ბრძანება N 21516

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.09.2023
№ დოკუმენტი 21516
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 21516

01.09. 2023

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფ(წ) „----------ის“ (ს/ნ ---------------)

(მის.: ---------------------------------------)

2023 წლის 14 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა უსფ(წ) „----------ის“ (ს/ნ ---------------) 2023 წლის 14 აგვისტოს №83046/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №16977 ბრძანებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ შეჩერებული აქვს საქმიანობა და უკანასკნელი რამოდენიმე წელია ფაქტობრივად არ გააჩნია არანაირი ოპერაცია (გარდა ერთ კონკრეტულ პირზე გაცემული ხელფასისა). მომჩივანი განმარტავს, რომ მიწოდების ოპერაციის გაუქმების გამო კომპანიას წარმოეშვა ზედმეტად გადახდილი თანხა დღგ-ის ნაწილში, რომლის ავტომატური წესით დაბრუნებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. აღნიშნულის შემდგომ კომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მრავალი დაპირების მიუხედავად, დღემდე არ სრულდება საგადასახადო შემოწმება, რის გამოც კომპანიისათვის შეჩერებულია ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნების პროცესი და ახლა უკვე არაავტომატური წესით თანხის დაბრუნებაშიც ეშლებათ ხელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №27107 ბრძანებით დაინიშნა უსფ(წ) „----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის აგვისტოს თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის სისწორის დადგენის მიზნით. აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 13 ივლისს გამოსცა №16977 ბრძანება უსფ(წ) „----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უსფ(წ) „----------ის“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ 2023 წლის 13 ივლისის №16977 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. უსფ(წ) „----------ის“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელს მიწოდების ოპერაციის გაუქმების გამო კომპანიას წარმოეშვა ზედმეტად გადახდილი თანხა დღგ-ის ნაწილში, რომლის ავტომატური წესით დაბრუნებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.

შემდგომ კომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაინიშნა საგადასახადო შემოწმება. აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან მრავალი დაპირების მიუხედავად, დღემდე არ სრულდება საგადასახადო შემოწმება, რის გამოც კომპანიას არაავტომატური წესით თანხის დაბრუნებაშიც ეშლებათ ხელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული ბრძანების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №27107 ბრძანებით დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის აგვისტოს თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის სისწორის დადგენის მიზნით. აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 13 ივლისს გამოსცა №16977 ბრძანება კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2023 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 51(1 „გ“) ; 263(1); 302(6);

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტი;