ბრძანება N 9631

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.05.2023
№ დოკუმენტი 9631
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 9631

03.05.2023

„----------“ (პ/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 5 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აპრილის სხდომაზე (ოქმი №43) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №59927/21 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №21-10-20/27001 გადაწყვეტილებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №21-10-20/27001 გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ყველა ამანათი არის პირადი მოხმარებისთვის და არა კომერციული მიზნებისთვის.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 მარტს „----------“ საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №491873 განცხადებით და ითხოვა საფოსტო გზავნილებით შემოტანილი 300 ლარზე ნაკლები ღირებულების საქონელზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობა.

აღნიშნული განცხადების პასუხად, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №21-10-20/27001 წერილით „----------“ ეცნობა, რომ მის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად და მასზე ვერ გავრცელდებოდა მოთხოვნილი საგადასახადო შეღავათი.

ვინაიდან, „----------“ კუთვნილი საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელს განესაზღვრა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილის სტატუსი, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.

„----------“ კუთვნილი №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ, 300 ლარამდე ღირებულების საქონელზე (ბიჟუტერია - 31.13 ლარის საბაჟო ღირებულებით) დარეგისტრირდა №20010/1474862 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომელშიც მითითებული მონაცემების სისწორეს „----------“ დაეთანხმა ხელმოწერით და გაიტანა საფოსტო გზავნილი.

„----------“ 2022 წლის პირველი მარტიდან უფიქსირდება 232 საფოსტო გზავნილის მიღება.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.

ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლით დადგენილია, რომ ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის ან გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.

ვინაიდან, მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მათზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და საქონელი მართლზომიერად დაექვემდებარა დეკლარირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის №21-10-20/27001 გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ყველა ამანათი არის პირადი მოხმარებისთვის და არა კომერციული მიზნებისთვის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

მომჩივნის მიერ საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, ჩაითვალა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილად. შესაბამისად, მათზე არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და საქონელი მართლზომიერად დაექვემდებარა დეკლარირებას.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199(„დ.ვ“)