თავი I — საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი, მიზანი და ტერმინთა განმარტება
1. საქართველოს საბაჟო ორგანოებია:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური);
ბ) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი.
2. საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
3. საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას;
ბ) იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს;
გ) კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან;
დ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს და ადამიანთა უსაფრთხოებას, აგრეთვე გარემოს დაცვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით;
ე) ახორციელებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და სანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;
ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს აკეთებს და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში;
ზ) გასცემს ლიცენზიას, ნებართვასა და სერტიფიკატს;
თ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნას საბაჟო ლაბორატორია;
ი) უზრუნველყოფს ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა.
5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ლაბორატორიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-784(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2026
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ორგანოებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური);
- საქმე №ბს-1175(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2026
სააპელაციო პალატამ მიუთითა „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-მე-12 მუხლებზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლზე, მე-6 მუხლის „ა“ და „ჰ5“ ქვეპუნქტებზე, 27-ე, 29-ე, 128-ე-129-ე, 131-ე-132-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზ) არის სპეციალური ტერიტორია, სადაც ინვესტორებს და კომპანიებს აქვთ გარკვეული საგადასახადო შეღავათები.
- საქმე №ბს-930(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
…შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. დასახელებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
- საქმე №ბს-484(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2022
დღეს მოქმედი „საქართველოს საბაჟო კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ორგანოს ასევე წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახური, რომელიც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება