ბრძანება N 2288
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2288
08.02.2023
ფ/პ "------" (პ/ნ "------")
(მის.: "------" )
2022 წლის 17 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ "------"- ის (პ/ნ "------" ) №77349/1/2022 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 24 ნოემბრის N21-11/107262 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2016 წლიდან ქონების გადასახადის საოჯახო ტიპის დეკლარაციების წარდგენა გააგრძელა მისმა ოჯახის წევრმა - მამამ. აქედან გამომდინარე, თვლის, რომ 2016-2018 წწ. დარიცხვები ქონების გადასახადში არამართლზომიერია. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის N27685 ბრძანების აღსრულების შედეგებს და ითხოვს დარიცხული თანხების მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ფ/პ "------"-ის (ს/ნ "------" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2014-2015 წლების ქონების გადასახადების დარიცხვები განხორციელდა გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2014-2015 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის საოჯახო ტიპის წლიური დეკლარაციების საფუძველზე, დეკლარაციების მიხედვით შემოსავლები შეადგენს 40 000-დან 100 000 ლარს, ხოლო ოჯახის წევრები არიან: "------" (პ.ნ "------"), "------" (პ.ნ "------"), "------" (პ.ნ "------"), "------" (პ.ნ "------"), "------"(პ.ნ "------") და "------" ( "------"), ქონების გადასახადი შეადგენს წლიურად 260 ლარს და სასოფლო მიწის გადასახადი - 2 ლარს, 2016-2021 წლების გადასახადები დარიცხულია პროგრამულად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე13 ნაწილის შესაბამისად, რადგან გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი გადაწყვეტილება დეკლარაციის არწარდგენის თაობაზე, 2014-2015 წლების ქონების გადასახადები დარიცხულია ქ. "------" რაიონში მდებარე 130000 ლარის ღირებულების ურავ ქონებაზე (ბინა) და "------" -ის მუნიციპალიტეტში მდებარე 0.13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთზე, ხოლო 2016-2018 წლების დარიცხვები დამატებით განხორციელებულია ქ. "------" -ში მდებარე 0.0436 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
2019-2021 წლების გადასახადები შემცირებულ იქნა 31.08.2022 წელს გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი დაზუსტებული ნულოვანი დეკლარაციების საფუძველზე. 2014 წლის დარიცხულ ქონების გადასახადზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნას გადამხდელი თავის ელექტრონულ გვერდზე გაეცნო 31.10.2014 წელს, 2015 წლის მოთხოვნას - 20.10.2015 წელს, ხოლო 2016- 2018 წლების მოთხოვნებს - 30.08.2022 წელს.
ფ/პ "------" (პ/ნ "------" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2016 წლის ქონების გადასახადის დარიცხვა 280 ლარს ოდენობით განხორციელდა გადამხდელის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2016 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ინდივიდუალური ტიპის წლიური დეკლარაციის საფუძველზე, რომლის მიხედვით მისი შემოსავალი შეადგენს 40 000-დან 100 000 ლარს, ქონების გადასახადით დაბეგრილია ქ. "------" რაიონში მდებარე 140000 ლარის ღირებულების საკუთარი სახლი, ხოლო 2017-2018 წლების ქონების გადასახადები 280 და 315 ლარის და სასოფლო მიწის გადასახადები წლიურად 2 ლარის ოდენობით დარიცხულია ასევე ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2017-2018 წლების ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური საოჯახო ტიპის დეკლარაციების საფუძველზე, რომელთა მიხედვით შემოსავლები შეადგენს 40 000-დან 100 000 ლარს შორის, ოჯახის წევრები არიან: "------" (პ.ნ "------" ), "------" (პ.ნ "------" ), "------" (პ.ნ "------" ), "------"(პ.ნ "------" ) და "------" (პ.ნ "------"), ქონების გადასახადებით დაბეგრილია ქ. "------" რაიონში მდებარე 140000 ლარის ღირებულების საკუთარი სახლი და "------"-ის მუნიციპალიტეტში მდებარე 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათიბი კატეგორიის მიწის ფართი, ხოლო 2018 წლის ქონების გადასახადით დამატებით დაბეგრილია 4 ერთეული მსუბუქი ავტომანქანის ღირებულება.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დაცული მონაცემებით, ფ.პ "------"-ის (ს/ნ "------" ) და ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------" ) დეკლარაციებში მითითებული ოჯახის წევრების შემოსავლები 2015-2017 წლებში წლიურად აღემატება 40000 ლარს, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით 2015-2018 წლებში "------"-ის (ს/ნ "------") სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ხოლო "------"-ის (პ/ნ "------") საკუთრებაშია "------" მდებარე 436 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (საკადასტრო კოდი "------" ) მასზე განთავსებული შენობებით 09.03.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და სხვა პირთან ერთად თანასაკუთრებაში არსებული "------"- ის რაიონის სოფელ "------"- ში მდებარე 0,13 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (საკადასტრო კოდი "------" ) 28.03.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
ფ.პ "------"-ს (პ/ნ "------" ) წარმოდგენილ განცხადებაზე გაეცა უარყოფითი პასუხი 21.09.2022 წლის №21- "------" წერილით, რადგანაც მის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელებული დარიცხვები წარმოადგენს გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგების განხორციელებას და მოცემულ შემთხვევაში ითვლება, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ წარდგენილია საგადასახადო მოთხოვნა, რაც განიხილება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებად.
ვინაიდან "------"-ის (პ/ნ "------" ) ოჯახს 2016-2018 წლებში გააჩნდა ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, რომელზეც საგადასახადო კოდექსით დადგენილი შეღავათი არ ვრცელდებოდა, მის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2016-2018 წლების ქონების გადასახადების კორექტირება ვერ განხორციელდა. გარდა აღნიშნულისა, ფ/პ "------"-ის (ს/ნ "------" ) და ფ/პ "------"-ის (ს/ნ "------") მიერ წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციები არ იძლევა ერთი და იგივე ქონების იდენტიფიცირების საშუალებას, კერძოდ ფ/პ "------"-ის (ს/ნ "------" ) მიერ წარდგენილ 2015 წლის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ქონების ტერიტორიულ ერთეულად მითითებულია "------" და ქონების ღირებულება 130000 ლარი, ხოლო ფ/პ "------"-ს (ს/ნ "------") ქონების გადასახადის დეკლარაციებში ტერიტორიულ ერთეულად მითითებულია "------" უბანი და ქონების ღირებულება 140000 ლარი. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა გადამხდელს მომსახურების დეპარტამენტის 24.11.2022 წლის N21- "------" წერილით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 20 იანვრის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 799.79 ლარი, საურავი 438.19 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ :
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა.
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების წესის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №20032 ბრძანების თანახმად:
2. ფიზიკური პირი, რომელსაც საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული აქვს ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) და შესაბამის საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში არ გააჩნია ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი (დასაბეგრი ქონება ან/და მიწა) ან უფლებამოსილი იყო/არის ესარგებლა შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით დადგენილი საგადასახადო შეღავათით, უფლებამოსილია, ამ საანგარიშო პერიოდის/პერიოდების მიხედვით დარიცხული ქონების გადასახადის (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) კორექტირების (შემცირების) მოთხოვნით განცხადებით მიმართოს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს.
3. ამ წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი განმცხადებლის მონაწილეობით უზრუნველყოფს საკითხის შესწავლას და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში: ა) განმცხადებელს აძლევს რეკომენდაციას წარადგინოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის/პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა; ბ) ახორციელებს პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადში საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხული (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) თანხის კორექტირებას (შემცირებას), თუ გასულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
4. საგადასახადო ორგანოს მიერ ფიზიკური პირისთვის დარიცხული ქონების გადასახადი (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) ამ წესის შესაბამისად ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას): ა) მიუხედავად იმისა, ქონების გადასახადის თანხაზე (გარდა საგადასახადო შემოწმებით დარიცხულისა) შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია/წარდგენილია თუ არა საგადასახადო მოთხოვნა და გადასახადის გადამხდელის მიერ ჩაბარებულია/გასაჩივრებულია თუ არა აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა; ბ) სახელმწიფო უწყებაში/რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების, მათ შორის, მიწის მიმართ დარიცხვის ნაწილში; გ) მიუხედავად იმისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ან/და 2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-14 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ წარდგენილია თუ არა დეკლარაციის წარუდგენლობის შესახებ განცხადება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2015-2018 წლებში "------" ის (პ/ნ "------") სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება, ხოლო "------"-ის (პ.ნ "------") საკუთრებაშია "------" -ში მდებარე 436 კვ/მ არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (საკადასტრო კოდი "------" ) მასზე განთავსებული შენობებით 09.03.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე და სხვა პირთან ერთად თანასაკუთრებაში არსებული "------" -ის რაიონის სოფელ "------"-ში მდებარე 0,13 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფათი (საკადასტრო კოდი "------" ) 28.03.2011 წლის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 ნოემბრის N27685 ბრძანება და ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") პირადი აღრიცხვის ბარათზე 2016-2018 წწ. დარიცხული ქონების გადასახადი უნდა გაუქმდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------" ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------" ) პირადი აღრიცხვის ბარათზე 2016-2018 წწ. დარიცხული ქონების გადასახადი გაუქმდეს;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.