ბრძანება N 10548
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10548
02 მაისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
„---------“ (პ/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 10 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა -------- (პ/ნ ---------) №60352/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 2 აპრილის №EL246590 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რეგულარულად ასრულებს გადაზიდვას ---------- მიმართულებით. 2024 წლის 2 აპრილს მორიგი გადაზიდვის შესრულების დროს დაუწერეს ჯარიმა, იმის გამო, რომ კუთვნილი 100 ლიტრის გარდა დამატებით აღმოჩნდა არადეკლარირებული 150 ლიტრი დიზელის საწვავი.
საჩივრის ავტორის განმარტებით აზერბაიჯანში ტვირთის ჩამოტვირთვა ხდება სამ ლოკაციაზე, აღნიშნული ტვირთი უნდა დაცლილიყო ----------. მოხდა ცვლილება და ტვირთი დაიცალა -----------. საწვავი შევსებული იყო --------- ასასვლელად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით გამოწერილი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 2 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში ---------- მხრიდან შემოვიდა დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ.№-----------, რომელსაც მართავდა ---------.
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზებში, ნაცვლად კანონმდებლობით გათვალისწინებული 100 ლიტრი საწვავისა, დამატებით მოთავსებული ჰქონდა არადეკლარირებული დაახლოებით 150 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.
ვინაიდან ---------- მიერ ადგილი ჰქონდა დაუტვირთავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული არადეკლარირებული საქონლის შემოტანას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 2 აპრილს შედგენილი №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ---------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების თანახმად:
5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, EX/II, EX/III, FL, AT ან MEMU-ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „----------“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 100 ლიტრს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნაცვლად კანონმდებლობით დაშვებული 100 ლიტრი საწვავისა, დამატებით მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 150 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. შესაბამისად ადგილი ჰქონდა დაუტვირთავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით 150 ლიტრი საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით გამოწერილი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევზე დამონტაჟებულ საწვავის ავზების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნაცვლად კანონმდებლობით დაშვებული 100 ლიტრი საწვავისა, დამატებით მოთავსებული ჰქონდა დაახლოებით 150 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი. შესაბამისად ადგილი ჰქონდა დაუტვირთავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით 150 ლიტრი საწვავის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ბაბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
მე-5;მე-6;163(1);168(3);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტები