ბრძანება N 22989

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 29.10.2024
№ დოკუმენტი 22989
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22989

29 ოქტომბერი 2024

ბრძანება

"--------"-ის (პ/ნ "--------")

(მის: "--------")

2024 წლის 2 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა "--------"-ის (პ/ნ "--------") №92183/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 20 სექტემბრის №EL262679 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის პოზიცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც მებაჟეებმა ჩამოართვეს სიგარეტი და დაუწერეს 3000 ლარიანი ჯარიმა, გამოსვლისას შეაჩერეს და გაიყვანეს ოთახში ფიზიკური დათვალიერების მიზნით, რაზეც უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო მებაჟე ოფიცრები გაბრაზდნენ.

მიაჩნია რომ მის მიმართ, მებაჟეების მხრიდან განხორციელდა ძალადობა და არანორმალური მიდგომა. მისი პრობლემებიდან გამომდინარე კი ზოგჯერ თავს ვერ აკონტროლებს და ამჯერადაც არ დაემორჩილა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 20 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში "-------" - ის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა "--------" (პ/ნ "--------"). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს.

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა "--------"-ის კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერების გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობა აღნიშნულ პირს. "--------" არ დაემორჩილა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და უარი განაცხადა დათვალიერებაზე და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაზე. საბაჟო ორგანოს თანამშრომლის არაერთი განმარტებისა და მოთხოვნის მიუხედავად, "--------" წინააღმდეგობას უწევდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, უგულვებელყოფდა მათ კანონიერ მოთხოვნებს, რითიც აფერხებდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

გარკვეული დროის შემდეგ,"--------"-მ მებაჟე-ოფიცერს წარუდგინა პირადობის მოწმობა და განხორციელდა მისი კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება, რის შემდეგაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი: სიგარეტი „LEADER“ – 440 ღერი (22 კოლოფი), სიგარეტი „ZUMERRET“ – 40 ღერი (2 კოლოფი) და სიგარეტი „MORION“ – 400 ღერი (20 კოლოფი), რომელიც დამალული ჰქონდა სამგზავრო ჩანთაში სხვადასხვა პარკებში შეფუთული.

ვინაიდან"--------"-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფას, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ამასთან ერთად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (სიგარეტი) განმეორებით საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 20 სექტემბერს შედგენილ იქნა №EL262677 და №EL262679 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც "--------"-ს (პ/ნ "--------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

"--------" ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ამასთან ერთად, უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 16 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე და აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის (სიგარეტი) შემოტანის 20 ფაქტი, რა დროსაც საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეულ იქნა 6 260 ღერი (630 კოლოფი) სიგარეტი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს;

საბაჟო გამშვებ პუნქტში, რომელიც არის საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები;

საბაჟო ფორმალობა გულისხმობს დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელ სავალდებულო ქმედებას.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. აღნიშნული და სხვა ვალდებულებების განხორციელებაზე კონტროლის მიზნით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, საზღვარზე გადამაადგილებელი პირი ვალდებულია დაემორჩილოს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნებს და ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის მუხლი 177-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფა, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება, - იწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევის და მისი კანონიერი მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტს, რამაც შეაფერხა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "--------"-ის (პ/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მიღებულ იქნა მომჩივანის კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერების გადაწყვეტილება, რის თაობაზეც ეცნობა აღნიშნულ პირს. გადამხდელი არ დაემორჩილა მებაჟე-ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას და უარი განაცხადა დათვალიერებაზე და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაზე. საბაჟო ორგანოს თანამშრომლის არაერთი განმარტებისა და მოთხოვნის მიუხედავად,წინააღმდეგობას უწევდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირებს, უგულვებელყოფდა მათ კანონიერ მოთხოვნებს, რითიც აფერხებდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

განხორციელდა მისი კუთვნილი ბარგის და ხელბარგის დათვალიერება, რის შემდეგაც აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი.

ვიანიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისთვის წინააღმდეგობის გაწევას და მისი კანონიერ მოთხოვნის უგულვებელყოფას, რითიც შეფერხდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ამასთან ერთად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის განმეორებით საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის აღნიშნულ ფაქტებზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 20 სექტემბერს შედგენილ იქნა №EL262677 და №EL262679 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 31 ნაწილით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

მომჩივანს უფიქსირდება საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის 16 ფაქტი თამბაქოს ნაწარმზე და აქციზური მარკის გარეშე აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის შემოტანის 20 ფაქტი, რა დროსაც საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩამორთმეულ იქნა 6 260 ღერი სიგარეტი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

163,177.