გადაწყვეტილება №22111/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.05.2024
№ დოკუმენტი 22111/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22111/2/2024

24 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22111/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1390 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №006-263 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1343 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 357 918,85 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 162 250

ჯარიმა - 81 125

საურავი - 114 543,85

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 25.03.2021 წლამდე პერიოდში საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების სისწორე. შემოწმების აქტიდან ირკვევა რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

მომჩივანს უფიქსირდება არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირებისაგან "-------" LLC-ისგან (ლატვია) და "------" LTD-ისგან (კვიპროსი) მიღებული საკრედიტო ხაზები:

- 23.03.2014 წელს "-------" LLC-ისგან (ლატვია) აღებული 1 000 000 ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი, დაფარვის ვადა - 23.03.2024 წელი, საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 25%-ს. 28.08.2014 წლის ცვლილების საფუძველზე, სესხის მოცულობა გაიზარდა 1 500 000 ევრომდე, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა 20%-მდე. საკრედიტო ხაზის ფარგლებში გაცემული სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 250 000 ევრო. სესხზე დარიცხული პროცენტი 17.01.2018 წლისთვის შეადგენს 130 933 ევროს. სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიფარა 18.01.2018 წელს. 31.12.2016 წლის შეთანხმებით პროცენტისა და სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის უფლება გადაეცა -"--------" LTD-ს (კვიპროსი).

15.03.2016 წელს "-------" LTD-ისგან (კვიპროსი) აღებული 100 000 დოლარის ოდენობის სესხი, დაფარვის ვადა - 15.03.2021 წელი, საპროცენტო განაკვეთი - 20%. სესხზე დარიცხული პროცენტი 29.01.2018 წლის მდგომარეობით, შეადგენს 36 639 დოლარს. სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაიფარა 30.01.2018 წელს.

23.02.2016 წელს "--------" LTD-ისგან (კვიპროსი) აღებული 1 500 000 ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზი 1.01.2018 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 20%-ს.

21.12.2018 წელს "--------" LTD-ისგან (კვიპროსი) მიღებული 1 309 286 ევროს ოდენობის სუბორდინირებული სესხი. საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14%-ს ხოლო დაფარვის ვადაა 21.12.2028 წელი.

საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად. საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციის დადგენილი პირობები არ შეესაბამება საბაზრო პრინციპს, ნებისმიერი ოდენობის მოგება, რომელიც ოპერაციის დადგენილი პირობების საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შემთხვევაში წარმოეშობოდა რომელიმე საწარმოს, მაგრამ საბაზრო პრინციპთან შეუსაბამობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს დასაბეგრ მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მე-11 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 131-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სესხის პროცენტის სახით გადახდილ თანხასა და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებულ თანხას შორის სხვაობა დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან. ასევე, სხვაობის თანხით შემცირდა შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მოგების გადასახადის დეკლარაციაში გამოსაქვითი საპროცენტო ხარჯი.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2022 წლის №006-256 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1390 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის, შეისწავლოს წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1390 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა „Moody’s Analytics“-ის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა („Libor“-ზე). დასკვნის თანახმად, მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა (EDF) გათანაბრებულია საკრედიტო ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთთან (YTM) და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩათვლილია, რომ კომპანიის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი (14%) შეესაბამება საბაზრო პრინციპებს. შემოწმება არ დაეთანხმა იმ დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რომ დეფოლტის რისკის ალბათობა შესაძლოა გაიგივებულ იქნას სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რის შესახებაც ეცნობა გადამხდელის წარმომადგენელს (აუდიტორული კომპანია „-------“). საკითხის გასარკვევად შედგა შეხვედრა კომპანია აუდიტორულ კომპანიასა და „Moody’s Analytics“-ის წარმომადგენლებსა და შემმოწმებლებს შორის. შეხვედრაზე „Moody’s Analytics“-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მედიანური მნიშვნელობის განსაზღვრა შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის („Libor“-ზე) სხვაობის მედიანური მაჩვენებლის გამოყენებით, კერძოდ აღნიშნული მონაცემით იზრდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის „Libor“-ზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 15.03.2023 წელს აუდიტორულ კომპანიის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარადგინა კორექტირებული დანართი, რომელშიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა „Libor“-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ფუნტი სტერლინგის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1,16% და „Moody’s Analytics“-ის დასკვნაში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი („Libor“-ზე) 7,243%, კერძოდ „Libor“-ში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 1,16% გაიზარდა 7,243%- ით და შეადგინა 8,4% (1,16%+7,243%), შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%, თუმცა შემდგომ ანალიზში აღნიშნულია, რომ „Moody’s Analytics“-ის დასკვნა იძლევა მხოლოდ მედიანურ მაჩვენებელს და არა საბაზრო დიაპაზონს, აქედან გამომდინარე აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთად შესაძლოა ჩათვლილ იქნას კომპანიის მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა - 17,92%, რაც შემოწმების აზრით, არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კონტროლირებული სესხი აღებულია ევროში და „Moody’s Analytics“-ის კვლევა ჩატარებულია ამავე ვალუტის გათვალისწინებით, ხოლო სუდიტორული კომპანიის მიერ 15.03.2023 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ დასკვნაში საპროცენტო განაკვეთის გასაანგარიშებლად გამოყენებულია ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მონაცემები. „Libor“-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ევროში დაფიქსირებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს -0,461%-ს. „Moody’s Analytics“-ის დასკვნის პრინციპზე დაყრდნობით, მედიანური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6,78%-ს (-0,461%+7,243%, შემოწმებით განსაზღვრულია 7,4%). შემოწმების მიერ ასევე გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კვლევის კრიტერიუმები, რომლის გამოყენებითაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოძიებულ იქნა შესადარისი ფინანსური ინსტრუმენტები, მიღებული შედეგი არ იწვევს შემოწმებით დარიცხული თანხების ცვლილებას (შემცირებას). გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „-------“-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია 23.05.2016 წელი. პროსპექტუსის მიხედვით ობლიგაციას, ჯგუფის გარანტიის გათვალისწინებით უფიქსირდება „Moody’s“ B3 და „S&P“-ის B+ საკრედიტო რეიტინგი, ამავე პერიოდში გადასახადის გადამხდელის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგი (რომელიც არ ითვალისწინებს ჯგუფის გარანტიას) არის „Moody’s“ Ba1 „S&P“-ის BB+, ხოლო საქართველოს სუვერენული რისკის გათვალისწინებით - „Moody’s“ Ba3- და „S&P“-ის B-. 2016 წლის ბოლოსთვის „------“-ის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება 22 015 355 ევროს ოდენობის დაგროვილი ზარალი, ხოლო ამავე პერიოდისთვის გადამხდელს აქვს 2 623 157 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება. გადამხდელის წარმომადგენელს სურს, რომ კონტროლირებული ოპერაციის შესადარისად განხილულ იქნას მხოლოდ „-------“-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის განაკვეთი (11,25%). გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისგან, ამასთან მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ აღნიშნული არგუმენტი არ გაითვალისწინა. შედეგად, 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №006-263 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.10.2023 წლის №20389/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16944 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 26.10.2023 წლის №20389/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.01.2024 წლის №1343 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1343 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე

გადასახადის გადამხდელის განმარტებით, კვლევა, რომელიც ჩატარდა საგადასახადო ორგანოს მიერ, დეტალებში შეიცავს პრობლემებს, კერძოდ: სესხები მოიძებნა აშშ დოლარში და ვერ მოიძებნა ევროში გაცემული სესხები, ასევე, აცდენა იყო პერიოდებში, მოძიებულია 2016 წელს გაცემული სესხები და კომპანიის ერთ-ერთი სესხი 2018 წელშია გაცემული. ასევე, პრობლემურია დარგის კლასიფიკაცია და მოძიებული კომპანიების შესადარისობა, მაგალითად, შერჩეულია სამშენებლო კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩინეთში, მოძიებულია კომპანიები, რომლების საქმიანობის პროფილი არ არის შესაბამისობაში შპს „------- -ს “ საქმიანობის პროფილთან. შედეგად, ვერ მოიძებნა მსგავსი ტიპის კომპანიები, რომლებიც არიან მაღალრისკიან ბაზარზე და გააჩნიათ მაღალრისკიანი პორტფელი, რეიტინგის მიუხედავად არ შეიძლება ბანკის და ამ კომპანიების შედარება მათი დაფინანსების წყაროს მოზიდვასთან დაკავშირებით. კომპანია თავისი რისკის და პროფილის გათვალისწინებით ვერ მოიზიდავს ფულად სახსრებს ისე, როგორც საბანკო ინსტიტუტი ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. კომპანიის წარმომადგენლების მიერ ჩატარდა კვლევა, თუმცა ვერ მოიძებნა მსგავსი ტრანზაქციები და ამიტომ ეს კვლევა შეუსაბამოა. დამატებით, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის მიხედვით („--------“), მინიმუმ 11,25%- ზე ნაკლები არ უნდა იყოს სესხის პროცენტი. ძირითადი კომპონენტები შესადარისია, სხვაობა არის სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. დამატებით კვლევით და კორექტირებით ეს სხვაობაც აღმოფხვრილია და არის სრულიად შესადარისი. ამ შემთხვევაში, ჰოლდინგური კომპანია ჯამში ერთობლივად იღებს დაფინასებებს და შემდეგ აფინანსებს ჯგუფის წევრებს, მათ შორის, საქართველოში მოქმედ კომპანიას. ჰოლდინგური კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჰოლდინგური კომპანიის ფინანსების დაახლოებით 80% არის დაფინანსებული არაურთიერთდამოკიდებული პირების მიერ, ეს დაფინანსება გადაეცემა ჯგუფის წევრებს. კვიპროსულ კომპანიას სესხის დანახარჯი აქვს 11%-ზე მეტი. შესაბამისად, „-------“-ის სესხის მონაცემების და მომჩივანის სესხის დანახარჯის პროცენტის ერთობლიობა განაპირობებს, რომ მინიმუმ ეს მაჩვენებელი უნდა იქნას გამოყენებული. ჰოლდინგური კომპანიისგან ქართული კომპანიის სესხის დანახარჯის პროცენტი 2016 წლიდან იყო კლებადი, რაც დაკავშირებული იყო ჰოლდინგური კომპანიის მიერ მოზიდული სესხის დანახარჯის კლებით, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ ჯგუფის კომპანიების დაფინანსება დაკავშირებულია ჰოლდინგური კომპანიის დაფინანსებაზე და ქართულ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება დამოუკიდებლად გასულიყო საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, 14% წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, თუმცა მინიმუმ 11,25% უნდა იყოს გათვალისწინებული. პროცენტის შემცირებით გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო ორგანომ დაბეგრა გადახდის წყაროსთან და მასზე არ გაავრცელა საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია შემოსავლების კვიპროსის რესპუბლიკაში დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, წარედგინა სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის შესწავლა საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარდგენილი სატრანსფერო ფასწარმოქმნის ალტერნატიული დასკვნის გათვალისწინებით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელმა წარადგინა „Moody’s Analytics“-ის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა („Libor“-ზე). ამასთან, გადამხდელის წარმომადგენელი აუდიტორული კომპანიის მიერ ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარდგენილ იქნა კორექტირებული დანართი. გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარადგინა ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „-------“-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია - 23.05.2016წ. იქიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება გადამხდელის მონაცემებისგან, ამასთან, მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ არ გაითვალისწინა გადამხდელის არგუმენტები და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.

სესხის უზრუნველყოფილად განხილვასთან და სესხის პროცენტის საქართველოში დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული სადავო საკითხები შემოსავლების სამსახურის 31.01.2023 წლის №1390 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, აღნიშნული ბრძანება არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტში გადმოცემული ინფორმაციით, კომპანიის მიერ დამფუძნებლისგან საქმიანობის პერიოდში აღებულია რამდენიმე სესხი, რომელთა პროცენტის გადახდა ხორციელდება მიმდინარე პერიოდში. სესხის ძირითადი თანხა რომელიც გაცემულია ქართულ კომპანიაზე 2014-2018 წლებში მერყეობს 1-1,5 მლნ ევროს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 14-20%-ის ფარგლებში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა კომპანიის და ტრანზაქციის ფუნქციური ანალიზი და ამის საფუძველზე საინფორმაციო - ანალიტიკურ ბაზა Bloomberg-ის მეშვეობით განხორციელდა შესადარებელი ტრანზაქციების ძიება. სატრანსფერო ფასწარმოქმნის მეთოდად განისაზღვრა შედარებადი დამოუკიდებელი ფასის (CUP) მეთოდი.

რისკების შეფასება და ჩატარებული სატრანსფერო კვლევა არამართლზომიერია და არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. ამასთან, ზოგადად, აქტში არ არის გადმოცემული ინფორმაცია რა მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრა კომპანიის საკრედიტო რეიტინგი, მითითებული კრიტერიუმების მიხედვით მოძიებული კომპანიების მონაცემები რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ინტერკვარტილური შუალედი, რომელი მონაცემების საფუძველზე მოახდინა დოლარის სესხების ევროში კონვერტირება და შესაბამისად შეუძლებელია იმის შემოწმება განხორციელდა თუ არა გონივრული კორექტირება, კერძოდ გათვალისწინებულია თუ არა ვადიანობა, გაცემის პერიოდი და ა.შ.

ასევე არ არის გადმოცემული განიხილა თუ არა შემოსავლების სამსახურმა შესაძლებელია თუ არა გონივრული კორექტირების განხორციელება მისოს მიერ მოძიებული ფულადი სახსრების საპროცენტო განაკვეთსა და ბანკების მიერ მოძიებულ განაკვეთებს შორის, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არის მათი საქმიანობის და რისკის პროფილიდან გამომდინარე.

შემოსავლების სამსახურის მიერ საძიებო კრიტერიუმებად განისაზღვრა შემდეგი:

- კვლევისთვის შერჩეული იქნა არასახელმწიფო ობლიგაციები;

- გამოშვების თარიღი: 23/02/2016 წელი ან ადრე პერიოდი;

- ვადიანობა: 01/01/2020 წელი ან შემდგომი პერიოდი;

- განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული;

- ვალუტა: აშშ დოლარი;

- უზრუნველყოფის ტიპი: უზრუნველყოფილი;

- დარგის კლასიფიკაცია: ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები);

- საკრედიტო რეიტინგი:

Fitch რეიტინგი - BB+ - B, ან

Moody'S რეიტინგი - Ba1 – B2, ან

S&P რეიტინგი - BB+ - B.

კრიტერიუმების განსაზღვრისას გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი მიუღებელია და აღნიშნულის გათვალისწინებით ვერანაირად ვერ მოხდება საიმედო შესადარისების მოძიება.

კერძოდ, არც სამართლებრივი და არც ეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია იმ ფაქტს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სესხი განხილულია უზრუნველყოფილად. მხოლოდ ის ფაქტი, რომ OECD სახელმძღვანელოს მიხედვით შესაძლებელია შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის გამოყენება ან ის საკითხი, რომ დამფუძნებელი ფლობს კომპანიის 100% წილს არ იძლევა სესხის უზრუნველყოფილად განხილვის საფუძველს.

უზრუნველყოფის ნაწილში მნიშვნელოვანია კარგად იქნას აღქმული მისი შინაარსი. როდესაც სესხის სანაცვლოდ უზრუნველყოფილია აქტივები, კომპანიის მიერ სესხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია სრულად უზრუნველყოს აქტივების დასაკუთრება და არ დაელოდოს კომპანიის შემდგომ მოქმედებებს, რაც მსესხებლის მხრიდან სტაბილურობის გარანტია და შესაბამისად ასეთ სესხებზე ბევრად დაბალია საპროცენტო განაკვეთი. კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესშიც კი, იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება გადახდისუნარიანობის საქმის წარმოებას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესს, რიგითობაში დამფუძნებლის მიმართ ვალდებულებები არის ბოლო და შესაბამისად რაიმე ტიპის უზრუნველყოფის არსებობაზე საუბარი აქ ზედმეტია. (მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე, 5.04.2018). ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია თუ რატომ არ გაითვალისწინა პირის მიერ დამოუკიდებელ პირებისგან აღებული სესხების პირობები. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ტრანზაქციები მოკლევადიანია, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შეისწავლა თუ არა აუდიტორმა აღნიშნული საკითხი დეტალურად, კერძოდ იმ თვალსაზრისით, ხომ არ იყო შესაძლებელი ტრანზაქციებში გონივრული შესწორების შეტანა და შიდა შედარებადი ოპერაციების გამოყენება შეფასებისთვის. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საძიებო კრიტერიუმებმა ვერ აჩვენა საიმედო შესადარებელი მონაცემები მათ შორის, სესხების მაგივრად მოიძებნა ბონდები, ასევე ვერ მოიძებნა შესაბამის ვალუტაში არსებული სესხები და ა.შ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ინვესტორის მხრიდან შვილობილი კომპანიისთვის დამატებით სესხის მიცემა პირიქით ზრდის მის რისკებს ინვესტირებასთან დაკავშირებით და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც უზრუნველყოფილი და საიმედო ინვესტიცია. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის მსჯელობა დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია.

ამასთან, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სესხის გაცემის და დაფარვის ვადის შერჩევასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღინიშნა სახეზე გვაქვს სამ სესხზე გადახდილი პროცენტი, რომელიც გაცემულია 2014, 2016 და 2018 წლებში. ამასთან პირველი ორი სესხი დაფარულია 2018 წელს. ხოლო 2018 წლის სესხი ათწლიანი ვადით არის გაცემული.

შემოწმებით გათვალისწინებულია 2016 - მდე გაცემული და 2020 წელს ან შემდგომ დაფარული სესხები. სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული კვლევა წარმოადგენს ინტერპრეტაციების საგანს, რადგან ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება საიმედო შესადარებლების მოძიება. ამიტომ შეფასების დროს მაქსიმალურად უნდა მოხდეს ისეთი შესადარებლების მოძიება რომელიც ახლოს იქნება განხორციელებულ ტრანზაქციასთან ან/და შესაძლებელი იქნება საიმედო კორექტირების გაკეთება. აქტში მითითებულია რომ არ მოიძებნა ევროში გაცემული სესხები, ბონდები, ობლიგაციები და ა.შ. ამასთან არ არის გადმოცემული ინფორმაცია სესხის გაცემის და დაფარვის ვადიანობის ცვლილებით მოახდინა თუ არა აუდიტორმა შესადარებლების მოძიება შესაბამის ვალუტაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ შერჩევის საძიებო კრიტერიუმი შეიძლება გაფართოვდეს ვადების ცვლილებით და მივიღოთ უფრო ზუსტი და სანდო მონაცემები. ამასთან არ არის განსაზღვრული სესხის გაცემის ქვედა ზღვარი (წელი), იქიდან გამომდინარე, აქტს არ ახლავს დეტალური მონაცემები საძიებო შედეგის შესახებ, არ შეგვიძლია შევაფასოთ რამდენად სწორი პერიოდისთვის არის შერჩეული შედარებადი სესხები. იგივე შეიძლება ითქვას ვადიანობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრას. აქტში სრულად არ არის გადმოცემული ინფორმაცია კონკრეტულად რა ფინანსური მონაცემების მიხედვით განისაზღვრა კომპანიის რეიტინგი. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული საქმიანობის სფერო და რისკის პროფილი. მხოლოდ მშრალი ფინანსური მონაცემების არსებობა ვერ იქნება განმსაზღვრელი კომპანიის საკრედიტო რეიტინგისთვის. რეპორტი შესაფერისად ვერ ასახავს ქვეყნის, ვალუტის და საკრედიტო რისკებს დანახულს ისე როგორც ამას აკეთებს შესაბამისი ინვესტორი.

უკვე აღინიშნა რომ, კომპანია ოპერირებს სწრაფი მიკრო სესხების (ონლაინ სესხების) ბაზარზე, მისი საქმიანობა მკვეთრად განსხვავდება კომერციული ბანკების და სტანდარტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობებისგან. მათი საკრედიტო პორტფელი მაღალრისკიანია და შესაბამისად მაღალია საპროცენტო განაკვეთი როგორც მოზიდულ ასევე გაცემულ ფულად სახსრებზე. აქტის მიხედვით, გადმოცემული ძებნის კრიტერიუმებში მითითებულია და გათვალისწინებულია დარგის კლასიფიკაცია, კერძოდ - ბანკები.

შესაბამისად შეუსაბამოა ბანკების მიერ მოზიდული ფულად სახსრებზე განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის შედარება მისოს საქმიანობაზე. კომპანიის მაღალრისკიანი პროფილი ასევე შესაძლოა გავლენას ახდენდეს მისი საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრაზე.

მომჩივანი შემოწმების პერიოდში საქართველოში საქმიანობას ეწეოდა როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. იგი წარმოადგენს საერთაშორისო ჰოლდინგის "------" LTD -ის ჯგუფის წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს და სთავაზობს ფინანსურ მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნებში ჩეხეთი, პოლონეთი, ესპანეთი, დანია და სხვ.

მათ შორის იყო ასევე საქართველოც. თუმცა, კომპანიას ამ დროისთვის არ გააჩნია ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი (მისო) და შეჩერებული აქვს აქტიური ეკონომიკური საქმიანობა.

კომპანია გასცემდა სამომხმარებლო, არაუზრუნველყოფილ, მოკლევადიან, მიკრო სესხებს, კერძოდ, გაიცემოდა 500 ლარამდე ე.წ. ონლაინ სესხები მინიმალური გადახდის პერიოდით 30 დღე. აღნიშნული წარმოადგენს მაღალრისკიან პროდუქტს სესხების ბაზარზე და შესაბამისად გამოირჩევა მაღალი საპროცენტო განაკვეთით და ძირითად კლიენტებს წარმოადგენდნენ ფიზიკური პირები. კომპანიის პროფილიდან გამომდინარე (მაღალრისკიანი პორტფელი, სამთავრობო რეგულაციები და სხვა), მიუხედავად მაღალი სარგებლის არსებობისა, ფულად სახსრებზე წვდომა წარმოადგენს პრობლემას. შესაბამისად, ჯგუფის პოლიტიკით მოძიებულ იქნა სხვადასხვა გზები ფულადი სახსრების მოძიების. კვიპროსის კომპანია, რომელიც წარმოადგენს ჯგუფის სათავო ოფისს, არის ძირითადად პასუხისმგებელი რომ მოიზიდოს ფულადი სახსრები და შემდგომ ახდენს მათ გადაცემას შვილობილ კომპანიებზე. მაგ. 2019 წლის პერიოდში არაურთიერთდამოკიდებული პირებიდან მოზიდულმა ფულადმა სახსრებმა შეადგინა მთლიანი მოზიდული თანხის დაახლოებით 77%. დანარჩენი თანხები მოზიდულია მფლობელების (shareholders) და სხვადასხვა ჯგუფის წევრების მიერ.

შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ ჯგუფის საქმიანობის დაფინანსება უმეტესად ხორციელდება არაურთიერთდამოკიდებული პირებისგან.

შემოწმების აქტის მიხედვით არ არის შესწავლილი სესხის ტრანზაქციის სრული ჯაჭვი, კერძოდ დამფუძნებელი კვიპროსის რეზიდენტი, რომელსაც გააჩნია შვილობილები სხვადასხვა ქვეყნებში, ფინანსდება სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან. შემდგომ ახდენს შვილობილების დაკრედიტებას. შესაბამისად, თუ მთლიანობაში განვიხილავთ ოპერაციას, ადგილი აქვს ჯგუფის ჭრილში დამოუკიდებელი ტრანზაქციის არსებობას.

ამასთან, იმის მტკიცებას რომ კომპანიის მიერ ზედმეტად არის თანხები გატანილი საქართველოდან დაბეგვრის გარეშე დამატებით აქარწყლებს ის ფაქტი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დამფუძნებლის მიერ განხორციელებულია კაპიტალში შენატანები (capital injection) რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კომპანიის მოტივაცია არ ყოფილა რაიმე სახით ხელოვნურად მომხდარიყო საქართველოსთვის ზედმეტი საპროცენტო ტვირთის დაკისრება. შესაბამისად მოგების გადასახადის მიზნებისთვის არ უნდა მოხდეს რაიმე დამატებით ხარჯების შემცირება. ეს ეხება ასევე გადახდის წყაროსთან დაკავებულ გადასახადსაც.

ამასთან, გადახდის წყაროსთან დაკავების ნაწილში, კვიპროსთან გაფორმებული ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი ნაწილი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინებით.

აქედან გამომდინარე, თუნდაც იმ ფაქტის დაშვებით, რომ საპროცენტო ხარჯი არ წარმოადგენს საბაზრო პრინციპის შესაბამისს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის შესწავლილი საერთაშორისო ხელშეკრულების სხვა დებულებებთან შემოსავლის მიღების და კვალიფიკაციის საკითხი. კერძოდ, შესაძლოა აღნიშნული შემოსავალი მიეკუთვნოს მაგალითად დივიდენდს (მოგების განაწილებას) მუხლი 10, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს (მუხლი 7), ასევე სხვა შემოსავალს (მუხლი 21). ორივე მოცემულ შემთხვევაში შემოსავალი დაბეგვრას დაექვემდებარებოდა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და არა საქართველოში.

ზემოაღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევა არ შეესაბამება რეალურ მაჩვენებლებს და ონლაინ სესხების კომპანიის მიერ ვერ მოხდებოდა იგივე ფასად სესხების მოზიდვა რაც მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში. აღნიშნული დადასტურებულია, მათ შორის იმით, რომ ჯგუფის მიერ გამოშვებულია ბონდები უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით ვიდრე ეს წარმოდგენილია კვლევის შედეგით. დამატებით, ჩვენი პოზიციების გასამყარებლად, მოვიძიეთ საჯარო ინფორმაცია იმ საერთაშორისო ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების შესახებ, რომლებიც ოპერირებდნენ ქართულ ბაზარზე. 4 ფინანსი ჯგუფს, საქართველოში მოქმედებდა როგორც "------", 2016 წლის პერიოდში გამოშვებული აქვს ბონდი 11,25%-იანი სარგებლის განაკვეთით. ბონდი გამოშვებულია და ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული ბონდი სრულად შესადარისი არის ქართული კომპანიის მიერ აღებულ სესხთან მიმართებაში. ორივე ტრანზაქციის შეჯამება და ძირითადი დეტალები შეჯამებულია ქვემოთ ცხრილში. ერთადერთი სხვაობა არის ის რომ შემოსავლების სამსახურმა სესხი განიხილა უზრუნველყოფილად, ხოლო 4 ფინანსის მიერ გამოშვებული ბონდი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა, მისი სტატუსი არის „Senior Unsecured“, რაც გულისხმობს დაფარვის დროს უპირატესობას. ამასთან, დამატებით ჩავატარეთ კვლევა არის თუ არა არსებითი სხვაობა Senior Secured და Senior Unsecured ბონდების სარგებელს შორის. ორივე რეალურად დაფარვის მაღალი ალბათობით ხასიათდება. ჩატარებული კვლევით (Capital IQ ბაზის გამოყენებით) გამოვლინდა, რომ ორივე შემთხვევაში (როგორც უზრუნველყოფილი, ასევე Senior Unsecured ბონდების შემთხვევაში, ერთნაირი საპროცენტო განაკვეთია დაწესებული. კვლევის შედეგები წარედგინა აუდიტის დეპარტამენტს. აქედან გამომდინარე, აღნიშნული არ მოითხოვდა რაიმე ტიპის შესწორებას. შესაბამისად სესხის შესადარებლად წარმოვადგინეთ აბსოლუტურად იდენტური შესადარისი დამოუკიდებელი ტრანზაქცია, რომელიც ადასტურებს კვლევის მონაცემის შეუსაბამობას რეალობასთან მიმართებაში.

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717047805712 {margin-left: 60.5pt; margin: 0 auto !important; }Content

Loan

4 Finance

 

Loan amount

10,000,000

50,000,000

 

Currency

EUR

EUR

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717047815112 {margin-left: 60.5pt; margin: 0 auto !important; }Year

2016

2016

 

Rating

Ba1-B2

B3 (Moody's)

 

Risk profile

Online Loans

Online Loans

 

Collateral

Secured

Unsecured

 

Subordination

non-subordinated

Senior

 

Rate(fixed/Floating)

Fixed

Fixed

 

PaymentSchedule

Per annum

per annum

 

Rate

14%-20%

11,25%

 

Maturity

2021

2021

 

მცირე სხვაობაა წარმოდგენილი რეიტინგში (განსხვავება არ არის არსებითი და არ შეიძლება გავლენა

მოახდინოს საბოლოო შედეგზე). აუდიტორის მიერ ბლუმბერგის საკრედიტო რეიტინგის დადგენის მოდულით მიღებულია Ba1-B2 რეიტინგი. ხოლო ბონდი შეფასებულია Moody’s საკრედიტო რეიტინგის კვლევის შედეგებით და მინიჭებული აქვს B3. ზემოთ არგუმენტაციაში ასევე წარმოდგენილი გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად შეიძლება აცდენილი იყოს ბლუმბერგის მიერ გაკეთებული საკრედიტო რეიტინგი რეალურად მონაცემთან მიმართებაში. ამავეს ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია.

ბონდის საკრედიტო შეფასება არის B3, თუმცა ქვემოთ ცხრილში წარმოდგენილია, როგორც ქართული კომპანიის ფინანსური მონაცემები სესხის აღებისას, ასევე 4 ფინანსის ფინანსური შედეგები ბონდის გამოშვების პერიოდში. თუ ჩვენ, ამ მონაცემების გათვალისწინებით, ბლუმბერგის იგივე მოდულით მოვახდენთ ბონდის საკრედიტო რეიტინგის დადგენას, მივიღებთ ბევრად მაღალ რეიტინგს, ვიდრე ეს გვაქვს მოცემულ შემთხვევაში. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ უკეთეს კომპანიას, უკეთესი რეიტინგის მქონე ქვეყანაში და სხვა თანაბარი პირობებით ქრიმ ფინანსთან მიმართებაში გამოშვებული აქვს ბონდი 11,25%-იანი განაკვეთით და ისმის კითხვა მაშინ კომპანია როგორ შეძლებდა 8%-ში სესხის აღებას, როგორც ამას საგადასახადო ორგანო ამტკიცებს.

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717047835102 {margin-left: 36.95pt; margin: 0 auto !important; }Ba1

 

Ba2

 

Ba3

 

B1

 

B2

 

B3

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717047840831 {margin-left: 54.4pt; margin: 0 auto !important; }

2015

2016

 

GEL

EUR

GEL

EUR

 

Cream Finance

Vivus

Cream Finance

Vivus

 

Cash

1,814,625

56,900,000

1,629,935

86,200,000

 

Total assets

13,801,315

438,200,000

11,158,469

846,500

 

Equity

2,623,157

173,300,000

1,739,473

222,400,000

 

Current liability/otherliabilities

3,229,898

26,400,000

296,359

78,500,000

 

Interest income

10,329,107

318,300,000

13,055,477

287,300,000

 

Net profit/Loss

2,266,278

64,100,000

883,684

49,200,000

 

შენიშვნა: რატომღაც აუდიტის დეპარტამენტი ყველგან აღნიშნავს (დავების საბჭოში შეხვედრაზე),რომ 4 ფინანსის სათავო ოფისი (რომელიც ხარჯვითი პუნქტია თავისი შინაარსით) თურმე ზარალზეა და შესაბამისად ზარალიან კომპანიას ვერ შევადარებთ ქრიმ ფინანსის მონაცემებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბონდი გამოშვებულია ჯგუფის მიერ, შესაბამისად ინვესტორი საერთოდ არ უყურებს რა ფინანსური შედეგი აქვს სათავო ოფისს, ბონდის შესრულებაზე პასუხისმგებელია მთელი ჯგუფი. შესაბამისად ეს შენიშვნა ამ ნაწილში საერთოდ უადგილოა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ უნდა მოხდეს კვლევის შედეგების უგულებელყოფა, რადგან ის არ ასახავს რეალურ მონაცემებს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფის მიერ ძირითადი სახსრები მოძიებულია დამოუკიდებელი მხარეებისგან და საპროცენტო განაკვეთი (Cost of Fund) აღემატება 11%-ს მიუთითებს იმაზე, რომ შვილობილი კომპანია ვერ შეძლებდა უფრო იაფად სახსრების მოზიდვას. დამატებით წარმოდგენილია გარე შესადარებელი ბონდი, რომელიც აჩვენებს, რომ უფრო მაღალი რეიტინგის პირობებშიც კი ბონდი გამოშვებულია 11,25% იანი სარგებლით. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის მიერ მიღებული სესხი (14%) სრულ შესაბამისობაშია საბაზრო პრინციპთან და არ ექვემდებარება რაიმე კორექტირებას. ამასთან, თუნდაც იმ დაშვებით, რომ შესაძლოა მოხდეს გარკვეული კორექტირება, აღნიშნული გადახდები არ უნდა დაექვემდებაროს გადახდის წყაროსთან დაკავებას, რადგან ნებისმიერი შესაძლო კვალიფიკაციის შემთხვევაშიც კი შემოსავალი ექვემდებარება კვიპროსში დაბეგვრას.

ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ზემოაღნიშნული საკითხების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის ბრძანება №1343, 29.01.2024) დაუსაბუთებელია და არამართლზომიერად არის შედგენილი.

აუდიტის დეპარტამენტს უნდა გაეთვალისწინებინა ყველა არსებითი გარემოება და ისე მოეხდინა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს გადაწყვეტილება (31.01.2023, №1390) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ შემოსავლების სამსახურის პირველი გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16944 ბრძანება) გააუქმა და შემოსავლების სამსახურს დაავალა გადამხდელის გარემოებების გათვალისწინებით შეესწავლა საკითხი. შემოსავლების სამსახური კი აკეთებს იმას, რომ ახალ გადაწყვეტილებაში ასახავს იგივე არგუმენტაციას რაც იმ გადაწყვეტილებაში ჰქონდა მითითებული, რომლიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების საბჭოს გადაწყვეტილებით გაუქმდა, რაც სრულიად გაუგებარია და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ჩამოთვლილი საკითხები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სატრანსფერო ფასწარმოქმნაზე და შესაბამისად აღნიშნული თემები მოითხოვდა სიღრმისეულ კვლევას. იქიდან გამომდინარე, რომ შემოსავლების სამსახურმა საკითხზე ვერაფერი ახალი ვერ წარმოადგინა აჩენს იმის საფუძველს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ განიხილოს საკითხის სრულად დაკმაყოფილების საკითხი საქმის უკან დაბრუნების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის ქმედება არამართლზომიერია და ვითხოვთ გაუქმდეს დარიცხული გადასახადების გადახდის ვალდებულება სრულად (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 95-ე ნაწილის მიხედვით, 1.01.2023 წლამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორი პირი ურთიერთდამოკიდებულია, თუ ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის ნებისმიერი ოპერაცია კონტროლირებულია.

საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილების თანახმად:

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის, თუ საქართველოს საწარმო ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, რომელიც არ არის საქართველოს საწარმო, თითოეული ასეთი საწარმო განსაზღვრავს თავისი დასაბეგრი მოგების ოდენობას საბაზრო პრინციპის შესაბამისად.

2. საწარმოს, რომელიც ახორციელებს ერთ ან რამდენიმე ფინანსურ ან კომერციულ საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციას ურთიერთდამოკიდებულ საწარმოსთან, დასაბეგრი მოგების ოდენობა საბაზრო პრინციპის შესაბამისია, თუ ოპერაციის პირობები არ განსხვავდება დამოუკიდებელ საწარმოებს შორის შედარებად ვითარებაში განხორციელებული შედარებადი ოპერაციების დროს შესათანხმებელი პირობებისგან.

4. დამოუკიდებელი ოპერაცია შედარებადია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციასთან, თუ:

ა) მათ შორის არ არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც არსებით გავლენას მოახდენდა ფინანსურ მაჩვენებელზე, რომლის შემოწმებაც ხდება საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესაბამისი მეთოდით;

ბ) მათ შორის ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული განსხვავების არსებობის შემთხვევაში, შედარებისას აღნიშნული განსხვავების შედეგების გამორიცხვის მიზნით, განხორციელდა დამოუკიდებელი ოპერაციის ფინანსური მაჩვენებლის გონივრულად ზუსტი შესწორება

6. კრიტერიუმებს, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში შესამოწმებელი ოპერაციების ფასი ამ თავის მიზნებისათვის საბაზრო ფასად ჩაითვლება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საგადასახადო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი მოგების ოდენობის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასებისათვის მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებული ფასი უდარდება შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციით გადაცემულ საქონელსა და მომსახურებაზე დადებულ ფასს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაზრო დიაპაზონი არის შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლებისგან (მაგ. ფასები, მარჟები ან მოგების წილები) შემდგარი დიაპაზონი, რომელიც მიღებულია შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციების მიმართ ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ყველაზე მართებული ოპერაციების შეფასების მეთოდის გამოყენებით, რომელიც უნდა განისაზღვროს ყველა შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციისგან მიღებული შედეგის გათვალისწინებით, როცა ინფორმაცია კონტროლირებული ოპერაციის და შედარებადი დამოუკიდებელი ოპერაციის შესახებ საკმარისად სრულია და მოსალოდნელია, რომ ყველა არსებითი განსხვავება იდენტიფიცირებულია, თითოეულ ასეთ განსხვავებას აქვს განსაზღვრული და გონივრულად დადგენილი ეფექტი შესაბამის ფინანსურ მაჩვენებელზე და საჭიროების შემთხვევაში, განხორციელებულია შედარებადობის შესწორება თითოეული ასეთი განსხვავების ეფექტის აღმოსაფხვრელად.

ამავე ინსტრუქციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმის განსაზღვრისას შედარებადია თუ არა ორი ან რამდენიმე ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიზნებისათვის, გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდებული მომსახურების მახასიათებლები, ფინანსური ოპერაციების შემთხვევაში: ძირითადი თანხის მოცულობა, პერიოდი, გარანტიები, ვალუტა, მოვალის გადახდისუნარიანობა, უზრუნველყოფა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 18.12.2013 წლის №423 ბრძანებით დამტკიცებული „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად:

6. გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ოპერაციების შეფასების მიღებული მეთოდებისგან განსხვავებული მეთოდი გამოიყენოს, როცა შესაძლებელია ნაჩვენებ იქნას, რომ:

ა) ოპერაციის შეფასების არცერთი მიღებული მეთოდი არ შეიძლება მიზანშეწონილად იქნას გამოყენებული კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პირობების განსასაზღვრად; და

ბ) ასეთი სხვა მეთოდი იძლევა შედეგს, შესაბამისს იმ შედეგთან, რომელიც შედარებად გარემოებებში დამოუკიდებელი საწარმოს მიერ შედარებად დამოუკიდებელ ოპერაციაში იქნებოდა მიღწეული.

7. გადასახადის გადამხდელს, რომელიც ითხოვს „სხვა მეთოდის“ გამოყენებას, ეკისრება მტკიცების ტვირთი იმის საჩვენებლად, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნები სრულდება.

საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: პროცენტები – ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, კვლევა, რომელიც ჩატარდა საგადასახადო ორგანოს მიერ, დეტალებში შეიცავს პრობლემებს, რაც შემოსავლების სამსახურმა პირველი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა. მაგალითად, სესხები მოიძებნა აშშ დოლარში და ვერ მოიძებნა ევროში გაცემული სესხები, ასევე აცდენა იყო პერიოდებში, მოძიებულია 2016 წელს გაცემული სესხები და კომპანიის ერთ-ერთი სესხი 2018 წელშია გაცემული. ასევე, პრობლემურია დარგის კლასიფიკაცია და მოძიებული კომპანიების შესადარისობა, მაგალითად შერჩეულია კომპანია, რომელიც არის ჩინეთში სამშენებლო კომპანია, მოძიებულია კომპანიები, რომლების საქმიანობის პროფილი არ არის შესაბამისობაში მომჩივანის საქმიანობის პროფილთან, რომელიც განსხვავებულია მათ შორის ფინანსურ ბაზარზეც. შედეგად ვერ მოიძებნა მსგავსი ტიპის კომპანიები, რომლებიც არიან მაღალრისკიან ბაზარზე და გააჩნიათ მაღალრისკიანი პორტფელი, რეიტინგის მიუხედავად არ შეიძლება ბანკის და ამ კომპანიების შედარება მათი დაფინანსების წყაროს მოზიდვასთან დაკავშირებით. კომპანია თავისი რისკის და პროფილის გათვალისწინებით ვერ მოიზიდავს ფულად სახსრებს ისე როგორც საბანკო ინსტიტუტი ან სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზეა ორიენტირებული. კომპანიის წარმომადგენლების მიერაც ჩატარა კვლევა, თუმცა ვერ მოიძებნა მსგავსი ტრანზაქციები და ამიტომ ეს კვლევა შეუსაბამოა. დამატებით, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევის მიხედვით (4 ფინანსი), მინიმუმ 11,25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს სესხის პროცენტი. ძირითადი კომპონენტები შესადარისია, სხვაობა არის სესხის უზრუნველყოფის ნაწილში. დამატებით კვლევით და კორექტირებით ეს სხვაობაც აღმოფხვრილია და არის სრულიად შესადარისი. ამ შემთხვევაში ჰოლდინგური კომპანია ჯამში ერთობლივად იღებს დაფინასებებს და შემდეგ აფინანსებს ჯგუფის წევრებს, მათ შორის საქართველოში მოქმედ კომპანიას. ჰოლდინგური კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჰოლდინგური კომპანიის ფინანსების დაახლოებით 80% არის დაფინანსებული არაურთიერთდამოკიდებული პირების მიერ, ეს დაფინანსება გადაეცემა ჯგუფის წევრებს. კვიპროსულ კომპანიას სესხის დანახარჯი აქვს 11%-ზე მეტი. შესაბამისად, 4 ფინანსის სესხის მონაცემების და მომჩივანის სესხის დანახარჯის %-ის ერთობლიობა განაპირობებს, რომ მინიმუმ ეს მაჩვენებელი უნდა იქნას გამოყენებული. ჰოლდინგური კომპანიისგან ქართულის კომპანიის სესხის დანახარჯის პროცენტი 2016 წლიდან იყო კლებადი, რაც დაკავშირებული იყო ჰოლდინგური კომპანიის მიერ მოზიდული სესხის დანახარჯის კლებით, რაც ასევე ადასტურებს იმას, რომ ჯგუფის კომპანიების დაფინანსება დაკავშირებულია ჰოლდინგური კომპანიის დაფინანსებაზე და ქართულ კომპანიას არ ჰქონდა საშუალება დამოუკიდებლად გასულიყო საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, 14% წარმოადგენს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, თუმცა მინიმუმ 11,25% უნდა იყოს გათვალისწინებული. პროცენტის შემცირებით გამოვლენილი სხვაობა საგადასახადო ორგანომ დაბეგრა გადახდის წყაროსთან, მასზე არ გაავრცელა საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ამ შეთანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების კვიპროსის რესპუბლიკაში დაბეგვრა.

აუდიტის დეპარტამენტის 9.02.2024 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, 7.02.2023 წელს მომჩივნის წარმომადგენელმა წარმოადგინა ალტერნატიული სატრანსფერო ფასწარმოქმნის დასკვნა. დასკვნის შესაბამისად, გამოყენებულია გარე შედარებადი დამოუკიდებელი ფასის მეთოდი, კერძოდ გადამხდელმა წარმოადგინა Moody’s Analytics-ის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლითაც შეფასებულია კომპანიის შესაძლო დეფოლტის ალბათობა, საკრედიტო რისკი და საპროცენტო განაკვეთის სხვაობა (Libor-ზე):

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1717048115218 {margin-left: 51.2pt; margin: 0 auto !important; }

1 წლის

5 წლის

 

მოსალოდნელი დეფოლ. ალბათ.

17.92%

59.87%

 

საკრედიტო რეიტინგი

Caa-C.

Caa-C.

 

საპროცენტო განაკვ. სხვაობის მედიანურიმაჩვენებელი (Liborზე)

691.9835 საბაზისო ერთეული

724.3431 საბაზისო ერთეული

 

დასკვნის თანახმად, მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა (EDF) გათანაბრებულია საკრედიტო ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთთან (YTM) და აღნიშნულის გათვალისწინებით ჩათვლილია, რომ კომპანიის მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთი (14%) შეესაბამება საბაზრო პრინციპებს.

შემმოწმებლები არ დაეთანხმნენ იმ დაუსაბუთებელ მოსაზრებას, რომ დეფოლტის რისკის ალბათობა შესაძლოა გაიგივებულ იქნას სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთთან, რის შესახებაც ეცნობა გადასახადის გადამხდელის აუდიტორულ კომპანიის ("-------") წარმომადგენელს. საკითხის გასარკვევად შედგა შეხვედრა აუდიტორულ კომპანიასა და Moody’s Analytic-ის წარმომადგენლებსა და აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს შორის. შეხვედრაზე Moody’s Analytic-ის წარმომადგენლმა განმარტა, რომ სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის მედიანური მნიშვნელობის განსაზღვრა შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებელის (Libor-ზე) გამოყენებით, კერძოდ აღნიშნული მონაცემით იზრდება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის Libor-ში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 15.03.2023 წელს აუდიტორულ კომპანიის წარმომადგენელმა ელექტრონულის მეილის საშუალებით წარადგინა კორექტირებული დანართი, რომელშიც საბაზრო საპროცენტო განაკვეთის განსასაზღვრად გამოყენებულ იქნა Libor-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ბრიტანული ფუნტი სტერლინგის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1,160% და Moody’s Analytic-ის დასკვნაში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის სხვაობის მედიანური მაჩვენებელის (Libor-ზე) 7,243% კერძოდ, Libor-ში დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი 1,160% გაიზარდა 7,243%-ით და შეადგინა 8,4% (1,160%+7,243%=8,4%) (შემოწმებით განსაზღვრული მონაცემი არის 7,4%), თუმცა შემდგომ ანალიზში აღნიშნულია, რომ Moody’s Analytic-ის დასკვნა იძლევა მხოლოდ მედიანურ მაჩვენებელს და არა საბაზრო დიაპაზონს, აქედან გამომდინარე აუდიტორულმა კომპანიამ მიიჩნია, რომ საბაზრო საპროცენტო განაკვეთად შესაძლოა ჩათვლილ იქნას კომპანიის მოსალოდნელი დეფოლტის ალბათობა 17,92%, რაც არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

ასევე, კონტროლირებული სესხი აღებულია ევროში, ასევე Moody’s Analytic-ის კვლევაც ჩატარებულია ამავე ვალუტის გათვალისწინებით, ხოლო კომპანია აუდიტორულ კომპანიის მიერ 15.03.2023 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ დასკვნაში საპროცენტო განაკვეთის გასაანგარიშებლად გამოყენებულია ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მონაცემები. Libor-ის 2018 წლის დეკემბრის თვის ევროში დაფიქსირებული საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს -0,461%-ს. Moody’s Analytic-ის დასკვნის პრინციპზე დაყრდნობით, მედიანური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 6,78%-ს (- 0,461%+7,243%=6,782%). შემოწმების მიერ ასევე გათვალისწინებულ იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული კვლევის კრიტერიუმები, რომლის გამოყენებითაც მომჩივნის წარმომადგენელთან ერთად მოძიებული იქნა შესადარისი ფინანსური ინსტრუმენტები. მიღებული შედეგი არ იწვევს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების ცვლილებას (შემცირებას).

გადასახადის გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია ------- -ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის პროსპექტუსი, საიდანაც ჩანს, რომ კომპანიას გამოცემული აქვს არაუზრუნველყოფილი 50 000 000 ევროს ობლიგაცია, რომელიც ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე, კუპონის განაკვეთი შეადგენს 11,25%-ს, გამოცემის თარიღია 23.05.2016 წელი. პროსპექტუსის მიხედვით ობლიგაციას, ჯგუფის გარანტიის გათვალისწინებით უფიქსირდება Moody’s B3 და S&P-ს B+ საკრედიტო რეიტინგი, ამავე პერიოდში მომჩივნის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების შესაბამისად განსაზღვრული საკრედიტო რეიტინგი (რომელიც არ ითვალისწინებს ჯგუფის გარანტიას) არის Moody’s Ba1 და S&P-ს BB+, ხოლო საქართველოს სუვერენული რისკის გათვალისწინებით - Moody’s Ba3- და S&P-ს BB-. 2016 წლის ბოლოსთვის --------- -ის ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიას უფიქსირდება 22 015 355 ევროს ოდენობის დაგროვილი ზარალი, ხოლო ამავე პერიოდისთვის მომჩივანს აქვს 2 623 157 ლარის ოდენობის გაუნაწილებელი მოგება. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ კონტროლირებული ოპერაციის შესადარისად განხილული უნდა იქნას, მხოლოდ "------"-ის მიერ გამოშვებული ობლიგაციის განაკვეთი (11,25%). გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი კომპანიის საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური მაჩვენებლები განსხვავდება მომჩივნის მონაცემებისგან, ასევე გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ერთი მონაცემი არ იძლევა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საიმედოდ განსაზღვრის საშუალებას, შემოწმებამ აღნიშნული არგუმენტი არ გაითვალისწინა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო ორგანოს და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სატრანსფერო ფასწარმოქმნის კვლევა საჭიროებს შესწორებებს. ჰოლდინგური კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ჰოლდინგური კომპანიის ფინანსების დაახლოებით 80% არის დაფინანსებული არაურთიერთდამოკიდებული პირების მიერ, ეს დაფინანსება გადაეცემა ჯგუფის წევრებს. კვიპროსულ კომპანიას სესხის დანახარჯი აქვს 11%-ზე მეტი. დადგენილი გარემოება არ არის, რომ მომჩივანს ჰოლდინგური კომპანიისგან მიღებული აქვს მის მიერ ურთიერთდამოკიდებული პირისგან მიღებული ფულადი სახსრები. მომჩივანმა წარმოადგინა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევა, რომ 4 ფინანსი ჯგუფს 2016 წლის პერიოდში გამოშვებული აქვს ბონდი 11,25%-იანი სარგებლის განაკვეთით, რაც არ წარმოადგენს ბაზრის სრულ კვლევას, თუმცა შედეგებით მიახლოებულია ჰოლდინგური კომპანიის მიერ არაურთიერთდამოკიდებული პირებისგან (რომლებზეც დადგენილი არ არის, რომ ურთიერთდამოკიდებული პირია) მოზიდული თანხების დანახარჯების მაჩვენებელთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით და გაკეთებული შეფასების შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების მეტი სიზუსტით განსაზღვრის მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია კვლევის შედეგების შესწორება განხორციელდეს 4 ფინანსი ჯგუფის 2016 წლის პერიოდში გამოშვებული ბონდის 11,25%-იანი სარგებლის განაკვეთით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1343 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის ,რომ შემოსავლების სამსახურის ქმედება არამართლზომიერია და ითხოვს გაუქმდეს დარიცხული გადასახადები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 8.06.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 15.06.2023 წლის №006-263 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16944 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 26.10.2023 წლის №20389/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №16944 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 26.10.2023 წლის №20389/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 29.01.2024 წლის №1343 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1343 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია კვლევის შედეგების შესწორება განხორციელდეს 4 ფინანსი ჯგუფის 2016 წლის პერიოდში გამოშვებული ბონდის 11,25%-იანი სარგებლის განაკვეთით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

126,127,128,131,154,309(95).