ბრძანება N 25108-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 24.08.2020
№ დოკუმენტი 25108-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 25108

24/08/2020

შპს ---------------------------

(მის.: ქ. ---------------------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრების დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი № 54) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 10 და 13 იანვრის №9922/2/2020, №9933/2/2020 და №9932/2/2020 საჩივარები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 12 და 13 დეკემბრის №006-1067, №006-1069 და №006-1068 „საგადასახადო მოთხოვნებთან“ დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2016 წლის 02 თებერვლას ----- დაინიშნა შპს ----- ს დირექტორად. აღნიშნული კომპანია 2017 წლის 15 სექტემბერს შეერწყა შპს ----- ს. შპს ----- ს გადაეცა შპს ----- ს ბალანსზე რიცხული ა/მანქანა, ----- სახელმწიფო ნომრით -----, რომლის ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 9356 ლარს. აღნიშნული შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე ------- ზე დივიდენდის განაწილებად. განაწილებული მოგების ოდენობა შემცირდა საწესდებო კაპიტალი 200 ლარის ოდებობით. ამასთან 9156 ლარს დაერიცხა დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული ავტომობილი შპს ----- ს ბალანსზეა. ამასთან, შპს ----- --- 2017 წლის 15 სექტემბერს შეერწყა შპს ----- ს და ამ უკანასკნეს გადასცა, როგორც აქტივები, ასევე დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულებები. მომჩივანი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ვალდებულებების შემდგომ პერიოდში დივიდენდად გაცემის შემთხვევაში გამოდის, რომ მოხდება ერთიდაიგივე დაბეგვრის ობიექტის ორჯერ დაბეგვრა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მომჩივანი ითხოვს, აღნიშნული სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ დარიცხული ძირითადი გადასახადისა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 01 ივლისის №21903 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- ს და მასთან შერწყმული შპს ----- ს, შპს ----- ს (შპს ----- ს”+შპს ----- ს ”+ შპს ----- ს ), შპს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი 2019 წლის 02 ივლისიდან 2019 წლის 28 ნოემბრამდე განისაზღვრა. შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 10 დეკემბრის №42979, №42905 და №42904 ბრძანებები და გადამხდელს წარედგინა 2019 წლის 12 და 13 დეკემბრის №006-1067, №006-1069 და №006-1068 „საგადასახადო მოთხოვნები“, რომლებითაც გადამხდელის დამატებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ №006-1067 „საგადასახადო მოთხოვნით: სულ 5 835 ლარით, მათ შორის: გადასახადი 361 ლარი, ჯარიმა 5 376 ლარი, ხოლო საურავი 98 ლარი. №006-1068 „საგადასახადო მოთხოვნით: სულ 4 179 ლარით, მათ შორის: გადასახადი 1 971 ლარი, ჯარიმა 1 938 ლარი, ხოლო საურავი 270 ლარი. №006-1069 „საგადასახადო მოთხოვნით: სულ 4 106 ლარით, მათ შორის: გადასახადი 2 098 ლარი, ჯარიმა 1 149 ლარი, ხოლო საურავი 859 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

სადავო საკითხთან მიმართებაში, 2016 წლის 02 თებერვალს ------ დაინიშნა შპს ----- ს დირექტორად. შპს ----- 2017 წლის 15 სექტემბერს შეერწყა შპს ----- ს, შპს ----- ს. შპს ----- ს გადაეცა შპს ----- ს ბალანსზე რიცხული ა/მანქანა ----- სახელმწიფო ნომრით ----- ნარჩენი ღირებულებით 9356 ლარის ოდენობით.

შემოწმების მიერ რეორგანიზაციის მომენტისათვის რიცხული ძირითადი საშუალების (ა/მანქანა ----- სახელმწიფო ნომრით -----) გადაცემა ნარჩენი ღირებულებით 9356 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 152-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე, ------ ზე დივიდენდის განაწილებად. განაწილებული მოგების ოდენობა შემცირდა საწესდებო კაპიტალის თანხით 200 ლარის ოდენობით. 9156 (9356-200) ლარს დაერიცხა მოგების გადასახადი, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, რომლის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება: ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს. ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი) მიერ მიღებული დივიდენდები გადახდის წყაროსთან არ იბეგრება და დივიდენდების მიმღები საწარმოს მიერ ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება.

3. რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდები, რომლებიც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად: საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს: ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, ასევე საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2017 წლის 15 სექტემბერს განხორციელებული შერწყმის შედეგად შპს ----- ს გადაეცა შპს ----- ს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა -----, რომელიც დღეის მდგომარეობითაც საწარმოს ბალანსზე ირიცხება. ამდენად, საგადასახადო შემოწმების მიერ ზემოხსენებული ავტომობილის საწარმოს დამფუძნებელზე (------ ზე) დივიდენდის სახით განაცემად განხილვა დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეორგანიზაციის მომენტისათვის რიცხული ძირითადი საშუალების (ა/მანქანა ----- სახელმწიფო ნომრით -----) დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს;

2. სადავო საკითხთან მიმართებაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეორგანიზაციის მომენტისათვის რიცხული ძირითადი საშუალების (ა/მანქანა ------ სახელმწიფო ნომრით -----) დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი ითხოვს შემოწმების მიერ დარიცხული ძირითადი გადასახადისა და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შერწყმის შედეგად

საწარმოს ბალანსზე გადავიდა ავტომობილი. შემოწმების მიერ რეორგანიზაციის მომენტისათვის რიცხული ძირითადი საშუალების გადაცემა ნარჩენი ღირებულებით 9356 ლარის ოდენობით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 152-ე მუხლის თანახმად, განხილულ იქნა დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე დივიდენდის განაწილებად. განაწილებული მოგების ოდენობა შემცირდა საწესდებო კაპიტალის თანხით 200 ლარის ოდენობით. 9156 (9356-200) ლარს დაერიცხა მოგების გადასახადი, დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოწმების მიერ ზემოხსენებული ავტომობილის საწარმოს დამფუძნებელზე დივიდენდის სახით განაცემად განხილვა დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს რეორგანიზაციის მომენტისათვის რიცხული ძირითადი საშუალების (ა/მანქანა ----- სახელმწიფო ნომრით -----) დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემულ დივიდენდად განხილვის საფუძვლით განხორციელებული დარიცხვა დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

8(12); 73(9,,ბ“); 97(1,,ა“); 981(1); 130; 152; 154(1,,ზ“)

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი