ბრძანება N 17846

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 24.07.2023
№ დოკუმენტი 17846
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17846

24 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 9 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 ივლისის სხდომაზე (ოქმი №75) განიხილა შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) №82163/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №CB1486534 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 7 ივნისს მიიღო შეტყობინება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურების ფარგლებში სარეალიზაციოდ განკუთვნილი (მენიუში არსებული) პროდუქციის სარეალიზაციო ფასისა და თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ (კალკულაცია). გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ მიერ მიწოდებული იქნა ვადაში - 11 ივნისს, ID----------, ID ---------- განცხადებების სახით.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის შეტყობინება/წერილზე გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა NCB1486534 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.

ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ წარდგენილი იქნა წერილები 2023 წლის 7 და 11 ივნისს, თუმცა აღნიშნული წერილებით არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი ვალდებულია მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებულ ვადაში, სწორად და სრულად წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მიხედვით:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა, იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიებთ დაკისრებული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, შპს „----------“ (ს/ნ ----------) გათავისუფლდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №CB1486534 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2023 წლის 7 ივნისს მიიღო შეტყობინება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 5 სამუშაო დღის ვადაში ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით სარესტორნო მომსახურების ფარგლებში სარეალიზაციოდ განკუთვნილი (მენიუში არსებული) პროდუქციის სარეალიზაციო ფასისა და თვითღირებულების გაანგარიშების შესახებ (კალკულაცია). გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია მათ მიერ მიწოდებული იქნა ვადაში - 11 ივნისს, განცხადებების სახით.

აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის შეტყობინება/წერილზე გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მომჩივანის მიერ წარდგენილი იქნა წერილები 2023 წლის 7 და 11 ივნისს, თუმცა აღნიშნული წერილებით არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმიებთ დაკისრებული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1); 269(7).