expiration/Кем и когда выдан, действителен до

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

16. ცხოვრობდით თუ არა საქართველოში? (თუ ცხოვრობდით, მიუთითეთ წლები და მისამართი)/Did you live in Georgia? (If yes, please indicate years and address)/Проживали ли ранее в Грузии? (в случае положительного ответа, укажите годы и адрес места жительства)

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

 

 

 

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

17. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივი/Motive of getting the citizenship of Georgia / Мотив для принятия гражданства Грузии

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

18. ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები/Family member and close relatives/ Члены семьи и близкие родственники

 

ნათესაური კავშირი

Relationship

Родственная связь

სახელი   და გვარი

Name  andsurname

Имя и фамилия

დაბადების ადგილი   და თარიღი

Date  and place ofbirth

Место и дата рождения

პირადი  N

Personal N

Личный  N

მოქალაქეობა

Citizenship

Гражданство

მეუღლე/Spouse

Супруг/супруга

 

 

 

 

შვილები/Children

Дети

 

 

 

 

 

მამა/Father

Отец

 

 

 

 

დედა/Mother

Мать

 

 

 

 

 

19. დაასახელეთ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები (საქართველოს მოქალაქეები), ვინც პირადად გიცნობთ/Name famous people (citizens of Georgia) who know you personally/Укажите известных обществу лиц (граждан Грузии), которые лично знакомы с Вами

 

სახელი და გვარი

Name and surname

Имя и фамилия

ურთიერთობა

Relationship

Отношение

 

 

 

 

 

 

 

 

 20. გყავთ თუ არა ნათესავები საქართველოში?/Name of relatives in Georgia/ Есть ли у Вас родственники в Грузии?

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

 

 

 

 

ნათესაური კავშირი

Relationship

Родственная связь

სახელი და გვარი

Name and surname

Имя и фамилия

საცხოვრებელი ადგილი

Place of residence

Место жительства

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

21. უწევთ თუ არა რაიმე სახის მატერიალურ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს ან სხვა პირებს? თუ უწევთ, ვის და რა ოდენობით?/Do you render any kind of material assistance to relatives or other persons living in Georgia? If yes, to whom and in what amount?/Оказываете ли какую-либо материальную помощь проживающим в Грузии родственникам или другим лицам? В случае положительного ответа, укажите кому и в каком размере

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

22. რა საკუთრება გაქვთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?/What property do you have in Georgia and abroad?/Какой собственностью Вы владеете в Грузии и за ее пределами?

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

23. მოხდილი გაქვთ თუ არა სამხედრო ვალდებულება, რომელ ქვეყანაში და რა სპეციალური წოდება გაქვთ მიღებული?/Have you done your military service, in what country and what special rank are you awarded?/Прошли ли воинскую службу, в какой стране и какое специальное звание получили?

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

 

 

 

 ___________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

24. ეწევით თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და თუ ეწევით - სად და რა სფეროში?/Do you undertake any entrepreneurial activity and if yes – where and in what field? / Ведете ли предпринимательскую деятельность? В случае положительного ответа, укажите, где и в какой сфере

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

 

 

 

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 

25. გეგმავთ თუ არა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას საქართველოში და თუ გეგმავთ, რა სფეროში?/Do you plan to start entrepreneurial activity in Georgia and if yes, in what field? / Планируете ли начало предпринимательской деятельности в Грузии? В случае положительного ответа, укажите в какой сфере

 

კი

Yes

Да

 

არა

No

Нет

 

 

 

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

26. დამატებითი ინფორმაცია/Additional information/Дополнительная информация

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 27. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს/The following documents are attached to the application/К заявлению прилагаю следующие документы:

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

______________________________________________________________________

 ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის შემთხვევაში, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მონიჭების შემდგომ აღნიშნული გარემოებების გამოვლენა გახდება ჩემ მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

I realize that in case of submitting forged documents or concealment of any information important for the cause a decision on refusal to grant me citizenship of Georgia will be taken, and revealing of the above-stated circumstances after granting me citizenship of Georgia will be the ground of forfeiting of citizenship of Georgia

Я осознаю, что в случае представления подложных документов или сокрытия важной информации для дела, будет принято решение об отказе в присвоении мне гражданства Грузии, а выявление указанных обстоятельств после присвоения мне гражданства Грузии станет основанием для потери гражданства Грузии.

_____________________________

(ხელმოწერა/Signature/ Подпись)

____________________________

თარიღი/Date/ Дата

 

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე/I have received an application and the attached documents/ Заявление и приложенные документы принял:

 

_______________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი და გვარი გარკვევით/Position, name and surname legibly/ Должность, имя и фамилия разборчиво)

 

 

დანართი №2

     საქართველოს მოქალაქის ფიცი

     მე, ________________________________________ ,  ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ:

                                    (სახელი, გვარი)

     ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”, №80, 26.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97120-13/