გადაწყვეტილება №20167/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.10.2023
№ დოკუმენტი 20167/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20167/2/2023

26 .10. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“ს 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20167/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №025-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13346 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 192 695 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 105 637

დღგ - 75 838

მოგების გადასახადი - 1 908

საშემოსავლო გადასახადი -27 891

ჯარიმა - 50 343

საურავი - 36 715

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №025-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- იმპორტირებული პროდუქციის საინვოისო ღირებულების 25%-ის და კრედიტორული დავალიანების თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის და კრედიტორული დავალიანების თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებისა (დანართი №8) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა 2020-2021 წლებში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად სალაროში არსებული თანხის ოდენობა.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი არარეზიდენტთან არსებული დავალიანების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და სესხად განხილული სარგებლის თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №025-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებებისა და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად წარადგინა მონაცემები, რაც სრულად არ იქნა გათვალიწინებული შემოწმების მიერ გადაანგარიშების მიმდინარეობისას. კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ ,,გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად დაკორექტირდა 2020-2021 წლებში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად სალაროში არსებული თანხის ოდენობა.“

შემოწმებისთვის წარდგენილია საქონლის ჩამოწერის ყოველდღიური მონაცემების ამსახველი ცხრილი, საქონლის დასახელების, კოდის, რეალიზაციის ფასის და თვითღირებულების მითითებით, რომელიც მოიცავს 1.03.2020 წლიდან 1.07.2021 წლამდე პერიოდს. აღნიშნულ მონაცემების მიხედვით დღგის დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 753 361 ლარს, ხოლო გადაანგარიშების მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 3 939 438 ლარს. რამ გამოიწვია სხვაობა 186 077 ლარი მომჩივნისთვის უცნობია. შესაბამისად, ითხოვს, შემოწმებამ ბოლომდე გაითვალისწინოს მის მიერ წარდგენილი მონაცემები და აღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს შემოსავლების და სალაროში არსებული ნაშთის კორექტირება და შესაბამისად დარიცხული თანხების გადაანგარიშება. დანარჩენ საკითხებში გადაანგარიშებასთან მიმართებით პრეტენზია არ აქვს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა 2020-2021 წლებში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად სალაროში არსებული თანხის ოდენობა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი არარეზიდენტთან არსებული დავალიანების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და სესხად განხილული სარგებლის თანხა.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 27.12.2021 წლის №025-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

- განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- იმპორტირებული პროდუქციის საინვოისო ღირებულების 25%-ის და კრედიტორული დავალიანების თანხის დირექტორზე გაცემულ სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახდო ვალდებულებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის და კრედიტორული დავალიანების თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითებისა (დანართი №8) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი საქონლის მოძრაობის ამსახველი ინფორმაციის და შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა 2020-2021 წლებში არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი და აღნიშნულის შესაბამისად სალაროში არსებული თანხის ოდენობა.

ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა ურთიერთშედარების აქტი არარეზიდენტთან არსებული დავალიანების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და სესხად განხილული სარგებლის თანხა.

აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.05.2023 წლის №025-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13346 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 28.02.2022 წლის №5002 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(5 „ა“,9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ ); 159(1 „ა“);

(2021 წლამდე მოქმედი) 161(1„ა“)