გადაწყვეტილება №19307/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2023
№ დოკუმენტი 19307/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19307/2/2023

13 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება 3.04.2023 წელს შპს „---------“ რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19307/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2022 წლის №001-184 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 959 738 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 448 666

დღგ - 165 483

საშემოსავლო გადასახადი - 257 807

ქონების გადასახადი - 7 376

ჯარიმა - 225 225

საურავი - 285 847

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში. საწარმოს მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები (დაუდასტურებელი) დაბალი ფასნამატით არარეზიდენტი პირების სახელზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს საზღვრის კვეთის დროს - სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების მიხედვით და მის გარეშე ტრანსპორტით გადაადგილებისას - ტრანსპორტის დატვირთულობის ტიპში მითითებულია „ცარიელი“. ასევე, საწარმოს (დაუდასტურებელი) სასაქონლო ზედნადებების ნაწილი გამოწერილი აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე დაბალი ფასნამატით. ამასთან, დოკუმენტური და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები განსხვავებულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (დოკუმენტის გარეშე, არარეზიდენტ პირებსა და არარეგისტრირებული ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონელი) შესაბამისი წლის მიხედვით. შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაკავებას.

საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 29.12.2021 წლის №41818 ბრძანება და №001- 503 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის, წუნდებული საქონლის და დანაკარგის ოდენობის შესახებ, ასევე, არარეზიდენტი პირების ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ოპერაციის და ფასის ნამდვილობასთან დაკავშირებით;

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამასთან, წუნდებულ საქონელთან მიმართებაში გაეთვალისწინებინა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2022 წლის 4 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 ოქტომბრის №26043 ბრძანება და №001- 184 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინამდებარე დავალების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

1. პირველ და მე-2 სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ა. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

ბ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინამდებარე დავალების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2. მე-3 სადავო საკითხზე (საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა) შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო ორგანო არ ითვალისწინებს დასაბეგრ ბაზაში დღგ-ის ჩართულობის საკითხს, არამედ ხელმძღვანელობს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას საგადასახადო კოდექსის მოთხოვნებით. შემოწმებამ, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების დადგენისას, განსაზღვრა დამატებითი (დღემდე მისთვის გაუგებარი პრინციპით) ფასნამატი დღგ-ის ჩათვლით და შემდგომ საშემოსავლო გადასახადი დააკავა არა დღგ-ის ჩათვლით ნამეტი შემოსავლიდან, არამედ აღნიშნული თანხა გაზარდა 25%-ით (ე. წ. „აგროსვა“) და მიღებული შედეგიდან დააკავა 20% საშემოსავლო გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით, რომელიც მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.

საგადასახადო კოდექსი 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური და რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ნიშანდობლივია, რომ განსახილველ სიტუაციაში ადგილი არ ჰქონია კონკრეტულ ვადაში წყაროსთან სარგებლის გაცემას, არამედ საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით პირობითად განსაზღვრა კომპანიის ნამეტი შემოსავალი, რომელიც ასევე პირობითად მიიჩნია დირექტორზე გაცემულ სარგებლად. შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი უნდა დაკავებულიყო პირობითად განსაზღვრული სარგებლის (დღგ-ის ჩათვლით) თანხიდან, ვინაიდან წყაროა სარგებლის თანხა, ხოლო კოდექსი არ ითვალისწინებს სარგებელზე ზემოდან საშემოსავლო გადასახადი დარიცხვას, რაც კანონმდებლობის ფუნდამენტალური პრინციპია საშემოსავლო გადასახადთან მიმართებაში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის, წუნდებული საქონლის და დანაკარგის ოდენობის შესახებ, ასევე, არარეზიდენტი პირების ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ოპერაციის და ფასის ნამდვილობასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამასთან, წუნდებულ საქონელთან მიმართებაში გაეთვალისწინებინა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2022 წლის 4 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 ოქტომბრის №26043 ბრძანება და №001-184 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

1. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, წინამდებარე დავალების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხს (საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება), რომელზეც 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით არ ყოფილა მსჯელობა, ვინაიდან აღნიშნული საკითხი 25.01.2022 წელს გასაჩივრებისას მომჩივანს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია.

მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (დოკუმენტის გარეშე, არარეზიდენტ პირებსა და არარეგისტრირებული ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონელი) შესაბამისი წლის მიხედვით. შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაკავებას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);101;154;275