ბრძანება N 5728

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.03.2023
№ დოკუმენტი 5728
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5728

23.03.2023

ფ/პ -------------------ის (პ/ნ-----------------------)

(მის.: ------------------------------------------------)

2023 წლის 6 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა ფ/პ -------------------ის (პ/ნ-----------------------) №79512/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №011-323 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და №011-2023-013875 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შპს „--------“-ს (ს/ნ -----------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებებით ყადაღა დაედო და წარდგენილი იქნა საინკასო დავალებები მის საბანკო ანგარიშებზე. შპს „--------“-ს (ს/ნ -----------) საგადასახადო დავალიანება წარმოეშვა აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების საფუძველზე, რის შედეგადაც 2021 წლის -- დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება --------- ლარის ოდენობით. სწორედ აღნიშნული დავალიანების ფარგლებში, იქიდან გამომდინარე, რომ შპს „-----“-ს (ს/ნ ----------) დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ------ ---------ი, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა მის ქონებაზე და საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელება.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს „-----“ (ს/ნ ---------) წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ზემოხსენებული მუხლის მიხედვით მისი პარტნიორი - -------- -------ი პასუხს არ აგებს საზოგადოების საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, მის მიმართ გავრცელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის -- აპრილის (საქმე -/------21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და ------ ----------- (პ/ნ ------------), შპს „--------ს“ (ს/ნ --------------), ----------- -----------------ი (პ/ნ --------------) და შპს „------------ა“ (ს/ნ --------------) აღიარებულ იქნენ შპს „------------ს“ (ს/ნ --------------) ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის -- იანვრის წერილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის -- აპრილის (საქმე -/----- - 21) ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, შპს „------“-ს (ს/ნ --------------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა ------ -------ის (პ/ნ ---------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის - თებერვლის №--- - ----- ბრძანება (გაეცნო იმავე დღეს). ასევე, ზემოაღნიშნული სასამართლო ბრძანების საფუძველზე, 2023 წლის - თებერვალს გამოიცა №011-2023-013875 ბრძანება ----- ----------ის (პ/ნ ------------) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ (გაეცნო მომდევნო დღეს). ამასთან, აღნიშნული საინკასო დავალების საფუძველზე ----- ----------ის (პ/ნ ------------) საბანკო ანგარიშიდან განაღდებულ იქნა ---------- ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-----“-ს (ს/ნ ------) 2023 წლის -- მარტის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2023 წლის - თებერვლის №-- - ---- ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

ამავე კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2023 წლის 1 თებერვლის №011-2023-013875 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის -- აპრილის (საქმე -/---- -21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და ------------ი (პ/ნ -------------), შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------), ------------ი (პ/ნ -------------------------) და შპს „----------ა“ (ს/ნ ---------------) აღიარებულ იქნენ შპს „-----“-ს (ს/ნ ---------------) ცრუმაგიერ პირებად. აღნიშნული ბრძანება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის -- იანვრის წერილის თანახმად, შესულია კანონიერ ძალაში. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „----------ს“ (ს/ნ -----------------) 2023 წლის 17 მარტის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ფ/პ -------------------ის (პ/ნ-----------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო ბრძანებების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის -- აპრილის (საქმე -/------21) ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის საჩივარი და მომჩივანი,დამატებით კიდევ სამი გადასახადის გადამხდელი პირი,აღიარებულ იქნენ კომპანიის ცრუმაგიერ პირებად.

ამასთან,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას 2023 წლის -- მარტის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის -- აპრილის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების შესაბამისად, კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, გამოცემულ იქნა მომჩივანის „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის - თებერვლის ბრძანება.

ასევე, ზემოაღნიშნული სასამართლო ბრძანების საფუძველზე,,2023 წლის - თებერვალს გამოიცა №011-2023-013875 ბრძანება მომჩივანის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის შესახებ.რომელსაც გაეცნო მომდევნო დღეს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 238(1,2,6 ); 239(9); 241(1 ,2 ,9 ); 242; 243(1) ; 246(1,5); 302(6);

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 26( 1)