„უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2006 ძალადაკარგული 10.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№80
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 27/01/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (11)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №80

2006 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცდეს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ თანდართული დებულება, განცხადებისა და ფიცის ფორმები (დანართები №1, №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 სექტემბრის №380 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05 .02 .2008წ; მუხ.216

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30 .01 .2009წ; მუხ.119

3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14 .09 .2009წ; მუხ.1273

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ

    მუხლი 1

ეს დებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განცხადების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესს.

    მუხლი 2

1. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება იმავდროულად მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველად.

    მუხლი 3

1. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს იმავდროულად მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს.

2. განცხადება (დანართი #1) წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო), საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

გ

ე1საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ; მუხ.1273

    მუხლი 4

1. უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად სააგენტოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი უნდა იქნეს განმცხადებლის ან სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის მქონე პირის მიერ, ან ფოსტის მეშვეობით.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან ერთ კვირაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადების მიღებიდან ერთ კვირაში მიმართავს განმცხადებელს და განუსაზღვრავს მას გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოფხვრისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით.

4. განმცხადებლის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან ერთ კვირაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უზრუნველყოფს სრულყოფილი დოკუმენტაციის გადაგზავნას სააგენტოსათვის პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

5. თუ განმცხადებელი საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, ამ ვადის გასვლიდან ერთ თვეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განმცხადებლის მიერ პირველად წარმოდგენილ განცხადებასა და დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს.

6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

7. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119

    მუხლი 5

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ; მუხ.1273

    მუხლი 6

ამ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ; მუხ.1273

    მუხლი 7

__1. სააგენტოს მიერ სამსახურისათვის ამ ბრძანებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ დასკვნის წარდგენისას, უცხო ქვეყნის მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

5. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №2), რომელიც ერთვის მის პირად საქმეს.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 თებერვლის ბრძანებულება №57-სსმ III, №18, 05.02.2008წ; მუხ.216

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ; მუხ.1273

    მუხლი 8

უცხო საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ; მუხ.1273

    მუხლი 9

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმიდან ერთი წლის შემდეგ უფლება აქვს ხელახლა წარადგინოს განცხადება.

    მუხლი 10

1. უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ერთიან სტატისტიკას აწარმოებს სააგენტო.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სააგენტოს ერთ კვირაში აწვდის უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების დამოწმებულ ასლს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის  ბრძანებულება №32-სსმ III, №11, 30.01.2009წ; მუხ.119

დანართი №1

საქართველოს პრეზიდენტს

განცხადება

ბატონო პრეზიდენტო,

გთხოვთ, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მომანიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა.

ჩემ შესახებ მოგახსენებთ შემდეგს:

1. პირადი № -------------------------------------------------;

2. სახელი და გვარი --------------------------------------------------------------;

3. შეცვლილი გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------------- ----------- -------------------------------------------------------------------------------------------------------;

-------------------------------------------------------------------------------------------------------------

4. სქესი (შემოხაზეთ შესაბამისი): მმმდ;

5. დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) ----------------------------------------------------;

6. დაბადების ადგილი -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

7. მოქალაქეობა (თუ ხართ ორი ან მეტი ქვეყნის მოქალაქე, მიუთითეთ ყველა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

 8. განათლება

 

საგანმანათლებლო დაწესებულება

სპეციალობა

ჩაბარების თარიღი

დამთავრების თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

9. სამუშაო გამოცდილება (მათ შორის, ძალოვან უწყებებსა და სპეციალურ სამსახურებში)

 

სამსახურის დასახელება

თანამდებობა

მიღების თარიღი

გათავისუფლების თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

10. თქვენი წლიური შემოსავალი (შემოხაზეთ შესაბამისი პასუხი)

0 25 000 ლარამდე;

0 25 000-დან 50 000 ლარამდე;

0 50 000-დან 100 000 ლარამდე;

0 100 000 ლარამდე და ზევით.

 11. იღებთ თუ არა სხვა ქვეყნებში პენსიას ან სხვა სახის თანხ ა ს, რა საფუძვლით და ოდენობით --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

12. ხართ თუ არა ნასამართლევი და თუ ხართ, რა დანაშაულისათვის? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

----------------------------------------------------------------------------------------------------------;

13. ხართ თუ არა „მიუღებელი პირი” რომელიმე სახელმწიფოსათვის? (თუ ხართ, მიუთითეთ ქვეყნები) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

----------------------------------------------------------------------------------------------------------;

14. მისამართი და ტელეფონის ნომრები (მობილურის, სამსახურისა და ბინის)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

15. პასპორტის სერია --------- და № --------------------. ვის მიერ, რა თარიღით და რა ვადით არის გაცემული იგი? -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

----------------------------------------------------------------------------------------------------------;

16. ცხოვრობდით თუ არა საქართველოში? (თუ ცხოვრობდით, მიუთითეთ წლები და მისამართი) ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

17. საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოტივი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

18. ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები

 

ნათესაური კავშირი

სახელი და გვარი

დაბადების ადგილი და თარიღი

პირადი ნომერი

მეუღლე

 

 

 

 

შვილები

 

 

 

მამა

 

 

 

დედა

 

 

 

19. დაასახელეთ საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები (საქართველოს მოქალაქეები), ვინც პირადად გიცნობთ

 

სახელი და გვარი

ურთიერთობა

 

 

 

20. გყავთ თუ არა ნათესავები საქართველოში?

 

ნათესაური კავშირი

სახელი და გვარი

საცხოვრებელი ადგილი

 

 

 

 

 

 

 

 

21. უწევთ თუ არა რაიმე სახის მატერიალურ დახმარებას საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს ან სხვა პირებს? თუ უწევთ, ვის და რა ოდენობით?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

22. რა საკუთრება გა ქვ თ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ?

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

23. მოხდილი გაქვთ თუ არა სამხედრო ვალდებულება, რომელ ქვეყანაში და რა სპეციალური წოდება გაქვთ მიღებული?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

 24. ეწევით თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და თუ ეწევით _ სად და რა სფეროში?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

25. გეგმავთ თუ არა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას საქართველოში და თუ გე გ მავთ, რა სფეროში?

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

26. დამატებითი ინფორმაცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------;

27. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

0 -----------------------------------------------------------------------------;

0 -----------------------------------------------------------------------------;

0 -----------------------------------------------------------------------------;

0 -----------------------------------------------------------------------------.

 ვაცნობიერებ, რომ ჩემ მიერ ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის ან საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაფარვის შემთხვევაში, მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობის მონიჭებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის მონიჭების შემდგომ აღნიშნული გარემოებების გამოვლენა გახდება ჩემ მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

                                                                             --------------------------------------------- (ხელმოწერა)

                                                                                                                         -------------

                                                                                                                                                     (თარიღი)

 

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე:

---------------------------------------------------------------------------------

 (თანამდებობა, სახელი და გვარი გარკვევით).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 სექტემბრის ბრძანებულება №608-სსმ III, №112, 14.09.2009წ; მუხ.1273

დანართი №2

    

საქართველოს მოქალაქის ფიცი

     მე, ________________________________________, ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ:

                                 (სახელი, გვარი)

     ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა, საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას, ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”, №80, 26.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97120-3/