გადაწყვეტილება №22101/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.04.2024
№ დოკუმენტი 22101/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22101/2/2024

23 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 29.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22101/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 528 215 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 279 458

ჯარიმა - 139 729

საურავი - 109 028

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 14 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანია 1.01.2019 დან 1.06.2022 საანგარიშო პერიოდში არ ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, 2021 წლის 30 ივლისს, პარტნიორთა კრების საფუძველზე, კომპანიის ერთპიროვნულმა მფლობელმა და დირექტორმა ------ემ გაასხვისა კომპანიის კუთვნილი წილი 51% შპს -----ში 25 000 ლარად, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, -----ეზე. აღნიშნული ოპერაციის ანალიზის შედეგად და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ლიცენზირებული აუდიტორის (სერტიფიკატი №----) წილის შეფასების ანგარიშით გაირკვა წილის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე გასხვისების დროისათვის, ღირებულება შეადგენდა 1 608 600 ლარს, რაც გასხვისების ღირებულებაზე 1 583 600 ლარით ნაკლებია. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის თანახმად, მიიჩნია მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №32171 ბრძანება და №006-587 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.12.2023 წლის №006-616 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები, გადასახადის გადამხდელის გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარადგინა საბუღალტრო პროგრამა ორისის ამონარიდი შესამოწმებელ 1.01.2019-1.06.2022 საანგარიშო პერიოდზე, ასევე მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ დარიცხვის უსაფუძვლობას.

საბუღალტრო პროგრამა ორისის სასტარტო ნაშთებში, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, კომპანიას -----ის მიმართ გააჩნია ვალდებულება 1 899 602.54 ლარი, რაც ასახულია ანგარიში 3490-ის (სხვა დარიცხული ვალდებულებების) ქვეანგარიშზე 3490-11 -----.

წარმოდგენილ საანგარიშო პერიოდში, ორისის პროგრამაში ----ის ბარათიდან ჩანს კომპანიაზე რიცხული სხვადასხვა ვალდებულებების დაფარვა (შემცირება), რაც ასახულია ანგარიში 3490- 11-ზე (სხვა დარიცხული ვალდებულები).

-------ის ანგარიში წლების მიხედვით შეადგენს:

- 31.12.2019 წლის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს 2 105 001.76 ლარს;

-31.12.2020 წლის მდგომარეობით 2 260 851.13 ლარს;

- 31.12.2021 წლის მდგომაროებით 677 906.13 ლარს;

- ------ის ვალდებულება შემცირდა 1 608 600 ლარით 2.08.21 წლის შეთანხმებით, შემცირებული ვალდებულება -----ის მიმართ ასევე დასტურდება აუდიტორული კომპანია „------“ ბიზნესის შეფასების (წარმოდგენილი) ანგარიშითაც.

-1.01.2022-1.06.2022 პერიოდის მდგომარეობით 677 906.13 ლარს;

კომპანიას ------ის მიმართ არსებული დავალიანება აღიარებული აქვს ----- -ზე 2019- 2020-2021 წწ. წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში.

კომპანია შეიქმნა 1989 წელს, დაარსების დღიდან აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას და ანგარიშგებას (არა საბუღალტრო პროგრამა ორისში. ორისის პროგრამაში აღრიცხვიანობა დაიწყო 2019 წლიდან) საანგარიშო პერიოდებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგად შეიკრა კომპანიის ბალანსი, გააჩნდა ვალდებულებები, მოთხოვნები და ა.შ.. მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს წლების განმავლობაში გაკეთებულ საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების შედეგებს.

ასევე, წერილობით აცნობა შემმოწმებელს, რომ თუკი მიწოდებული ინფორმაცია, 1.01.2019-1.06.2022 წწ პერიოდზე, არ აღმოჩნდებოდა საკმარისი -----ის მიმართ არსებული ვალდებულების მტკიცებულებად, შეეცდებოდა წინა პერიოდებში, შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული წლის მოგების დეკლარაციების საფუძველზე, მოეხდინა ანგარიშების ჩაშლა (რამდენადაც შესაძლებელი იქნება) და წარადგენდა დამატებით ინფორმაციას.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 დეკემბერს გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა №006-616, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის დასკვნა, რომელთა მიხედვით, კომპანიას არათუ გააუქმდა დარიცხული უსაფუძვლო გადასახადი, პირიქით, მეტობით დაერიცხა საურავები 528 214.54 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2023 წლის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, კერძოდ, გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს -----ს ------ის მიმართ გააჩნდა კრედიტორული დავალიანება 2 261 506.13 ლარი, რაც დასტურდება მათ მიერ დადებული შეთანხმებით. იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ გადასახადის გადამხდელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხებით, საგადასახადო ვალდებულებები გადაიხადა არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათით, 1.01.2019-9.11.2023 საანგარიშო პერიოდებში, სულ ბიუჯეტში გადახდილი აქვს 251.24 ლარი (ინკასოს მეშვეობით). ამასთანავე, წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება -----გან შპს -----ვის სესხის გაცემა. არ არის წარდგენილი საბანკო ამონაწერი, რითაც შესაძლებელია დაფიქსირებულიყო აღნიშნული თანხების მიღება და გახარჯვა შპს ------ის მიერ, ამასთან, 2010 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით, რა პერიოდისათვის მოახდინა შპს -------მა ზემოხსენებული წილის რეალიზაცია. დოკუმენტურად გაწეული ხარჯი შეადგენს 556 272.26 ლარს, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების შესაბამისად, ხელფასების გაცემა აღარ ხდება 2009 წლის სექტემბრის თვის შემდეგ. გადასახადის გადამხდელის მიერ მტკიცებულებად წარდგენილია ცხრილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ სესხი გაცემულია -----ის მიერ შპს -------ზე 1.01.2009 წელს 1 022 355 ლარის ოდენობით, რაზეც არანაირი დადასტურება, ხელმოწერა ან ბეჭედი არ ფიქსირდება. ამასთანავე, შპს ------ის დეკლარირებულ, ყოველთვიურ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში, ფიქსირდება გაცემული პროცენტები, განაცემთა ინფორმაციაში სესხებზე გადახდილი პროცენტების დაბეგვრა მცირე ოდენობით დეკლარირებულია ნინო სეფაშვილზე, ხოლო ------ძე არ ფიქსირდება. აღნიშნული არგუმენტების ანალიზის მიზნით, შესწავლილი იქნა შემოწმების ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, იმისათვის, რომ დადგენილიყო რეალურად სესხის მიღება და დადებითი დინამიკა სესხის ათვისებით, რაც რეალურად არ ფიქსირდება და 2009 წლის იანვრიდან დღემდე (თითქმის 14 წელი) შპს -----ის დეკლარირებული ბრუნვა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შეადგენს მხოლოდ 502 810.20 ლარს მუდმივად კლებადი დინამიკით. გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები. არსებული მასალებით შეუძლებელია დარიცხვის კორექტირება, შესაბამისად დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

ამგვარად დგინდება, რომ გადაანგარიშების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ, გადაანგარიშების ეტაპზე, დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელმა ვერ დაადასტურა თავისი არგუმენტები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტები, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურია და აღნიშნავს, რომ კომპანიას -------ის მიმართ არსებული დავალიანება აღიარებული აქვს ---- -ზე 2019-2020-2021 წლებზე წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში. კომპანია შეიქმნა 1989 წელს, დაარსების დღიდან აწარმოებდა საბუღალტრო აღრიცხვას და ანგარიშგებას საანგარიშო პერიოდებში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, რის შედეგად შეიკრა კომპანიის ბალანსი, გააჩნდა ვალდებულებები, მოთხოვნები და ა.შ.. მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს წლების განმავლობაში გაკეთებულ საბუღალტრო აღრიცხვის და ანგარიშგების შედეგებს ასევე, წერილობით აცნობა შემმოწმებელს, რომ თუკი მიწოდებული ინფორმაცია, 1.01.2019- 1.06.2022 წწ პერიოდზე, არ აღმოჩნდებოდა საკმარისი ------ის მიმართ არსებული ვალდებულების მტკიცებულებად, შეეცდებოდა წინა პერიოდებში, შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული მოგების დეკლარაციების საფუძველზე, მოეხდინა ანგარიშების ჩაშლა (რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა) და წარადგენდა დამატებით ინფორმაციას. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კომპანიას არათუ გააუქმდა დარიცხული გადასახადი, მეტობით დაერიცხა საურავები.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა აღნიშნა, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა დოკუმენტაცია, რომლითაც ჩანს, რომ კომპანიას -----ის მიმართ, რომელიც არის კომპანიის დამფუძნებელი, გააჩნია ვალდებულება, შემმოწმებელი აუდიტორი აღნიშნავს, რომ დავალიანება წარდგენილი დოკუმენტებით ჩანს, მაგრამ კომპანიის მიერ -----ის მიმართ თუ არის ეს დავალიანება გაურკვეველიაო. ვალდებულება -----ის მიმართ შემცირდა, მაგრამ 25 000 ლარი დამატებით გადაიხადა სხვაობიდან გამომდინარე, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შევიდა ახალ კომპანიაში 51%-იანი წილით დამფუძნებლად, ანუ ერთი კომპანია ჩაანაცვლა ახალი კომპანიით, ------ის მიმართ კიდევ დარჩა ვალდებულება, იყიდა წილი და არა ქონება. კომპანიას ----ის მიმართ დავალიანება აქვს 2019 წლიდან, რომელსაც შეჰქონდა თანხები როგორც დამფუძნებელს, რომელი თანხებითაც მოხდა შენობის შეძენა, რესტავრაცია, მთელი რიგი სამუშაოების განხორციელება, კომპანიას სხვა ვინმეს დავალიანება არ ქონია, აქვს მხოლოდ ------ის მიმართ, მისთვის გაუგებარია რა მოგებაზეა საუბარი (კომპანია დაიბეგრა მოგების გადასახადით), თუ ვალდებულება აქვს ხო -----ის გასასტუმრებელია, მაშინ რა ზარალი მიიღო სახელმწიფომ, როცა ორივე კომპანიის წილი ------ია და სხვა ბენეფიციარი არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესწავლილი იქნა ყველა დოკუმენტი რაც იქნა წარდგენილი, დგინდება, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე იქნა გასხვისებული წილი, არსად არ ჩანს და არ დასტურდება დოკუმენტურად, რომ კომპანიას ვალი ქონდა ---ის მიმართ, წარდგენილი ფინანსურ ანგარიშგებაში კი წერია აღნიშნული, მაგრამ დოკუმენტი არ არსებობს იმის თაობაზე, რომ -----ის მიმართ კომპანიას აქვს ვალი, არ დასტურდება, რომ ვალდებულება იყო რეალური და გაიქვითა ხელშეკრულების საფუძველზე.

საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივარი განხილული იქნა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მომჩივნის პოზიციების მოსმენის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა.

საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის საფუძველზე, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.01.2024 წლის №1028 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 26.06.2023 წლის №14596 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა რა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ვალთან დაკავშირებით. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, წარდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ხსენებული ბრძანების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6).

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილება