ბრძანება N 33423
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 33423
28 დეკემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------)
(მის:-----------------------------------------)
2023 წლის 11 დეკემბრის საჩივრის ნ
აწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) №210026/21-17 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 ბრძანებას საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ გააფორმა ხელშეკრულება დავალიანების გადავადებასთან დაკავშირებით. პირველი შენატანი 40 ლარიც გადაიხადა, მაგრამ ----- ბანკმა ინკასოთი ჩამოაწერა სრულად ხელფასი. არ დაურღვევია გრაფიკით გათვალისწინებული პირობები. დაზარალდა ბანკის პროგრამული ხარვეზის გამო. ითხოვს ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ ------------ს (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 324 ლარი, საურავი 119.80 ლარი.
ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 1 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოცემულ იქნა №068-2023-22009 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (443.8 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 დეკემბერს გამოცემული იქნა №025-2023-236186 ბრძანება, რომლითაც გაუქმებულია ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები. ამასთან, 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალების საფუძველზე, 2023 წლის 11 დეკემბერს ----- ბანკის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 443.08 ლარი, რაც გამოწვეული იყო ------ ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით ფ/პ ------------ს (პ/ნ ---------------------) ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 39.43 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად საბანკო ანგარიშზე წარადგინოს საინკასო დავალება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში პირის საბანკო ანგარიშებიდან (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშისა) საინკასო დავალებით ჩამოწეროს გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხები და ჩარიცხოს ისინი შესაბამის ბიუჯეტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საბანკო დაწესებულებაში წარდგენილ საინკასო დავალებაში განახორციელოს თანხის შესაბამისი კორექტირება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 1 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 4 დეკემბერს გამოცემულ იქნა №068-2023-22009 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (443.8 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 დეკემბერს გამოცემული იქნა №025-2023-236186 ბრძანება, რომლითაც გაუქმებულია ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები. ამასთან, 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალების საფუძველზე, 2023 წლის 11 დეკემბერს ----- ბანკის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 443.08 ლარი, რაც გამოწვეული იყო ----- ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზით.
არასწორად ჩამოწერილი თანხების უკან დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოსავლების სამსახური უთითებს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის დაბრუნება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებს ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
ამავე ბრძანების 23-ე მუხლის თანახმად, „1. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
2. შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა უნდა დაბრუნდეს, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
ა) გადასახადის ან/და სანქციის თანხა გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან ჩამოწერილია საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით;
ბ) არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება პირის საბანკო ანგარიშიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადასახადის ან/და სანქციის თანხების ჩამოწერის შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების არამართლზომიერად ცნობის თაობაზე;
გ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით მიმართვის მომენტისათვის პირს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შეცდომით გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხა ექვემდებარება დაბრუნებას არამართლზომიერად ჩამოწერილ და აღიარებულ საგადასახადო დავალიანების თანხებს შორის დადებითი სხვაობის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალების საფუძველზე 2023 წლის 11 დეკემბერს ---- ბანკის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 443.08 ლარი, რაც გამოწვეული იყო ----- ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალებით ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოახდინოს საინკასო დავალებებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 ბრძანება ფ/პ ------------ის (პ/ნ ---------------------) საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ მიჩნეულ იქნეს არამართლზომიერად;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოახდინოს საინკასო დავალებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი თხოვს ჩამოწერილი თანხის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს 2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 324 ლარი, საურავი 119.80 ლარი.
მომჩივანის 2023 წლის 1 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა №068-2023-22009 ბრძანება აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (443.8 ლარი) გადახდევინება გადავადდა 2024 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 5 დეკემბერს გამოცემული იქნა №025-2023-236186 ბრძანება, რომლითაც გაუქმებულია მომჩივანის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებები.
ამასთან, 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალების საფუძველზე, 2023 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 443.08 ლარი, რაც გამოწვეული იყო საქართველოს ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით მომჩივანს ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 39.43 ლარი.
გადაწყვეტილება
ვინაიდან 2023 წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალების საფუძველზე 2023 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოწერილ იქნა 443.08 ლარი, რაც გამოწვეული იყო საქართველოს ბანკსა და შემოსავლების სამსახურს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის წლის 5 დეკემბრის №025-2023-229131 საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან თანხების ჩამოწერა არამართლზომიერია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოახდინოს საინკასო დავალებებით არამართლზომიერად ჩამოწერილი თანხების დაბრუნება ამავე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული წესით.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8 (5); 238(1 „ე“); 243(1 , 4);