ბრძანება N 7154

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7154
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7154

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 11 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ---------- (ს/ნ ----------) №40340/21 საჩივარი, რომლითაც იგი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 ოქტომბრის N056-4619 საგადასახადო მოთხოვნას (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი). აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2020 წელს პანდემიის გამო არ უსარგებლია მიწის ნაკვეთებით და ითხოვს გათავისუფლებულ იქნეს დარიცხული გადასახადისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად 2020 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფ/პ --------- (პ/ნ ----------) დარიცხული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, --------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 26.06.2023 წ. N---------- (შემოსული წერილი 27.06.2023წ. N----------) წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ----------მუნიციპალიტეტის საზაფხულო საძოვარი კონტური N------- ,,------------" ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწაზე (ს/კ ----------) 4720 (295ჰაX16) ლარის ოდენობით. აღნიშნულზე 2023 წლის 2 ოქტომბერს გამოიცა N056-4619 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2024 წლის 27 თებერვალს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N406 დადგენილების „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ყოველი წლის 10 აპრილამდე საგადასახადო ორგანოში მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიწის მოსარგებლეებისა და მფლობელების შესახებ ინფორმაციის წარდგენას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. ფ/პ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2020 წელს პანდემიის გამო არ უსარგებლია მიწის ნაკვეთებით და ითხოვს გათავისუფლებულ იქნეს დარიცხული გადასახადისაგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ, 2020 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ფ/პ-ს დარიცხული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:203;205(1,12,131);61(2);

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის N406 დადგენილების „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტი.