ბრძანება N 3250
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3250
21.02.2023
----------------ის (პ/ნ -----------------)
(მის: -----------------------------------)
2022 წლის 22 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №12) განიხილა ----------------ის (პ/ნ -----------------) №77494/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ნოემბრის №ELC18774 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2019 წლის 7 აპრილს საქართველოში შემოიყვანა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც 15 აპრილს მიხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა. გამოძიების პროცესში ავტოსატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის მიერ გადაყვანილ იქნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. ავტომობილი არის უვარგის მდგომარეობაში. შემოსავლების სამსახურში 2019 წლის 8 მაისს (რეგ. №91619/21-11) განცხადებით წარადგინა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ავტომობილი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე გადაყვანილია სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 18 მაისის №21-10-21/52612 წერილით საკანონმდებლო ნორმების განმარტების საფუძველზე ეცნობა, რომ „მითითებული ავტომობილის ამოღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით ავტოსატრასპორტო საშუალების წარდგენისა და გაფორმებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერებულ იქნა 2019 წლის15 აპრილს და დარჩენილი (39 დღე) ვადა განახლდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის დაბრუნების დღიდან“.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად,2019 წლის 7 აპრილს, მოქალაქე ------------ის (პ/ნ --------) მიერ, განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების (საიდენტიფიკაციო ნომრით--------------------, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით ---------) ზოგადი დეკლარირება. რომელსაც დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრა 2019 წლის 6 ივნისი.
ვინაიდან, მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა დანიშნულების საბაჟო ორგანოში და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევა ან/და საქართველოდან გატანა, 2022 წლის 28 ნოემბერს, ავტომანქანაზე პასუხისმგებელი პირის, ------------ის (პ/ნ--------------------) მიმართ საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ELC18774.
---------------ის (პ/ნ -------------------) მიერ წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გაცემული ცნობისა (№------ (06.05.2019)) და ამავე სამმართველოს №MIA - - ----- (24.01.2023) წერილის თანახმად, 2019 წლის 15 აპრილს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალება გადატანილ იქნა სპეციალურად დაცულ საჯარიმო ავტოსადგომზე, სადაც განთავსებული იყო 2023 წლის 24 იანვრამდე, ხოლო 2023 წლის 24 იანვარს დაუბრუნდა ------------ს (პ/ნ -----------------).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შესაბამის პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე ბრძანების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 60 კალენდარული დღით, ხოლო სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარული დღით.
იგივე ვადაა განსაზღვრული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 და ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტებითაც.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით კი, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საქმის მასალებდან ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 იანვარს N 21-10/2268 წერილით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს ეთხოვა ზემოაღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე და რა ეტაპზეა. ასევე, სად არის განთავსებული ----------- საიდენტიფიკაციო ნომრის, სარეგისტრაციო ნომრის ------------ მქონე სატრანსპორტო საშუალება.
2023 წლის 16 იანვრის №21-10/2268 მომართვის პასუხის მიხედვით, ავტომობილი ,,----" -------- რესპუბლიკის სანომრე ნიშნით -------, სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე 2023 წლის 24 იანვრამდე განთავსებული იყო სსიპ–"112" (დეპარტამენტი)–ს სპეციალურად დაცული (საჯარიმო) ავტოსადგომზე. აღნიშნული ავტომობილი 2023 წლის 24 იანვარს დაუბრუნდა მოქ. ------------ პ/ნ -------------------.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული სადავო საკითხი და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ---------------------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხისა და მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.