გადაწყვეტილება №27989/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2026
№ დოკუმენტი 27989/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27989/2/2026

07 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ს“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---ს“-ის 18.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27989/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 26 ნოემბრის №24795 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.06.2026 წლის №077-9 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17517 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 158 703,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 86 153,00

დღგ - 37 366,00

საშემოსავლო გადასახადი - 47 970,00

ქონების გადასახადი - 817,00

ჯარიმა - 35 578,00

საურავი - 36 972,07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს რკინეულით საცალო და საბითუმო ვაჭრობა, რომელიც შეძენილი აქვს ადგილობრივი შესყიდვის გზით. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შემოწმების შედეგად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები განსხვავდება გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებში დაფიქსირებული მონაცემებისგან, კერძოდ, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საიჯარო ხელშეკრულებით საწარმოს თავისი კუთვნილი ორი სატვირთო ავტომანქანა მერსედესის მარკის სახელმწიფო ნომრებით --- და --- 2021 წლის პირველი იანვრიდან ასევე ემსახურება შპს „----ს“. საიჯარო ქირა განსაზღვრულია ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით, საიჯარო ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირობა, რომ სატვირთო მანქანების საწვავებით უზრუნველყოფას ახორციელებს მანქანების იჯარით გამცემი. ორივე აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რომელიც გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს. შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მიხედვით.

ამასთან, შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავალი, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შემოწმების პროცესში საწარმოს კუთვნილ ავტომანქანებზე მოპოვებული იქნა ინფორმაცია იმ ზედნადებების შესახებ, სადაც ტვირთების გადამზიდავ მანქანებში ფიქსირდება საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანები. აღნიშნულით დასტურდება, რომ საწარმოს კუთვნილი მანქანებით გაწეულია გადაზიდვის მომსახურება, რომელიც ამავე დროს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, ხოლო მომსახურების ფასები განისაზღვრა საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, თითოეული ზედნადების მიხედვით სავარაუდო განვლილი მანძილის შესაბამისად. შემოწმებით გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთან, შემოწმებით გამოვლენილი დამატებით მიღებული შემოსავლების და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება ერთი ცალი რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი. შემოწმების პროცესში გადამხდელი თანამშრომლობდა შემოწმებასთან. შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ, საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. შესაბამისად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

შემოწმების პარალელურად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.01.2024 წლის №1338 ბრძანებით დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა. გაირკვა, რომ გადამხდელს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 923 523 ლარს პირვანდელი ღირებულებით დღგ-ის ჩათვლით. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავდა შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული დოკუმენტური შეძენები და რეალიზაციები თითოეული საქონლის მიხედვით. დადგინდა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება (თითოეული საქონლის მიხედვით), რომელიც შემცირდა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით, ხოლო დარჩენილი მონაცემი წარმოადგენს დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებას, რაზედაც გავრცელდა შემოწმების შედეგად დადგენილი ფასნამატი. დოკუმენტური შეძენა-რეალიზაციის მიხედვით თითოეულ საქონელზე დადგინდა ფასნამატი, რაც გამოყენებული იქნა იმავე საქონლის არადოკუმენტური რეალიზაციისას შემოსავლის დასადგენად. შესაბამისად, გამოვლენილ სხვაობაზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. ამასთანავე, შემოწმებით მიღებული შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დამატებით გამოვლენილი შემოსავალი, განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.07.2024 წლის №077-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, აღნიშნული ოპერაციების შპს „---ის“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 30.01.2025 წლის №24458/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტმა განსახილველ შემთხვევაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა შემცირებას;

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „---ს“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ჩათვალა დაუსაბუთებლად, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რომელიც მთლიანად წარმოადგენდა მანქანების იჯარით გაცემის პერიოდში დარიცხვას;

3. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების 25-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას;

4. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მექანიკური შეცდომის გამო არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ეა----(საწვავის შეძენის ფაქტურა) და ეა --- ანგარიშ-ფაქტურით, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე. აუდიტის დეპარტამენტმა, შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ანგარიშ-ფაქტურა ეა --- ჩასათვლელი თანხით 218 ლარი და ეა --- ანგარიშ-ფაქტურა ჩასათვლელი თანხით 1584 ლარი, ჯამში 1802 ლარი, წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე და აღნიშნული თანხით ნაკლები თანხა ჩაითვალა დღგ-ში, მაგრამ ამავე დროს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ზედმეტად ჩათვლილი ჰქონდა იგივე რაოდენობის თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში თანხები არ შემცირდა.

აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 30 224 ლარით, მათ შორის, გადასახადი 20 274 ლარი, ჯარიმა 9 950 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.06.2026 წლის №077-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც 3.07.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.07.2026 წლის №17517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 31 ივლისს 13:00 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, საწარმოს მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შემოწმებით გამოვლენილი შემოსავლების ხელფასის სახით განაცემად, ასევე საწარმოს მიერ განხორციელებული ოპერაციის სატრანსპორტო მომსახურებად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას. ასევე, დღგ-ის ჩათვლებში არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ეა --- (საწვავის შეძენის ფაქტურა) და ეა --- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განსაზღვრული დღგ-ის თანხა იმ საფუძვლით, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს ზედმეტად ჩათვლილი აქვს იგივე რაოდენობის დღგ-ის თანხა. შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საკითხი 1:

ავტომობილის იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის წესის დარღვევა

ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

1.1.1. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შპს ---ზე (ს/ნ ---) იჯარით ჰქონდა გაცემული ორი სატვირთო ავტომობილი (სახელმწიფო ნომრით:--- და ---). საიჯარო ქირა შეადგენდა 1 500 ლარს. საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით მომსახურების პროცესში სატვირთო ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფას ახორციელებდა კომპანია.

1.1.2. საიჯარო მომსახურების თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართვას და განხორციელდა დეკლარირებული დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციების თანხის კორექტირება. ამასთან, დაუდეკლარირებელი თანხები საგადასახადო ორგანოს მიერ განხილული იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ სახელფასო განაცემად დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

მტკიცებულება: 28.06.2024 №1066 საგადასახადო შემოწმების აქტი 1.2. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესში არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

1.2.1. მეიჯარეს მოიჯარისთვის გაწეულ მომსახურებაზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა და დღგ-ით დაბეგრილი აქვს ერთიანად ერთ საანგარიშო პერიოდში - იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მოიჯარემ კომპანიას გადაუხადა მიღებული საიჯარო მომსახურების ღირებულება;

1.2.2. მოიჯარის მიერ კომპანიისთვის გადახდილი საიჯარო თანხები, კომპანიას აღრიცხული აქვს ფინანსურ/საბუღალტრო რეესტრებში და კომპანიას აღნიშნული თანხების დირექტორზე/პარტნიორზე გაცემები დაბეგრილი აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

1.2.3. შესაბამისად, საიჯარო თანხები გავლენას ვერ მოახდენს შემოწმების შედეგად გაანგარიშებულ განკარგვად შემოსავალზე.

აღსრულება:

1.2.4. დასკვნის მიხედვით: შემცირება დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადი - 13 292 ლარის ოდენობით. 1.2.5. სადაო საკითხის ფარგლებში საგადასახადო ორგანომ არ განახორციელა დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების სრულად აღსრულება.

იურიდიული დასაბუთება: „კომპანია“ მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და სადაო საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე (ამ ნაწილში) დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგი გარემოების გამო:

1.3. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინება, კერძოდ, საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ: 1.3.1. დღგ-ის კუთხით, კომპანიას დღგ დეკლარირებული ჰქონდა სხვა საანგარიშო პერიოდში და მას შემოწმების აქტით უნდა მოეხდინა საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საანგარიშო პერიოდის ცვლილება ე.ი. დაერიცხა დღგ-ის თანხები ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით თანაბრად, თუმცა შეემცირებინა დეკლარირებული დღგ-ის თანხა იმ საანგარიშო პერიოდში, რომელშიც ერთიანად მოხდა დღგ-ის ჯამური თანხების დეკლარირება.

1.3.2. საშემოსავლო გადასახადის კუთხით, აღნიშნული თანხების დაბეგვრა განხორციელდა მოიჯარის მიერ საიჯარო თანხების ჯამურად ჩარიცხვის საანგარიშო პერიოდის შემდეგ პერიოდებში, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისთვის დამატებითი საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

1.3.3. დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საგადასახადო ორგანომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებულად დარიცხული გადასახადები დაუქვემდებარა შემცირებას, თუმცა მას არ მოუხდენია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად აღსრულება.

საკითხი 2: ავტომობილის იჯარით გაცემით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის წესის დარღვევა.

ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

2.1.1. შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადების ადმინისტრირების ერთიანი ელექტრონული ბაზიდან საზოგადოების კუთვნილ ავტომანქანებზე მოპოვებული იქნა ინფორმაცია იმ ზედნადებების შესახებ, სადაც ტვირთების გადამზიდავ ავტოსატრანსპორტო საშუალებად ფიქსირდება კომპანიის კუთვნილი სატვირთო ავტომობილები;

2.1.2. კომპანიას ფინანსურ/საბუღალტრო რეესტრებში მესამე პირებისთვის რაიმე სახის სატრანსპორტო ან საიჯარო მომსახურებების გაწევა არ უფიქსირდება.

2.1.3. საგადასახადო ორგანოს მიერ

2.1. - ფაქტობრივ გარემოებებში მითითებული შემთხვევები განხილული იქნა კომპანიის მიერ მესამე პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევის ოპერაციებად და დაექვემდებარა დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

2.1.4. სატრანსპორტო მომსახურებად შეფასებული ოპერაციების თანხა გამოანგარიშებული იქნა ზედნადებში მითითებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების პუნქტებს შორის მანძილის შესაბამისად, სატრანსპორტო მომსახურების საბაზრო ფასების გათვალისწინებით.

2.2. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესში არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

2.2.1. მესამე პირები, რომლის სასარგებლოდაც ხდებოდა კომპანიის ავტომობილების გამოყენება (სავარაუდოდ) არიან კომპანიის მმართველი პარტნიორი და მისი მამა, რომლებიც როგორც მეწარმე ფიზიკური პირები ახორციელებდნენ ასევე ეკონომიკურ საქმიანობას. ან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენება ხდებოდა კომპანიის პარტნიორი პირების საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიების მიერ. აღნიშნული ავტომობილების გამოყენება ხდებოდა უსასყიდლოდ.

2.2.2. კომპანიის მიერ მათი უზრუნველყოფა ავტომობილის მძღოლების სახით არ ხდებოდა.

2.2.3. კომპანიის მიერ ავტომობილის საწვავით უზრუნველყოფა არ ხორციელდებოდა.

2.2.4. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლზომიერად იქნება მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის სატრანსპორტო მომსახურების საბაზრო ფასების გამოყენება, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხები მაინც ექვემდებარება გადაანგარიშებას (შემცირებას), რადგანაც შეუსაბამოა ბაზარზე დადგენილ სატრანსპორტო მომსახურებების საბაზრო ფასთან.

2.2.5. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აღნიშნული უსასყიდლო ოპერაციების, სასყიდლიან ოპერაციებად განხილვა და საგადასახადო ორგანოს სტატისტიკის საფუძველზე გამოყვანილი საბაზრო ფასების შესაბამისად კომპანიის განკარგვადი შემოსავლის გაზრდა და აღნიშნული შემოსავლების დირექტორზე განაცემად ჩათვლა, მითუმეტეს თუ მომსახურების მიმღები იურიდიული პირია. პარტნიორი პირების საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიების მიერ. აღნიშნული ავტომობილების გამოყენება ხდებოდა უსასყიდლოდ.

2.2.6. დასკვნის მიხედვით:

შემცირება დაექვემდებარა დღგ - 2 642 ლარის და საშემოსავლო გადასახადი - 4 336 ლარის ოდენობით.

2.2.7. სადაო საკითხის ფარგლებში საგადასახადო ორგანომ არ განახორციელა დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების სრულად აღსრულება. იურიდიული დასაბუთება: „კომპანია“ მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და სადაო საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე (ამ ნაწილში) დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგი გარემოების გამო:

2.3. საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების პროცესში არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გათვალისწინება, კერძოდ, საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა, რომ: 2.3.1. საგადასახადო ორგანოს ოპერაციის აუდიტორული შეფასების პროცესში უნდა შეემოწმებინა, ავტომობილის გადაცემა მოხდა მძღოლით უზრუნველყოფით თუ მის გარეშე. თუ კომპანიის მიერ მესამე პირებზე ავტომობილების გადაცემა მოხდა მძღოლით უზრუნველყოფის გარეშე, მაშინ სახეზეა არა მესამე პირებისთვის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, არამედ ავტომობილის დროებით სარგებლობაში გადაცემა (იჯარა) და გაწეული მომსახურების თანხის გამოთვლა უნდა მომხდარიყო შესაბამისი ავტომობილის იჯარის საბაზრო ფასიდან და არა სატრანსპორტო მომსახურების თანხიდან.

2.3.2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლზომიერად იქნება მიჩნეული საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნებისთვის სატრანსპორტო მომსახურების საბაზრო ფასების გამოყენება, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხები მაინც ექვემდებარება გადაანგარიშებას (შემცირებას), რადგანაც შეუსაბამოა ბაზარზე დადგენილ სატრანსპორტო მომსახურებების საბაზრო ფასთან.

2.3.3. დავების განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საგადასახადო ორგანომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებულად დარიცხული გადასახადები დაუქვემდებარა შემცირებას, თუმცა მას არ მოუხდენია შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების სრულად აღსრულება.

საკითხი 3: არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გამოყენებული მაღალი ფასნამატი

ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

3.1.1. საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით;

3.1.2. არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში გამოსაყენებელი ფასნამატის განსაზღვრა მოხდა რეალიზაციის დოკუმენტებში (ს/ზ, ა/ფ) დაფიქსირებული საქონლის (სახეობების მიხედვით) გასაყიდი ფასების შეპირისპირებით მათ შესყიდვის ღირებულებებთან.

3.2. საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების პროცესში არ მოხდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

3.2.1. ფასნამატის გაანგარიშების პროცესში არასწორად მოხდა საქონლის კატეგორიზაცია და მაღალი გასაყიდი ფასის საქონელს შეუპირისპირდა დაბალი სარეალიზაციო ფასის საქონლის შესყიდვის ღირებულება (თვითღირებულება).

3.2.2. ფასნამატის გაანგარიშებაში დაშვებულია მექანიკური შეცდომები;

3.2.3. ფასნამატი - აღებულია მხოლოდ მაღალი ფასნამატის მქონე საქონელი და არ იქნა გათვალისწინებული ის საქონელი, რომელთა წვლილი კომპანიის მთლიან შემოსავალში არსებითია, თუმცა პატარა სარეალიზაციო ფასნამატით ხასიათდებიან.

3.2.4. ფასნამატის გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ არის კომპანიაში შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მარაგების ინვენტარიზაციის საფუძველზე დადგენილი სარეალიზაციო ფასნამატები.

3.2.5. შემოსავლის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული სახეობების მიხედვით თითოეული მათგანის ხვედრითი წილი კომპანიის მთლიან შემოსავალში.

3.3. არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში დადგენილი დამატებითი შემოსავალი (222 371 ლარი) შეადგენს კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული შემოსავლის (10 627 101 ლარი) 2,09%-ს.

3.4. კომპანიაში ჩატარებული კონტროლის პროცედურის - საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში (29.01.2024 №853085 ოქმი - საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ) კომპანიაში სამართალდარღვევა არ გამოვლენილა.

3.5. კომპანიაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი სმფ-ების ნაშთი სრულ შესაბამისობაში იყო ბუღალტრულ ჩანაწერებში დაფიქსირებულ საქონლის ნაშთთან. რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა. აღსრულება: 3.6. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ აღსრულებულა. იურიდიული დასაბუთება: „კომპანია“ მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და სადაო საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე (ამ ნაწილში) დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგი გარემოების გამო:

3.7. საჩივრის 3.2.1-3.2.3. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დადგენილი ფასნამატი ექვემდებარება გადაანგარიშებას (შემცირებას) და ფასნამატის გაანგარიშებაში ჩართული უნდა იყოს არამარტო ის საქონელი, რომელიც მაღალი სარეალიზაციო ფასნამატით ხასიათდება, არამედ ყველა საქონელი, რომელთა ხვედრითი წილი მთლიან შემოსავალში არსებითია. ამასთან გათვალისწინებული იქნას მთლიან შემოსავალში მათი ხვედრითი წილიც.

3.8. 3.3-3.5 გარემოებების გათვალისწინებით და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული გადასახადები უნდა განისაზღვროს - 0 ლარით.

საკითხი 4: ჩათვლის დოკუმენტები გაუთვალისწინებლობა ფაქტობრივი გარემოებები:

1.1. საანგარიშო პერიოდში კომპანიას (მექანიკური შეცდომის გამო) არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები აკრულია საგადასახადო დეკლარაციებზე;

1.2. კერძოდ, მექანიკური შეცდომის გამო ჩათვლაში არ მოხდა - 10/21 ეა--- და 12/23 ეა--- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ის თანხები.

აღსრულება: შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში არ აღსრულებულა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, აღნიშნული ოპერაციების შპს „---ის“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2026 წლის დასკვნის საფუძველზე:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტმა განსახილველ შემთხვევაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა შემცირებას;

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შპს „---ს“ მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ჩათვალა დაუსაბუთებლად, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რომელიც მთლიანად წარმოადგენდა მანქანების იჯარით გაცემის პერიოდში დარიცხვას;

3. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების 25-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას;

4. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივრებში აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მექანიკური შეცდომის გამო არ აქვს ჩათვლილი დღგ-ის თანხები საგადასახადო ანგარიშფაქტურებით ეა--- (საწვავის შეძენის ფაქტურა) და ეა --- ანგარიშ-ფაქტურით, თუმცა აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე.

აუდიტის დეპარტამენტმა, შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ანგარიშ-ფაქტურა ეა --- ჩასათვლელი თანხით 218 ლარი და ეა -- ანგარიშ-ფაქტურა ჩასათვლელი თანხით 1 584 ლარი, ჯამში 1 802 ლარი, წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე და აღნიშნული თანხით ნაკლები თანხა ჩაითვალა დღგ-ში, მაგრამ ამავე დროს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ზედმეტად ჩათვლილი ჰქონდა იგივე რაოდენობის თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში თანხები არ შემცირდა.

საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღებას ამახვილებს ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე და იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს საპირწონე, არგუმენტების ან/და დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 26.11.2024 წლის №24795 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20415 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვინაიდან შემოწმებით არ დასტურდება ფულის მიღების ფაქტი, აუდიტის დეპარტამენტმა განსახილველ შემთხვევაში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოვლენილი შემოსავლების მიღებულად და ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებარა შემცირებას;

2. აუდიტის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო მომსახურებად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების დამატებით განსაზღვრა იმ ზედნადებების მიხედვით, რომელშიც ტვირთების გადამზიდავ მანქანების გრაფაში ფიქსირდება იჯარით გაცემის პერიოდში კომპანიის კუთვნილი ავტომობილების მონაცემები, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ ჩათვალა დაუსაბუთებლად, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტმა მოახდინა აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, რომელიც მთლიანად წარმოადგენდა მანქანების იჯარით გაცემის პერიოდში დარიცხვას;

3. აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №10) „პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შესახებ“ მეთოდური მითითების 25-ე მუხლის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების არსებითობის საკითხი, რომლის თანახმადაც, აღნიშნული ნაწილში განხორციელებული დარიცხვა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადში არ დაექვემდებარა შემცირებას

4.აუდიტის დეპარტამენტმა, შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით და დადგინდა, რომ ანგარიშ-ფაქტურა ჩასათვლელი თანხით 218 ლარი და ანგარიშ-ფაქტურა ჩასათვლელი თანხით 1 584 ლარი, ჯამში 1 802 ლარი, წარდგენილია საგადასახადო დეკლარაციებზე და აღნიშნული თანხით ნაკლები თანხა ჩაითვალა დღგ-ში, მაგრამ ამავე დროს შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში ზედმეტად ჩათვლილი ჰქონდა იგივე რაოდენობის თანხა, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში თანხები არ შემცირდა.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20415 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 304 1,გ.