ბრძანება N 1461
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1461
30 იანვარი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ყოფ. შპს „----------“) (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 29 ნოემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „----------“ (ყოფ. შპს „----------“) (ს/ნ ----------) 2023 წლის 29 ნოემბრის №85584/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-566 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, განმარტავს, რომ შემოწმებისთვის წარდგენილი ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციაში სრულად და ნათლადაა ასახული შპს „----------“ საქმიანობის შედეგები, როგორც შემოსავალი დასტურდება სასაქონლო ზედნადებები/საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის მონაცემებით. ხოლო, ხარჯის ნაწილი სრულად თანხვედრაშია საბანკო ამონაწერებთან გარდა შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობებისა, რადგან საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის შეძენა ხდებოდა ნაღდი ფულით. ის გარემოება, რომ შემმოწმებლების მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანების აღსრულებისას გათვალისწინებული იქნა შემოსავლის ნაწილში მიწიდებული მონაცემები, ხოლო ხარჯვის ნაწილში კი სიტუაციური სახელმძღვანელოთი ხარჯის 75% არამართებულია და არამართლზომიერია, ვინაიდან ზემოაღნიშნული სიტუაციური სახელმძღვანელო გამოიყენება მოგების გადასახდის და არა ფულადი სახსრების მოძრაობის მიზნებისთვის. ამასთან, გაუგებარია თუ რატომაა მითითებული ხანდაზმულ 2012-2015 წლებზე „საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება“. წარდგენილი მონაცემები სრულად ასახავს კომპანიის საქმიანობას და შესაბამისად შემდგომ პერიოდში 2016 წლიდან ბუღალტრულ პროგრამაში მითითებული საწყისი ნაშთებიდან გამომდინარე სრულყოფილად ხორციელდება ანგარიშგება და დეკლარირება. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში დებიტორული და კრედიტორული დავალიანების არსებობა/განაშთვა დადასტურებული აქვთ შემმოწმებლებსაც. გარდა ამისა, გადაანგარიშების დროს ასევე არაა გათვალისწინებული გარემოებები მოგების გადასახადის ჩათვლასთან და 2016 წლის მოგების დეკლარაციასთან და საბუღალტრო მონაცემებთან მიმართებით, რაც ხელახალი შესწავლის/გამოკვლევის საგანი იყო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებისას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ყოფ. შპს „----------“) (ს/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელის მიერ კაპიტალში შენატანის ოდენობის, 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენეტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ.შ. ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მ.შ. 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 2 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 ნოემბრის №006-566 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012-2015 წწ-ების ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია (ექსელის ცხრილი), რომელშიც ნაჩვენებია 2012-2015 წწ-ის მოგების დეკლარაციისგან განსხვავებული მონაცემები, როგორც შემოსავლის, ასევე ხარჯის ნაწილში. გადამხდელს მის მიერ წარმოდგენილ ცხრილში ასახული ხარჯების ნაწილზე არ აქვს წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადაანგარიშების პროცესში განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და შესაბამისი პირველადი დოკუმენტების ხელახალი შესწავლა. გამოსაქვითი ხარჯის ნაწილში გათვალისწინებულ იქნა სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად უდოკუმენტო ხარჯის ღირებულების 75%. აღნიშნული ანალიზის შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მძიმდებოდა, შესაბამისად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ზ) რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გადაანგარიშების დროს არაა გათვალისწინებული გარემოებები მოგების გადასახადის ჩათვლასთან და 2016 წლის მოგების დეკლარაციასთან და საბუღალტრო მონაცემებთან მიმართებით, რაც ხელახალი შესწავლის/გამოკვლევის საგანი იყო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებისას. საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით საწარმოს 2012-2015 წლებში დასაბეგრი მოგება შეადგენდა 200 643 ლარს. ამავე პერიოდის (2015 წლის 31 დეკემბრის) ბულღალტრულ ნაშთში მითითებულია ზარალი 230 239 ლარი. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით შემმოწმებლებმა შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების გზით გატანილი თანხიდან 500 980 ლარი მიიჩნიეს დასაბეგრ ბაზად და კომპანიას დამატებით დაარიცხეს გადასახადის სახით 100 196 ლარი. შემმოწმებლებს არ შეუფასებიათ 2016 წელი, აღნიშნული საკითხის შეფასება განხორციელდა 2015 წლის საბოლოო მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა 2016 წლის ჩათვლით საგადასახადო ორგანოში წარგენილი დასაბეგრი მოგებების ჯამი განსხვავდება ამავე პერიოდის ფინანსური შედეგისგან მაგრამ უფრო ნაკლებით ვიდრე 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კომპანიის მიერ ბუღალტერიაში აღრიცხული გაუნაწილებელი მოგება/ზარალი და კაპიტალი შეესაბამებოდა რეალურს, ხოლო სხვაობა გამოწვეული იყო დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯით. კომპანიას 2017 წლის შემდგომ განაწილებული აქვს დივიდენდები, მაგრამ არც ერთ ეტაპზე არ უსარგებლია მოგების გადასახადის ჩათვლით. აცხადებს, რომ მოგების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით შემოწმებას არ უმსჯელია, თუმცა თავად განსაზღვრა კომპანიას ფინანსური მოგების ნაშთი, რისი უფლებაც მით უმეტეს ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინებით არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, კერძოდ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ყოფ. შპს „----------“) (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, კერძოდ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი.
გადაანგარიშების დროს არაა გათვალისწინებული გარემოებები მოგების გადასახადის ჩათვლასთან და 2016 წლის მოგების დეკლარაციასთან და საბუღალტრო მონაცემებთან მიმართებით, რაც ხელახალი შესწავლის/გამოკვლევის საგანი იყო შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებისას. საგადასახადო ორგანოებში წარდგენილი ყოველწლიური დეკლარაციების მიხედვით საწარმოს 2012-2015 წლებში დასაბეგრი მოგება შეადგენდა 200 643 ლარს. ამავე პერიოდის (2015 წლის 31 დეკემბრის) ბულღალტრულ ნაშთში მითითებულია ზარალი 230 239 ლარი. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით შემმოწმებლებმა შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების გზით გატანილი თანხიდან 500 980 ლარი მიიჩნიეს დასაბეგრ ბაზად და კომპანიას დამატებით დაარიცხეს გადასახადის სახით 100 196 ლარი. შემმოწმებლებს არ შეუფასებიათ 2016 წელი, აღნიშნული საკითხის შეფასება განხორციელდა 2015 წლის საბოლოო მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა 2016 წლის ჩათვლით საგადასახადო ორგანოში წარგენილი დასაბეგრი მოგებების ჯამი განსხვავდება ამავე პერიოდის ფინანსური შედეგისგან მაგრამ უფრო ნაკლებით ვიდრე 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. კომპანიის მიერ ბუღალტერიაში აღრიცხული გაუნაწილებელი მოგება/ზარალი და კაპიტალი შეესაბამებოდა რეალურს, ხოლო სხვაობა გამოწვეული იყო დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯით. კომპანიას 2017 წლის შემდგომ განაწილებული აქვს დივიდენდები, მაგრამ არც ერთ ეტაპზე არ უსარგებლია მოგების გადასახადის ჩათვლით. აცხადებს, რომ მოგების გადასახადის ჩათვლასთან დაკავშირებით შემოწმებას არ უმსჯელია, თუმცა თავად განსაზღვრა კომპანიას ფინანსური მოგების ნაშთი, რისი უფლებაც მით უმეტეს ხანდაზმული პერიოდის გათვალისწინებით არ ჰქონდა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 10 თებერვლის №2501 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვიოს სადავო საკითხი, კერძოდ 2017 წლამდე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის და სალაროს ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).