ბრძანება N 21703

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.10.2024
№ დოკუმენტი 21703
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 21703

03 ოქტომბერი 2024

ბრძანება

ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------")

(მის.:"-------")

2024 წლის 13 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №105) განიხილა ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") №153185/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 9 სექტემბრის ID:"-------" გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი განმარტავს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე. საგადასახადო კოდექსი საერთოდ არ ცნობს საბიუჯეტო დავალიანების ცნებას. კოდექსის თანახმად არსებობს მხოლოდ საგადასახადო დავალიანება. რაც შეეხება მოსაკრებელს - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი თავისი ბუნებით შეესაბამება გადასახადის ბუნებას. ამიტომაც არის, რომ ამ კონკრეტულ მოსაკრებელზე სრულად ვრცელდება საგადასახადო კოდექსი. შემოსავლების სამსახურს მხოლოდ ადმინისტრირება კი არ ევალება, როგორც სხვა მოსაკრებლების შემთხვევაში, არამედ ყველა იმ ქმედების განხორციელება, რასაც ახორციელებს გადასახადების ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ბარათზე რიცხული აღიარებული დავალიანების - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ფაქტობრივი გარემოებები:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფრომაციით დგინდება, რომ ი/მ "-------"-მ (ს/ნ "-------") 2024 წლის 9 სექტემბრის ID:"-------"განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") გადასახადების ნაწილში როგორც 01.01.2021 წლის, ასევე 09.09.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება, ხოლო 2024 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული დავალიანება, სულ 11 162.81 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 4 163.76 ლარი, ჯარიმა 3416.84 ლარი, საურავი 3 582.21 ლარი. ვინაიდან მოსაკრებლში არსებული დავალიანება არ განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის, ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რის შესახებაც ეცნობა 2024 წლის 9 სექტემბრის ID:"-------"წერილით, რომელიც ჩაბარდა იმავე დღეს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადების ნაწილში, როგორც 01.01.2021 წლის, ასევე 09.09.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ხოლო 09.09.2024 წლის მდგომარეობით გპაბზე დარიცხული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ჩამოწერისას არ გაითვალისწინება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ბარათზე რიცხული აღიარებული დავალიანების - ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს გადასახადების ნაწილში როგორც 01.01.2021 წლის, ასევე 09.09.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება, ხოლო 2024 წლის 9 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული დავალიანება, სულ 11 162.81 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 4 163.76 ლარი, ჯარიმა 3416.84 ლარი, საურავი 3 582.21 ლარი. ვინაიდან მოსაკრებლში არსებული დავალიანება არ განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის,მომჩივანს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

309(37).