თავი I — საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი, მიზანი და ტერმინთა განმარტება
1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კოდექსისგან და მის შესაბამისად მიღებული ან გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს.
3. საქართველოსთვის ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ამ კოდექსის მიმართ აქვს უპირატესი იურიდიული ძალ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
საქმე №ბს-987(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ იგი დამტკიცებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვეოდა, ა.ს-ეს საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის #298 ბრძანებულებით მიენიჭა.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საბაჟო კოდექსის 2.1, 2.3 მუხლებით, მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 29.1 მუხლით, რომლის თანახმად, კონფისკაციას…
სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრული საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ცნება, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.
კასატორი ასევე აპელირებდა «ამნისტიის და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების რეალიზაციის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის «ა» პუნქტსა და მე-4 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლებიც ადგენს, რომ ამ კანონის ამოქმედებისთანავე (ანუ, 2005წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილზე, ხელმძღვანელობს საბაჟო კოდექსის IV თავითა და საგადასახადო კოდექსის XIV კარით და ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო აქტები.
მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლზე და მიაჩნია რომ თუ არც საბაჟო კოდექსში და არც მის საფუძველზე გამოცემული რომელიმე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში (მაგ.
თბილისი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის, 35-ე მუხლის პირველი ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურა (სეს ესნ)“, თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საბაჟო კოდექსი“, მუხლი 2, №4905-IIს, 28.06.2019, სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.019529 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4598501/muxli-2/