ბრძანება N 1565
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1565
01.02.2023
----------ს (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 23 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 იანვრის სხდომაზე (ოქმი №7) განიხილა ----------ს (ს/ნ ---------) №77537/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის №112567/21-10-20 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის პოზიცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 9 ოქტომბერს მიიღო ამანათი DHL-ით დაადეკლარირა და შემდგომ გახსნა ამანათი. აღმოჩნდა რომ ამანათში არ იყო ყველა ნივთი რაც შეუკვეთა. მომჩივანი განმარტავს, რომ ჩამოსული ნივთების ღირებულება არ აღემატება 300 ლარს. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს 2022 წლის 10 ოქტომბრის №---- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის კორექტირებას და იმპორტის გადასახდელებისგან განთავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 10 ოქტომბერს საფოსტო გადამზიდავ შპს „----------“ მიერ (ს/ნ ----------) №----------- ინვოისის საფუძველზე №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით განხორციელდა ----------ს რესპუბლიკის მოქალაქე -----------ს კუთვნილი №---------- საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“. №----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს ------------ დაეთანხმა და გაიტანა ამანათი. 2022 წლის 25 ნოემბერს -----------ამ №----------/21-11 განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა №----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ის ჩასწორება, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის №----------/21-10-20 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში ცვლილების განხორციელებაზე. №-----------/21-10-20 გადაწყვეტილებაში დეკლარაციის კორექტირების უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ №----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს ---------- დაეთანხმა და გაიტანა ამანათი, ხოლო მის მიერ №-----/21-11 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მითითებული არგუმენტები არ არის საკმარისი აღნიშნულ დეკლარაციაში ცვლილების განსახორციელებლად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა. ეს ცვლილება არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე “საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული, „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი აზუსტებს, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან, საბაჟო ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე, თუ:
გ.ა) საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო ორგანოს ტერიტორია;
გ.დ) დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა საქონლის საბაჟო დეკლარაციაში.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი
დადგენილია და სადავოდ არ არის განხდარი, რომ №----- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4- ში მითითებული მონაცემების სისწორეს ---------- დაეთანხმა და გაიტანა ამანათი.
დადგენილია ასევე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დეკლარაციის კორექტირების უარის თქმის საფუძველი არის ის გარემოება, რომ №------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს ---------- დაეთანხმა და გაიტანა ამანათი. შესაბამისად, საქონელმა დატოვა კონტროლის ზონა და მომჩივნის მიერ №-----/21-11 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მითითებული არგუმენტები არ არის საკმარისი აღნიშნულ დეკლარაციაში ცვლილების განსახორციელებლად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 10 დეკემბრის №----------/21-10-20 გადაწყვეტილება თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და არ არსებობს 2022 წლის 10 ოქტომბრის №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში ცვლილების განხორციელების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. -----------ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს 2022 წლის 10 ოქტომბრის №20010/1336313 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის კორექტირებას და იმპორტის გადასახდელებისგან განთავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავის მიერ ინვოისის საფუძველზე საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით განხორციელდამოქალაქე საჩივრის ავტორის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება, რომელსაც გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „oracle“-ს მიერ განესაზღვრა „მწვანე დერეფანი“. საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს საჩივრის ავტორი დაეთანხმა და გაიტანა ამანათი. ხოლო შემდგომ განცხადებით მიმართა საბაჟო დეპარტამენტს და ითხოვა საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ის ჩასწორება, რაზეც საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში ცვლილების განხორციელებაზე. გადაწყვეტილებაში დეკლარაციის კორექტირების უარის თქმის საფუძვლად მითითებულია, რომ საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში მითითებული მონაცემების სისწორეს საჩივრის ავტორი დაეთანხმა და გაიტანა ამანათი, ხოლო მის მიერ შემდგომ განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მითითებული არგუმენტები არ არის საკმარისი აღნიშნულ დეკლარაციაში ცვლილების განსახორციელებლად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის გადაწყვეტილება თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და არ არსებობს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ში ცვლილების განხორციელების საფუძველი. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 90;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანება