ბრძანება N 20677
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20677
22.08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ----- ----------ის (ს/ნ -----------------)
(მის.: ---------------------------------------)
2023 წლის 22 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ი/მ ----- ----------ის (ს/ნ -----------------) №82511/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №CB1486422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №------- წერილით მისგან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ იქნა წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული წერილი ელექტრონულად (პორტალზე) ჩაბარდა ამავე წლის 8 ივნისს. შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის ათვლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად დაიწყო მომდევნო დღიდან და საბოლოო ვადა განისაზღვრა 15 ივნისით. მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (ID ----------) გამოგზავნილ იქნა ელექტრონულად პორტალზე 15 ივნისს. აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიერ არ მომხდარა ვადის გადაცილება. მიუხედავად ამისა, 2023 წლის 7 ივლისს მის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ ი/მ ----- -------------მა (ს/ნ -----------------) მითითებულ ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ წარმოადგინა №-------- წერილის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგენილ იქნა 2023 წლის 7 ივლისის №CB1486422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე (№------- მოხსენებითი ბარათი), რომლის თანახმად, ირკვევა, რომ ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ვერ მოხდა ი/მ ----- ----------ის (ს/ნ -----------------) მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენილი ინფორმაციის (ID:---------, 15.06.2023 წელი) დროულად მიღება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- ----------ის (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №CB1486422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №155407501 წერილით მისგან 5 სამუშაო დღის ვადაში მოთხოვნილ იქნა წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია.აღნიშნულის წარმოდგენისას მის მიერ არ მომხდარა ვადის გადაცილება. მიუხედავად ამისა, მომჩივანის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ მომჩივანმა მითითებულ ვადაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ წარმოადგინა №155407501 წერილის თანახმად მოთხოვნილი ინფორმაცია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შედგენილ იქნა №CB1486422 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და იგი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების შესწავლის შედეგად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული სანქცია.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1 „ა“ 5); 269(1); 270(1,2); 279(1); 302(6);