ბრძანება N 3974
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3974
23 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------“ (ს/ნ -----)
(მის.: ------)
2024 წლის 7 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ -------- (ს/ნ -------) N87531/1/2024 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის NAA1585761 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი N16).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის 17 იანვარს შემოსავლების სამსახურს კომუნიკატორის საშუალებით შეატყობინა უცხოური ანგარიშის გახსნის შესახებ. არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სპეციალური განაცხადის საშუალებით უნდა წარედგინა ეს ინფორმაცია. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2024 წლის 5 თებერვალს ი/მ -------(ს/ნ -------) ID------- ელექტრონული განაცხადით წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც დანართი №I-21 აღნიშნულია, რომ ანგარიშები გახსნილ იქნა 2024 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, ინფორმაციის წარმოდგენის თარიღად ჩაითვალა მიმდინარე წლის 5 თებერვალი და ი/მ ------- (ს/ნ -------) შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
მიმდინარე პერიოდისთვის საკითხი სრულყოფილად იქნა შესწავლილი მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მიერ და დადგინდა, რომ 2024 წლის 17 იანვარს გადამხდელის პორტალით შემოვიდა ი/მ ------- (ს/ნ -------) N-------, ------- წერილები საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ. საპასუხო წერილში (25.01.2024.წ. N ---------) გადამხდელს განემარტა რომ ,,საქართველოს ფარგლებს გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ შეტყობინება“ სსიპ შემოსავლების სამსახურში უნდა წარმოადგინოს N996 ბრძანების 23-ე მუხლით გათვალისწინებული დანართი №I-21-ის შესაბამისად ელექტრონული ფორმით, რის შემდეგაც გადამხდელის მიერ 2024 წელის 5 თებერვალს წარმოდგენილ იქნა ID------- განცხადება შესაბამისი დანართით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 23-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს №I21 დანართის შესაბამისი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ცნობაში ასახული ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს მიერ შეიტანება მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ 2024 წლის 17 იანვარს გადამხდელის პორტალით შემოვიდა ი/მ ------- (ს/ნ -------) N---------, ---------- წერილები საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების გახსნის შესახებ.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----------- (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 6 თებერვლის NAA1585761 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმა;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდება, რომ 2024 წლის 5 თებერვალს მომჩივანმა, ელექტრონული განაცხადით წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გახსნილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც დანართი №I-21 აღნიშნულია, რომ ანგარიშები გახსნილ იქნა 2024 წლის 17 იანვარს. შესაბამისად, ინფორმაციის წარმოდგენის თარიღად ჩაითვალა მიმდინარე წლის 5 თებერვალი და მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(1);270(1);291
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანების 23-ე მუხლის მიხედვით