ბრძანება N 20671

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 22.08.2023
№ დოკუმენტი 20671
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20671

22 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -------- (პ/ნ -------)

(მის.: ---------)

2023 წლის 21 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ -------ის (პ/ნ ------) №124809/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 7 ივლისის N21-11/55324 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N84).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიწა, რომელზეც დარიცხულია გადასახადი, 2019 წლიდან არის სახელმწიფო საკუთრებაში და ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2018 წ. დარიცხვა (1836 ლარის ოდენობით) განხორციელდა 22.09.2019 წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები), ხოლო 2019 წ. დარიცხვა (1836 ლარის ოდენობით) განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადასახადები დარიცხული იყო ------ს რ-ში, სოფ. -------ში მიმდებარე 12,9439 ჰა საძოვარი (საკადასტრო კოდით N--------) და 101,8299 ჰა საძოვარი (საკადასტრო კოდით N-------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართებზე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად 2018 წლის დარიცხვაზე გამოცემული N049-299 საგადასახადო მოთხოვნა გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით 18.11.2020 წ. და უკან მობრუნდა 30.11.2020 წ., ხოლო 2019 წ. დარიცხვაზე გამოცემული N011-8589 საგადასახადო მოთხოვნა ფ/პ -------ის (პ/ნ ------) ავტორიზებულ ვებ-გვერდზე განთავსებულ იქნა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე (25.01.2022 წელს), რასაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 19.05.2023 წელს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ ფ/პ ------ის (პ/ნ ------) სახელზე 2007 წ. 18 ოქტომბრიდან ირიცხებოდა (საკუთრების უფლებით) -----ის რ-ში, სოფ. ------ში მიმდებარე 25,8879 ჰა საძოვარი (საკადასტრო კოდით N-------) და 203,6599 ჰა საძოვარი (საკადასტრო კოდით N--------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართები. ფ/პ -------- (პ/ნ -------) გარდაიცვალა 14.04.2015 წელს, ხოლო ------ის რ-ლი სასამართლოს 10.04.2017 წ. გადაწყვეტილებით აღნიშნული მიწის ფართების მესაკუთრედ (მემკვიდრეებად) ცნობილ იქნენ ფ/პ -------- (პ/ნ ------) და ფ/პ -------. მოგვიანებით, 08.06.2018 წ. -------ის რ-ლი სასამართლოს განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ------ის რ-ლი სასამართლოს 10.04.2017 წ. გადაწყვეტილება და დაწყებულ იქნა საქმის ხელახალი განხილვა. სადავო საქმე დასრულდა 21.02.2020 წ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით (საქმე Nა-5220-ა-6-2018). ------ის რ-ლი სასამართლოს 10.04.2017 წ. და 08.06.2018 წ. გადაწყვეტილებებში აღნიშნულია, რომ 2017 წელს სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა ------- და ------ის მიერ უძრავი ქონების (-------ის რ-ში, სოფ. -------ში მდებარე 25,8879 ჰა (საკადასტრო კოდით N-------) და 203,6599ჰა (საკადასტრო კოდით N--------) მიწის ფართების) ფაქტობრივი ფლობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტი დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოს ამონაწერებით (იხ. 22.11.2017 წლის და 15.04.2019 წელს განახლებული ამონაწერები). შესაბამისად, ფ/პ -------ის (პ/ნ ------) ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში დარიცხული 2018-2019 წწ. გადასახადები არ დაექვემდებარა შემცირებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში 2023 წლის 16 ივნისს შემოსული N103552-21-11 განცხადების საფუძველზე დაწყებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება ფ/პ -------ის (პ/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2018-2019 წწ. ქონების გადასახადის (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე) კორექტირება/ჩამოწერის თაობაზე - საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. სადავო საკითხის შესწავლის შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით ფ/პ -------ის (პ/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 07.07.2023წ. N66018-21-11 დასკვნით (იხ. დანართი) განხორციელდა 2018 წლის გადასახადის ჩამოწერა, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად განხორციელდა 2019 წ. გადასახადზე (ძირითად თანხაზე) დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). აღნიშნულის თაობაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობა 07.07.2023წ. N21- 11/55324 წერილით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 8 ივნისის ------ის რაიონული სასამართლოს განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი -------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც -------- და ------- მიჩნეულნი იქნენ -------ის უფლებამონაცვლედ. 2019 წლის 23 და 26 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით მოცემულ მიწებზე (საკადასტრო კოდით N-------- და საკადასტრო კოდით N---------) მესაკუთრედ ფიქსირდება სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად კი მითითებულია - 2018 წლის 8 ივნისის -------ის რაიონული სასამართლოს განჩინება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს ფ/პ -------ის (პ/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2019 წლის ქონების გადასახადი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------ის (პ/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. შემცირდეს ფ/პ -------ის (პ/ნ ------) პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2019 წლის ქონების გადასახადი;

3. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2021 წლის 7 ივლისის N21-11/55324 გადაწყვეტილება. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიწა, რომელზეც დარიცხულია გადასახადი, 2019 წლიდან არის სახელმწიფო საკუთრებაში და ითხოვს დარიცხული გადასახადის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 2018 წ. დარიცხვა (1836 ლარის ოდენობით) განხორციელდა 22.09.2019 წ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები), ხოლო 2019 წ. დარიცხვა (1836 ლარის ოდენობით) განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში 2023 წლის 16 ივნისს შემოსული განცხადების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში 07.07.2023წ. დასკვნით განხორციელდა 2018 წლის გადასახადის ჩამოწერა, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად განხორციელდა 2019 წ. გადასახადზე (ძირითად თანხაზე) დარიცხული საურავის კორექტირება (შემცირება). აღნიშნულის თაობაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობა 07.07.2023წ. წერილით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა შემცირდეს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული 2019 წლის ქონების გადასახადი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203, 299(1)(12)(13"ბ").