„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.06.2006 ძალადაკარგული 05.03.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№400
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 30/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №400

2006 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესახებ“.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი) ორ კვირაში უზრუნველყოს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებულ დავალებათა ნუსხის განსაზღვრა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1100 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2533

6. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №247 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

7. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

8. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №587 – ვებგვერდი, 17.07.2012წ.

9. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №794 – ვებგვერდი, 10.09.2012წ.

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1.

1. ეს დებულება განსაზღვრავს უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების წესსა და პირობებს.

2. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

3. უცხოელისათვის საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხს იხილავს და წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდეგში – სააგენტო).

4. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს პირადად ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით.

5. (ამოღებულია – 10.09.2012, №794) .

6. (ამოღებულია).

7. (ამოღებულია – 17.07.2012, №587) .

7​1. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენისას გა ნ მცხადებელს გადაეცემა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც სხვა შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სააგენტოსთან კომუნიკაციის ფორმა. სამახსოვრო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უცხოელის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას მიღებიდან 3 დღის ვადაში განსახილველად გადაუგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

8​1. (ამოღებულია – 10.05.2011, №247).

8​2. (ამოღებულია – 10.05.2011, №247).

8​3. (ამოღებულია – 10.05.2011, №247).

8​4. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

8​5. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

9. (ამოღებულია – 10.09.2012, №794) .

10. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების სა ნოტარ ო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობ ა. 18 წლამდე პირისთვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით. 18 წლამდე პირთა საკითხი ამ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია განხილულ იქნეს აგრეთვე აღნიშნული ქვეპუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

11. საბუთები წარდგენილ ი უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლების სახით, სანოტარო წესით დამოწმებული ან საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულ ენოვან თარგმ ა ნ თან ერთად . სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ქართულენოვანი თარგმანის გარეშე, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

12. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს. უცხოელს ასევე შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში თავისი ინიციატივით წარმოადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები.

13. უცხოელი, რომელიც მიიღებს ბინადრობის ნებართვას, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოში – ნებართვის მიღებიდან ერთ თვეში გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №247 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 ივლისის ბრძანებულება №587 – ვებგვერდი, 17.07.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №794– ვებგვერდი, 10.09.2012წ.

    მუხლი 2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები

1. დროებითი ბინადრობის ნებართვა არა უმეტეს 6 წლით შეიძლება მიეცეს საქართველოში 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენის მსურველ იმ უცხოელს, რომელიც:

ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას (მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანს);

ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მეუღლე, მშობელი, შვილი, შვილიშვილი,  მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, პაპა ან ბებია.

2. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 3 წლის ვადით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 2​1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვება პირის მიერ, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა

 დროებითი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

    მუხლი 3. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას დროებითი ბინადრობის მოპოვების თაობაზე უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყ-ვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.). დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული პირის საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ საბუთს ასევე წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება.

გ) ამ დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში მუშაობის დამადასტურებელი საბუთი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), ხოლო თავისუფალი პროფესიის ადამიანებისათვის – ცნობა ბანკიდან, რომელიც ასახავს მათ პირად ანგარიშზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანხის ბრუნვას, რაც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტში მითითებულ ოდენობას;

გ.ბ) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს სამკურნალო დაწესებულების ცნობა იმის თაობაზე, რომ პირს ესაჭიროება მკურნალობა საქართველოში ან სასწავლო დაწესებულების ცნობა უცხოელის სასწავლებელში ჩარიცხვის ან სწავლის გაგრძელების თაობაზე (მკურნალობის ან სწავლის სავარაუდო ხანგრძლივობის მითითებით);

გ.გ) მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მოწვევა;

გ.დ) მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი ცნობა;

გ.ე) მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა, ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება ასევე დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით ), აგრეთვე შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა;

დ) ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც ეკუთვნის უცხოელს და/ან მის ნათესავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა ან აქვს საქართველოში ბინადრობის უფლება. შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა, რომლის ოდენობაც, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრულ საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრებზე;

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვეს საქართველოს ტერიტორია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა.

3. პირმა, რომელსაც შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირისათვის ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ფაქტს, პირის ვინაობას, მოქალაქეობას და ამ დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №454 - სსმ III, №100, 31.07.2006 წ., მუხ.1362

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №247 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 4. დროებითი ბინადრობის ნებართვის ვადები, ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობები

1. დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ვადით, მაგრამ არანაკლებ 6 თვისა და არა უმეტეს 6 წლისა. ვადის ათვლა იწყება ნებართვის გაცემის დღიდან.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად გაიცემა ერთ წლამდე ვადით, მისი გაგრძელება შეიძლება 5 წლამდე ვადით.

2​1 . განსაკუთრებულ შემთხვევებში, დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად შეიძლება გაიცეს 5 წლის ვადით, მისი გაგრძელება შეიძლება ერთ წლამდე ვადით.

3. ნებართვის ვადის შეწყვეტა ავტომატურად ხდება მისი ვადის ამოწურვისას. სააგენტო ასევე უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უცხოელს დროებითი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) გამოვლინდა მის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარმოდგენის ფაქტი;

ბ) ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროებას ან/და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას;

გ) ვადამდე შეწყვიტა ურთიერთობები, რომლის საფუძველზეც ჰქონდა მოპოვებული დროებითი ბინადრობის ნებართვა;

დ) გამოვლინდა ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნით მისი ფიქციურ ქორწინებაში შესვლის ფაქტი;

ე) იგი გაძევებულ იქნა საქართველოდან.

4. თუ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებისათვის ცნობილი გახდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობა, იგი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სააგენტოს.

5. ნებართვის გაგრძელება ხდება იმავე პირობების დაცვით, როგორც მისი მოპოვება. ამ შემთხვევაში უცხოელს არ მოეთხოვება ცნობა შემოსავლის შესახებ (თუ მანამდე წარმოდგენილ ცნობაში მითითებული შემოსავალი საკმარისია უცხოელის საქართველოში მომავალი ყოფნისთვისაც).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანებულება №794 – ვებგვერდი, 10.09.2012წ.

    მუხლი 5. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები

1. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს:

ა) უცხოელს, რომელმაც საქართველოში კანონიერ საფუძველზე იცხოვრა ბოლო 6 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოშ ი სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ და მა თ თან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;

ბ) საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, შვილს, შვილიშვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, პაპას ან ბებიას;

გ) მეცნიერების დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ-ტექნიკოსებს, სპორტსმენებს ა და ხელოვნების მოღვაწეებს, რომელთა ჩამოსვლა შეესაბამება საქართველოს ინტერესებს;

დ) პირს, რომლის მიმართაც რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიამ ან კომისიის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ქონებრივი რესტიტუციის, ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების დაბრუნების ან ქონებრივი ზიანის კომპენსაციის შესახებ;

ე) პირს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით ფლობს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ან რომელსაც ამავე ოდენობის ფულადი თანხა განთავსებული აქვს საქართველოს საბანკო დაწესებულებაში;

ზ) უცხოელს, რომელმაც საქართველოში განახორციელ ა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამ პუნქტის მიზნებისთვის ოჯახის წევრებად ჩაითვლებიან უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი (შვილობილი) და სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი. ოჯახის სხვა წევრებზე (მშობელი, შვილიშვილი, მშვილებელი) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შე იძლება გაიცეს საქართველოში დამატებით 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების ან ამავე ოდენობის ფულადი თანხის საქართველოს საბანკო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში.

3. პირზე, რომელსაც დაუდგინდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, გაიცემა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუ:

ა) 1993 წლის 27 მარტისათვის მუდმივად ცხოვრობდ ა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალ ა და 1993 წლის 27 მარტის შემდეგ არ მ ოხს ნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის გზით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 6. მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთები

1. განცხადებას მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) უცხოელის პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

ბ) საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთის ასლი, თუ პირი განცხადების წარდგენისას იმყოფება საქართველოში (საქართველოს ვიზა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა, გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახებ ან სხვ.). მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული პირის საქართველოში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელ საბუთს ასევე წარმოადგენს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება.

გ) ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის დამადასტურებელი საბუთი:

გ.ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში ბოლო 6 წლის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი საბუთი;

 გ.ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის ნათესაური კავშირი შეიძლება ასევე დადასტურდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტით), შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მოწვევა;

გ.დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოში არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ი ქონებ ი ს საკუთრების უფლებით ფლობ ი ს დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან , რომელიც ადასტურებს უცხოელის პირად ანგარიშზე არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხის არსებობას;

გ.ე) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უცხოელის მიერ არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 დ) უცხოელის და/ან მისი საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მქონე ნათესავის ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც თვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე ნაკლები, ხოლო ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთათვის – საქართველოში განსაზღვრულ საპენსიო მინიმუმზე ნაკლები; შემოსავლად ასევე შეიძლება ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული თანხა;

ე) 2 ფოტოსურათი;

ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1​1. ამ დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის განცხადებას დამატებით უნდა ერთოდეს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის ან სხვა მოწმობა), ხოლო უცხოელის მშობლი ს, შვილიშვილი ს ან მშვილებლისათვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემისას აგრეთვე 10 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის ან საქართველოს საბანკო დაწესებულებაში არანაკლებ ამავე ოდენობის ფულადი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

1​2. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე მოსაპოვებლად, პირებს არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენა.

2. სააგენტო უფლებამოსილია, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად მოითხოვოს ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

3. პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია, მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვებათ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო პირებს, რომელთაც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვეს საქართველოს ტერიტორია – ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენა.

4. პირმა, რომელსაც შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პირისათვის ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის ფაქტს, პირის ვინაობას, მოქალაქეობას და ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 თებერვლის ბრძანებულება №73 - სსმ III, №12, 12.01.2010 წ., მუხ.136

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №247 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 7. ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი

1. ბინადრობის ნებართვის მისაღებად ან გასაგრძელებლად სააგენტოს განცხადება წარედგინება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით – სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

2 . დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ასევე მიუთით ო ს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონულ ი ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.“;

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა საბუთი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. საჭირო დოკუმენ-ტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დაინტერესებულ პირს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

3​1. სააგენტო უფლებამოსილია  კანონმდებლობით დადგენილი წესით განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება გამოვლინდა ამ მუხლის მე–3 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

4. ბინადრობის ნებართვის მიღებისა და გაგრძელების შესახებ განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოში საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან 30 დღეს.

5. სააგენტო დადგენილ ვადაში ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მის შესაბამისობას ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობასთან. ამ მიზნით, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, იგი უფლებამოსილია განცხადების მიღებიდან 3 დღეში წერილობით ან ელექტრონული ფორმით გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიულ პირებისგან, რომლებიც ვალდებული არიან მიმართვის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდონ სააგენტოს მოთხოვნილი ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან ამის თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობონ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

6. განცხადების განხილვის პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება. განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია განცხადება დატოვოს განუხილველად.

7. უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე სააგენტო ს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თაობაზე.

9. (ამოღებულია – 10.05.2011, №247).

10. უცხოელზე, რომელმაც მოიპოვა ბინადრობის ნებართვა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური გასცემს შესაბამის მოწმობას, რომლის ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

11. უცხოელს, რომელსაც უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე, უფლება აქვს იმავე საფუძვლით განმეორებით შეიტანოს განცხადება, პირველ განცხადებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანიდან არანაკლებ ერთი თვის შემდეგ, ხოლო მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში – 3 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის ბრძანებულება №33 - სსმ III, №11, 30.01.2009 წ., მუხ.120

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1100 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2533

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №247 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

     მუხლი 7​1. ელექტრონული ფორმით განცხადების წარდგენის წესი

1. ელექტრონული ფორმით წარმოდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის  პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება  საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასური ს გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში, მის წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების წარდგენაზე წარმომად-გენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით .

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1100 - სსმ III, №172, 31.12.2010 წ., მუხ.2533

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №247 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 8.  (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №626 - სსმ III, №98, 12.08.2010 წ., მუხ.1434

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 26 ივნისის ბრძანებულება №509 – ვებგვერდი, 26.06.2012წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №400, 28.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98278-9/