ბრძანება N 32245
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 32245
21 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 9 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №129) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ --------) 2023 წლის 9 ნოემბრის №21273/2/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №007-286 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს სადავო საკითხების ხელახალ შესწავლას მათი მონაწილეობით, რათა მიეცეს საკუთარი პოზიციისა და მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №6982 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს
„-------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„ 1. შპს „--------------“ (ს/ნ--------------) 2019 წლის 28 იანვრის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში წარმოდგენილი პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს სადავო საკითხები და გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 22 მარტის №6982 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 6 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა ჯარიმის ნაწილში სულ 32 373 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 12 ოქტომბრის №007-286 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
„შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხები გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ცვლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას;
შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით დაკისრებული სანქციების შემსუბუქების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდა სანქციის შემცირება.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ 2019 წლის 22 მარტის №6982 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა საჩივარში მითითებული პოზიციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად განხორციელდა დაკისრებული სანქციის შემცირება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის მხრიდან არც საგადასახადო დავის ეტაპზეა წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულება/დოკუმენტაცია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს სადავო საკითხების ხელახალ შესწავლას მათი მონაწილეობით, რათა მიეცეს საკუთარი პოზიციისა და მოსაზრებების დაფიქსირების შესაძლებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა სადავო საკითხები გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები ვერ ცვლის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302;204(21);272;275;