ბრძანება N 4366
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4366
07.03.2023
----------------- (პ/ნ-------------)
(მის: ---------------------------)
2023 წლის 6 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უაარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ----------- (პ/ნ ------------) №78890/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 31 იანვრის №------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, 17 დეკემბერს ebay.com-ზე იაფად აღმოაჩინა აიფონ 14 პრო მაქსი, რომელსაც აღწერაში ეწერა ნაწილებისთვის, არა სამუშაოდ და ქვეშ ეწერა ასევე დაბლოკილი აიქლაუდი. გამყიდველს შესთავაზა, რომ აიღებდა 3 ცალს 100 დოლარად, რაზეც მიიღო დადებითი პასუხი, რის შემდეგაც შეიძინეს მან და მისმა ოჯახის წევრებმა ჯამში 3 ცალი. მომჩივანი მიუთითებს, რომ არ აქვს აკრძალვა საქონლის ფასზე მოლაპარაკების და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად შეძენაზე და მიაჩნია, რომ საქონელი არ ექვემდებარება დეკლარირებას.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს №--------- საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ისა და დარიცხული დღგ-ის გაუქმებას და მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 იანვარს, საფოსტო გადამზიდავის – სს „------“ (ს/ნ --------) მიერ განხორციელდა ---------ს (პ/ნ --------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №--------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 100 აშშ დოლარი (ინვოისი №--------). დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
ზემოაღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, №-------------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (მობილური ტელეფონი – IPHONE 14 PRO MAX) ღირებულების დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის 2023 წლის 26 იანვრის №------/2023 დასკვნის მიხედვით, საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 1190.92 აშშ დოლარი.
ექსპერტიზის დასკვნით (№-------/2023 (26.01.2023)) განსაზღვრული საბაჟო ღირებულების (3145.22 ლარი) გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა №--------- (31.01.2023) საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა მობილური ტელეფონი – IPHONE 14 PRO MAX და მოქალაქეს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 566.14 ლარი.
№----------- (31.01.2023) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული მონაცემების სისწორეს მოქალაქე დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ 2023 წლის 1 იანვრამდე დღგისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია (დანართი №8-VIII-05), რომელსაც დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.
ამასთან, ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლლის შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტი ადგენს, რომ საბაჟო ღირებულების შემოწმების პროცესში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე – 46-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით, ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლისთვის ფაქტობრივად გადახდილი ან/და გადასახდელი ფასით, ამ კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე.
ამავე საკანონმდებლო აქტის 43-ე მუხლის მიხედვით, სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს შეიძლება დაეკისროს მომსახურების საფასურის გადახდის ან გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება საბაჟო ორგანოს მიერ მომსახურების გაწევისას, იმ შემთხვევაში, როდესაც: ე) საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას გაიწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სხვა სახის მომსახურება. მომსახურების საფასურის განაკვეთი და გადახდის წესი კი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთების“ 54-ე გრაფის შესაბამისად, არაუმეტეს 3 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელის გაფორმებისთვის მომსახურების ტარიფი ერთ საბაჟო დეკლარაციაზე დადგენილია 100 ლარის ოდენობით.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება განხორციელდა ღირებულებით - 100 აშშ დოლარი, რის გამოც გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, მობილური ტელეფონი – IPHONE 14 PRO MAX-ის ღირებულების დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა.
დადგენილია, რომ №------------ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა სარეზერვო მეთოდით, საქართველოს საბაჟო კოდექსის კოდექსის 43- ე მუხლის შესაბამისად. საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციათა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები. ვინაიდან, საქონლის (მობილური ტელეფონი – IPHONE 14 PRO MAX) ღირებულება ექსპერტიზის №-------/2023 დასკვნის მიხედვით წარმოადგენს 1190.92 აშშ დოლარს, არ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი და დარეგისტრირდა №--------/1429751 (31.01.2023) საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც იმპორტის გადასახდელის სახით მომჩივანს დაერიცხა დღგ – 566.14 ლარის ოდენობით. ასევე დაერიცხა მომსახურების საფასური 100 ლარის ოდენობით. ამასთან, №---------- (31.01.2023) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული მონაცემების სისწორეს მომჩივანი დაეთანხმა ხელმოწერით და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში (საფოსტო გზავნილმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ---------------- (პ/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის დარიცხული დღგ-ის გაუქმებას და მომსახურების საფასურის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოება
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მომჩივნის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 100 აშშ დოლარი დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. აღნიშნული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, ღირებულების დასადგენად ჩატარდა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოექცა მობილური ტელეფონი – IPHONE 14 PRO MAX და მოქალაქეს იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა დღგ – 566.14 ლარი. საბაჟო დეკლარაციით დარიცხული მონაცემების სისწორეს მოქალაქე დაეთანხმა ხელმოწერით, რის შემდეგაც საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში და საფოსტო გზავნილმა დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია-ფორმა 4-ით დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 დ.ვ“