ბრძანება N 5371
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5371
20.03.2023
შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------)
(მის: ქ. ---------------------------------)
2023 წლის 24 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------)№34092/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 26 იანვრის №21-10/5790 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2019 წლის -- ოქტომბერს დარეგისტრირდა C------- საბაჟო დეკლარაცია, რომელშიც შეყვანილი იყო შეცდომით შედგენილი №-------_GE ინვოისი. ინვოისში საქონლის ერთეულის ფასი 385.05 აშშ დოლარის ნაცვლად შეცდომით მიეთითა საქონლის მთლიანი 7701 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც ჯამურად შეცდომით აისახა 154 020 ნაცვლად 7701 აშშ დოლარისა.
საბაჟო დეპარტამენტმა უარი უთხრა დეკლარაციის კორექტირებაზე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი გადაწყვეტილების მისაღებად და გადამოწმების მიზნით აღნიშნული გაგზავნილ იქნა ექსპორტიორ ქვეყანაში.
მომჩივნის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მასში არ არის მითითებული, თუ რატომ არ არის საკმარისი წარდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიამ შესაბამისი დეკლარაციის შეცდომით შედგენიდან 4 დღეში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში წარადგინა განცხადება, მიუთითა მექანიკურ შეცდომაზე და მოითხოვა დეკლარაციის კორექტირება, რაც მისი მოსაზრებით ადასტურებს დაშვებულ საპატიებელ შეცდომას, რომელიც მიზნად არ ისახავდა შემოსავლების სამსახურისთვის რაიმე ინფორმაციის დამალვას ან/და გადასახადებისგან თავის არიდებას.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტის ბათილად ცნობას და გადახდილი 83 295 ლარიდან 77 735 ლარის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2019 წლის 29 ოქტომბრის №221898/21-10-20 განცხადებით, შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------) მოითხოვა მათ სახელზე გაფორმებული №------/C------ (25.--.2019 წ.) საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების შემცირება და მტკიცებულების სახით წარადგინა კორექტირებული ინვოისი, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამომგზავნი კომპანიის წერილი ინვოისში დაშვებული შეცდომის შესახებ და ექსპორტის მოწმობის პირველი გვერდი, რომელშიც საქონლის ღირებულება არ არის დაფიქსირებული.
წარმოდგენილი მტკიცებულებები საბაჟო დეპარტმენტის მხრიდან არ იქნა მიჩნეული საკმარისად საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განსახორციელებლად და №-------- -- -- (11.--.2020) სამსახურებრივი ბარათით ---------ში გაგზავნილი იქნა გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები მათი ნამდვილობის დადასტურებისა და სხვაობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მხარის ინფორმირების შესახებ. აღნიშნულ წერილზე პასუხი საბაჟო დეპარტამენტს დღემდე არ მიუღია.
გადამოწმების შესახებ შპს „---------ს“ ეცნობა 21-10/------ 12.--.2020 წერილით, რომელსაც ადრესატი გაეცნო 2020 წლის -- მარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის მე3 პუნქტის მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საქონლის გაშვების შემდგომ განახორციელოს 2019 წლის -- ოქტომბრის №----/C------- (25.--.2019) საბაჟო დეკლარაციების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. მე-3 ნაწილით მიხედვით, კი საქონლის გაშვების შემდეგ, საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, თუ დეკლარანტი ასრულებს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს საბაჟო ორგანოს ინიციატივით, შესაბამისი საქონლის გაშვებამდე, თუ დადგინდა ამ დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების „საბაჟო კონტროლის შესახებ“ (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების საფუძველია დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №8) გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში ან რეექსპორტის დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საქონლის რაოდენობის ან/და სახეობათა რაოდენობის ან/და სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის სისწორის ან/და საქონლის მიმართ დაწესებულ აკრძალვებთან ან/და შეზღუდვებთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის შემოწმება.
40-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად არასაკმარისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. სათანადო მტკიცებულებების მიწოდების შემდეგ ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2019 წლის 29 ოქტომბრის №221898/21-10-20 განცხადებით მოითხოვა მათ სახელზე გაფორმებული №-----/-- - ----- (25.-----.2019 წ.) საბაჟო დეკლარაციაში საბაჟო ღირებულების შემცირება. მტკიცებულების სახით წარდგენილი მტკიცებულებები საბაჟო დეპარტმენტის მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარისად და 2020 წლის -- მარტის №28041-21-10 წერილით -----------ში გაგზავნილი იქნა გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტები მათი ნამდვილობის დადასტურებისა და სხვაობის არსებობის შემთხვევაში საქართველოს მხარის ინფორმირების შესახებ. აღნიშნულ წერილზე პასუხი საბაჟო დეპარტამენტს დღემდე არ მიუღია და საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 26 იანვრის №21-10/5790 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა №-----/C------- (25.--.2019 წ.) საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელებაზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დაპარტამენტს უნდა დაევალოს დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში შესაბამისი ინფორმაცია საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და სხვაობის დადგენის მიზნით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2019 წლის 25 ოქტომბრის №-----/C------ (25.--.2019) საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დაპარტამენტს დამატებით გადაამოწმოს ექსპორტიორ ქვეყანაში შესაბამისი ინფორმაცია საქონლის გაფორმებისას წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და სხვაობის დადგენის მიზნით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2019 წლის -- ოქტომბრის №------/C- ------- (25.--.2019) საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.