ბრძანება N 13759
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13759
19.06.2023
ი/მ---------- (ს/ნ ----------)
(მის.:-----------------)
2023 წლის 7 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ -----------) №79543/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №021-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. მიიჩნევს, რომ შემმოწმებელმა არასწორად/არასრულად განახორციელდა საქონლის გაყიდვისას არსებული ფასნამატის შესახებ ანალიზი. კერძოდ, განვადებით გაყიდული საქონლის ფასნამატი რეალურად შეადგენს 13,6%-ს, ხოლო შემმოწმებელს აღებული და გაანგარიშებული აქვს ფასნამატი 19,6%-ზე. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №021-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №021-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ ----------- (ს/ნ ----------) 2022 წლის 11 აგვისტოს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------------ (ს/ნ ------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 24 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა ჯამში 50 094 ლარით, მათ შორის, გადასახადი 33 168 ლარი და ჯარიმა 16 926 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 თებერვლის №021-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ, მყიდველებთან გაფორმებული საგარანტიო ტალონები და ამობეჭდილი ჩეკები. საგარანტიო ტალონებში დეტალურად არის აღწერილი გაყიდული ნივთის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი და გაყიდვის თარიღი, ამობეჭდილ ჩეკებში კი ფიქსირებულია გაყიდვის ფასი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაყიდული ტექნიკა ზუსტად იდენტიფიცირდება და ემთხვევა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდულ ტექნიკას, ფასნამატი კი შეადგენს 6.45%-ს. საგადასახადო შემოწმების დროს კი შემმოწმებლების მიერ საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულია 13.6%-იანი ფასნამატი. გადაანგარიშებით საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულ იქნა 6.45%-იანი ფასნამატი, შედეგად კომპანიას შეუმცირდება შემოწმებით დარიცხული გადასახადი როგორც დღგ-ის, ასევე 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დარიცხული ჯარიმაც. დღგ-ში დარიცხული თანხა შემცირდა 23 074 ლარით, 2020 წლის საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა კი 10 094 ლარით, დარიცხული ჯარიმა კი შემცირდა 16 926 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილოს დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით, გადაანგარიშებით საცალო რეალიზაციაზე გავრცელებულ იქნა 6.45%-იანი ფასნამატი, რის საფუძველზე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ერთობლივი შემოსავალი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 თებერვლის №021-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას და დარიცხული თანხის გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 28 სექტემბრის №24852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №021-66 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ, მყიდველებთან გაფორმებული საგარანტიო ტალონები და ამობეჭდილი ჩეკები. საგარანტიო ტალონებში დეტალურად არის აღწერილი გაყიდული ნივთის დასახელება, მოდელი, სერიული ნომერი და გაყიდვის თარიღი, ამობეჭდილ ჩეკებში კი ფიქსირებულია გაყიდვის ფასი. წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაყიდული ტექნიკა ზუსტად იდენტიფიცირდება და ემთხვევა სასაქონლო ზედნადებებით გაყიდულ ტექნიკას, ფასნამატი კი შეადგენს 6.45%-ს. საგადასახადო შემოწმების დროს კი შემმოწმებლების მიერ საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულია 13.6%-იანი ფასნამატი. გადაანგარიშებით საცალო რეალიზაციებზე გავრცელებულ იქნა 6.45%-იანი ფასნამატი, შედეგად კომპანიას შეუმცირდება შემოწმებით დარიცხული გადასახადი როგორც დღგ-ის, ასევე 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ასევე, შემცირდა დარიცხული ჯარიმაც.
გადაწყვეტილება:
საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
302(6);304(21);