გადაწყვეტილება № 28072/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 28072/2/2026
05 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,---- , 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 3.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28072/2/2026).
დავის საგანი:
კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად ჩათვლა და აღნიშნული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №006-265 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 აგვისტოს №18589 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 127 804.37 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 84 898
ჯარიმა - 42 449
საურავი - 457.37
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე მაკულატურის შეძენა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით ------ გატანა.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 აპრილის №7628 და 26 ივნისის №14230 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესყიდვის აქტები, განმარტებები და სხვა მსგავსი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 22 598 ლარის ოდენობით (აღნიშნულ ბრუნვაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები), ხოლო მთლიანი დეკლარირებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი (11 480 754 ლარი) წარმოადგენს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით მიღებულ შემოსავლებს. შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 1 652 614 ლარი. აღნიშნული დავალიანების ძირითადი ნაწილი არის ერთ არარეზიდენტ პირთან (-----) 1 645 103 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პირთან სავაჭრო ურთიერთობები დაწყებულია 2025 წლის თებერვლის თვიდან და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ერთპიროვნულ შემსყიდველ მხარეს. დებიტორული დავალიანების ნაშთი მზარდია. კერძოდ, პერიოდულად იზრდება 2025 წლის თებერვლის შემდეგ. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის (დებიტორული დავალიანების შესახებ) შესაბამისად, ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების უძრავი ნაშთი (339 591 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 30 ივნისის №14606 ბრძანება და №----- საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 127 804.37 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 21 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 17 აგვისტოს №18589 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, დებიტორული დავალიანების მზარდ ნაშთთან დაკავშირებით შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის დირექტორის მიერ წარდგენილია განმარტება, სადაც აცხადებს, რომ ორივე კომპანიის დირექტორებს შორის მუდმივად ხორციელდება სატელეფონო შეთანხმება დავალიანების შემცირების შესახებ, ხოლო ბოლო რამდენიმე ინვოისში დაწყებულია გადახდის ვადის მითითება. საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლა შემოწმების პროცესში განხორციელდა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარს. ზემოაღნიშნული არარეზიდენტი კომპანია წარმოადგენს ერთპიროვნულ შემძენ მხარეს, ხოლო მხარეთა შეთანხმება გადახდის ვადასთან დაკავშირებით, არ ცვლის აღნიშნული ოპერაციის რეალურ შინაარს და იმ ფაქტს, რომ დებიტორული დავალიანების ნაშთი მუდმივად მზარდია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელს შემსყიდველ კომპანიასთან - შპს „-----“-სთან აქვს გაფორმებული რეალიზაციის ხელშეკრულებები, სადაც გადახდის პერიოდი მოიცავს 180 დღეს, პროდუქციის მიწოდებიდან. ხელშეკრულებაში განსაზღვრულია მიწოდების ფასი და რაოდენობა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება საქონლის ექსპორტი და ყოველ ექსპორტირებულ საქონელზე იწერება (აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე) ინვოისი, რაც წარმოადგენს ექსპორტის დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტს. ყოველ ექსპორტს (მიწოდებას) გააჩნია შესაბამისი ინვოისი და მისი მაიდენტიფიცირებელი უნიკალური კოდი. თუ შესყიდვის ბაზარზე მოხდა ფასის ცვლილება, რაც საფუძველია ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ცვლილების, იდება ახალი ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრება ახალი ფასი და რაოდენობა (რაოდენობა უცვლელია, რადგან მისი მოცულობა იმდენად დიდია, რომ მიწოდებული საქონლის ფაქტობრივ რაოდენობას ჯერ არ ამოწურავს). აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ ექსპორტირებულ საქონელზე აქვს შესაბამისი ინვოისი თანხის მოთხოვნაზე. დავალიანების ანგარიშსწორება ხდება ყოველი ინვოისის მიხედვით, ესე იგი ყოველი მიწოდების მიხედვით. კერძოდ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას საგადახდო დავალებაში მითითებულია იმ ინვოისის ნომერი, რომლის ანაზღაურებაც ხდება. ესე იგი, ანაზღაურება ხორციელდება ყოველი მიწოდების შესაბამისად, რათა დაცული იქნას ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების შემდგომი ანაზღაურების 180 დღის პირობა. აღნიშნული პირობა მეტ წილად დაცულია. დანართ №4-ში წარმოადგენს ცხრილს, სადაც ჩამოთვლილია ექსპორტირებული საქონლის შესაბამისი ინვოისი და პარალელურ სტრიქონში აღნიშნულია შესაბამისი ინვოისის ანაზღაურების თარიღი და მოცულობა. მოცემული ცხრილიდან თვალნათლივ ჩანს, რომ კომპანიის დავალიანება წარმოადგენს 2026 წლის 8 მაისიდან მიწოდებული ექსპორტირებული საქონლის ასანაზღაურებელ დავალიანებას, რომელიც შედგება №---- და №----- ინვოისების ჩათვლით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №11 დანართის (დებიტორული დავალიანების შესახებ) არცერთი პუნქტი არ აქვს დარღვეული კომპანიას. საწარმოს არ აქვს დარღვეული დებიტორული დავალიანების წარმოშობიდან გონივრული ვადა. გადასახადის გადამხდელს დარჩა მისაღები მხოლოდ 2026 წლის 8 მაისიდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულება, რაც აღრიცხულია შესაბამისი ექსპორტირებული საქონლის ინვოისებით.
მეტი თვალსაჩინოებისთვის, კომპანიას შეუძლია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ექსპორტის ყოველი საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ინვოისი და ყოველი ანაზღაურების საგადახდო დავალება შესაბამისი ინვოისის მაინდენტიფიცირებელი ნომრით, რაც წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ კომპანიას მისაღები დებიტორული დავალიანება აღრიცხული აქვს ინდივიდუალურად ყოველი მიწოდების შესაბამისად.
მყიდველთან შეთანხმებული კონსიგნაციის 180 დღიანი პერიოდი მოიცავს პროდუქციის ექსპორტის რეჟიმში მოქცევიდან თანხის ჩარიცხვამდე პერიოდს. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, პროდუქციას სჭირდება დაახლოებით
20-25 დღე დანიშნულების ადგილზე მისასვლელად (გზა, ორი ქვეყნის საბაჟოს პროცედურები, შემაფერხებელი სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორები). ქარხანაში მისვლისას ტვირთი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას ტენიანობასა და ნაგვის შემცველობაზე, შედეგები თანხმდება მხარეებს შორის, რასაც დამატებით სჭირდება 15-20 დღე. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „----“ წარმოადგენს სანდო და მნიშვნელოვან შემსყიდველს კომპანიისთვის, ის ასევე მსხვილი მოთამაშეა ----- ქაღალდის გადამუშავების ბაზარზე. მყიდველი კომპანიის ეკონომიკურ გარემოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკაა შემდგომი გადახდის პირობებით თანამშრომლობა კონტრაქტორ კომპანიებთან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს ჩათვლით. კონსიგნაციის პერიოდი ხშირად მოიცავს 3 თვიდან 6 თვემდე პერიოდს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიისთვის ხელსაყრელია მყიდველი კომპანიის პირობების მიხედვით პროდუქციის მიწოდება გადახდის 180 დღიანი დაყოვნებით.
საწარმოს საქმიანობა გამიზნულია მოგების მისაღებად, ყოველი დადებული სამეწარმეო ხელშეკრულების შეფასება უნდა მოხდეს მიღებული სარგებლით. კომპანია 2021 წლიდან სტაბილურად აგენერირებს მოგებას, წლიური ბრუნვის 10%-დან 20%-მდე ოდენობით. მომგებიანობის პროცენტული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასევე მზარდია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენს 2,450,983 ლარს.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, რადგან კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტები საკმარისი იყო, რათა შემოსავლების სამსახურს მიეღო გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირებაზე, დამატებითი შესწავლის გარეშე. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს დამატებით დარიცხული თანხები.
22.09.2026 წელს მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მსჯელობას შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №11 დანართის (დებიტორული დავალიანების შესახებ) მეთოდური მითითებების გამოყენებაზე. კერძოდ:
ა) კომპანიის მიერ მიწოდებული ყოველი საქონლის პარტიაზე ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველი მიწოდებული პარტიის შესაბამისად გონივრულ ვადაში, 180 დღეში, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული;
ბ) საწარმოში არსებული დებიტორული დავალიანება წარმოადგენს ბოლო 180 დღის განმავლობაში გადატვირთული და აუნაზღაურებელი სასაქონლო პარტიების ღირებულებას;
გ) კომპანია მოცემულ შემსყიდველ საწარმოსთან საქმიანობას ახორციელებს 2025 წლის დასაწყისიდან, მისი სასაქონლო პარტიის მიწოდების ბრუნვა მზარდია, რაც იწვევს დებიტორული დავალიანების ზრდას;
დ) შემსყიდველმა კომპანიამ დაუდასტურა წერილობით აუნაზღაურებელი დავალიანება მიწოდებული სასაქონლო პარტიების შესაბამისად;
ე) მიმწოდებელი და შემსყიდველი კომპანიები არ წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს.
ვ) კომპანიის ფინანსური შედეგი (გაუნაწილებელი მოგება) იზრდება, რაც გამოყენებულია რეინვესტირებაში.
ა) მომჩივნის მიერ შემსყიდველ კომპანიასთან - შპს „-----“-სთან თანამშრომლობა დაიწყო 2025 წლის დასაწყისიდან, მათ შორის გაფორმდა რეალიზაციის ხელშეკრულებები, სადაც გადახდის პერიოდი მოიცავს პროდუქციის მიწოდებიდან 180 დღეს. ხელშეკრულებაში განსაზღვრულია მიწოდების ფასი და რაოდენობა.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება საქონლის ექსპორტი და ყოველ ექსპორტირებულ საქონელზე იწერება (აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე) ინვოისი, რაც წარმოადგენს ექსპორტის დეკლარაციის თანმხლებ დოკუმენტს. ყოველ ექსპორტს (მიწოდებას) გააჩნია შესაბამისი ინვოისი და მისი მაიდენტიფიცირებელი უნიკალური კოდი. თუ შესყიდვის ბაზარზე მოხდა ფასის ცვლილება, რაც საფუძველია ხელშეკრულებაში მოცემული პირობის ცვლილების, იდება ახალი ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრება ახალი ფასი და რაოდენობა (რაოდენობა უცვლელია, რადგან მისი მოცულობა იმდენად დიდია, რომ მიწოდებული საქონლის ფაქტობრივ რაოდენობა ჯერ არ ამოწურავს).
ყოველ ექსპორტირებულ საქონელზე აქვთ შესაბამისი ინვოისი თანხის მოთხოვნაზე, დავალიანების ანგარიშსწორება ხდება ყოველი ინვოისის მიხედვით, ესე იგი ყოველი მიწოდების მიხედვით. კერძოდ, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისას საგადახდო დავალებაში მითითებულია იმ ინვოისის ნომერი, რომლის ანაზღაურებაც ხდება. ესე იგი, ანაზღაურება ხორციელდება ყოველი მიწოდების შესაბამისად, რათა დაცული იქნას ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწოდების შემდგომი ანაზღაურების 180 დღის პირობა. აღნიშნული პირობა მეტ წილად დაცულია.
მყიდველთან შეთანხმებული კონსიგნაციის 180 დღიანი პერიოდი მოიცავს პროდუქციის ექსპორტის რეჟიმში მოქცევიდან თანხის ჩარიცხვამდე პერიოდს, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით პროდუქციას სჭირდება დაახლოებით 20-25 დღე დანიშნულების ადგილზე მისასვლელად (გზა, ორი ქვეყნის საბაჟოს პროცედურები, შემაფერხებელი სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორები), ქარხანაში მისვლისას ტვირთი გადის ლაბორატორიულ შემოწმებას ტენიანობასა და ნაგვის შემცველობაზე, შედეგები თანხმდება მხარეებს შორის, რასაც დამატებით სჭირდება 15-20 დღე. ასევე აღსანიშნავია, რომ შპს „-----“ წარმოადგენს სანდო და მნიშვნელოვან შემსყიდველს კომპანიისთვის, ის ასევე მსხვილი მოთამაშეა ----- ქაღალდის გადამუშავების ბაზარზე, მყიდველი კომპანიის ეკონომიკურ გარემოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკაა შემდგომი გადახდის პირობებით თანამშრომლობა კონტრაქტორ კომპანიებთან, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს ჩათვლით. კონსიგნაციის პერიოდი ხშირად მოიცავს 3 თვიდან 6 თვემდე პერიოდს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიისთვის ხელსაყრელია მყიდველი კომპანიის პირობების მიხედვით პროდუქციის მიწოდება გადახდის 180 დღიანი დაყოვნებით.
ასევე, დანართ №4-ში თვალნათლივ არის ნაჩვენები მიწოდებული სასაქონლო პარტიის მოთხოვნაზე ასანაზღაურებელი ღირებულების ჩარიცხვის ვადა, რომელიც მოცემულია „ჩარიცხვის გონივრული ვადა (დღე)“ სვეტში. ამ სვეტში რამდენიმე მიწოდებულ სასაქონლო პარტიაზე ჩარიცხვა დაგვიანდა ერთ შემთხვევაში 336 დღით და მეორე შემთხვევაში 204 დღით. თუმცა, სხვა მიწოდებულ სასაქონლო პარტიებზე ანაზღაურება არ შეფერხებულა ხელშეკრულებით დადგენილ 180 დღის ვადაში. აღნიშნულ დავალიანებას გააჩნდა მისი ობიექტური მიზეზები. კერძოდ, სანამ არ დადგინდა მიწოდებული პარტიის ხარისხობრივი მაჩვენებელი და არ გადაიტვირთა კონკრეტულ მიწოდების ადგილას, შემსყიდველმა კომპანიამ არ აიღო ვალდებულება მოცემულ სასაქონლო პარტიაზე თანხობრივი ანაზღაურების. აღნიშნულ ფაქტს ყურადღება უნდა მიექცეს იმის დასტურად, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ბ) დანართ №4-ში წარმოადგენს ცხრილს, სადაც ჩამოთვლილია ექსპორტირებული საქონლის შესაბამისი ინვოისი და პარალელურ სტრიქონში აღნიშნულია შესაბამისი ინვოისის ანაზღაურების თარიღი და მოცულობა. მოცემული ცხრილიდან თვალნათლივ ჩანს, რომ კომპანიის დებიტორული დავალიანება წარმოადგენს 2026 წლის 8 მაისიდან 29 ივნისის მდგომარეობით მიწოდებულ ექსპორტირებულ სასაქონლო პარტიებზე ასანაზღაურებელ დავალიანებას, რომელიც შედგება №0--------- დან №------ ინვოისების ჩათვლით. სულ 279 814 აშშ დოლარის ღირებულების ასანაზღაურებელი თანხით.
მოცემულ ცხრილში აღრიცხვა ნაწარმოებია 2026 წლის 29 ივნისის მდგომარეობით მიწოდებული სასაქონლო პარტიებით, რადგან აღნიშნული პერიოდი მოიცვა საგადასახადო შემოწმებამ. შესაბამისად, მიწოდებული სასაქონლო პარტიების ანაზღაურება აღრიცხულია 2026 წლის 3 სექტემბრის მდგომარეობით. თუმცა, კომპანიამ 2026 წლის 29 ივნისიდან კიდევ გადატვირთა სასაქონლო პარტიები და შესაბამისად მიიღო მიწოდებაზე ანაზღაურებული თანხები.
გ) როგორც აღინიშნა, მომჩივანმა შემსყიდველ კომპანიასთან - „-----“-სთან თანამშრომლობა დაიწყო 2025 წლის დასაწყისიდან. საქმიანი ურთიერთობის წარმატება დამოკიდებულია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვაზე და ურთიერთ ნდობაზე, რაც აისახა კომპანიებს შორის სასაქონლო პარტიების მიწოდების ბრუნვის გაზრდაზე. აღნიშნულმა გამოიწვია დებიტორული დავალიანების გაზრდა დინამიურად. თუ ამ მიწოდებას განვიხილავთ ცალკეული სასაქონლო პარტიების მიწოდებად, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალურად მიწოდებაზე ხელშეკრულების განსაზღვრული ვალდებულებები, მაშინ დებიტორული დავალიანება წარმოადგენს არა ყველა მიწოდებულ სასაქონლო პარტიაზე ასანაზღაურებელ თანხას, არამედ ყოველ მიწოდებულ სასაქონლო პარტიაზე.
ბუღალტრულ ჩანაწერში ტექნიკურად ვერ მოხერხდება ერთ შემსყიდველზე ცალ-ცალკე დებიტორული დავალიანების აღრიცხვა მიწოდებული სასაქონლო პარტიების შესაბამისად. ბუღალტრულ ჩანაწერში არსებულმა საერთო დავალიანების აღრიცხვამ შეცდომაში შეიყვანა აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი.
კომპანია იღებს ვალდებულებას აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდოს ექსპორტის ყოველი საბაჟო დეკლარაციის თანმხლები ინვოისი და ყოველი ანაზღაურების საგადახდო დავალება შესაბამისი ინვოისის მაიდენტიფიცირებელი ნომრით, რაც წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ კომპანიას მისაღები დებიტორული დავალიანება აღრიცხული აქვს ინდივიდუალურად ყოველი მიწოდების შესაბამისად.
დ) მომჩივანმა გააგზავნა წერილობითი მოთხოვნა შემსყიდველ კამპანია - შპს „-----“-სთან, რომ დაუდასტუროს 2026 წლის 3 სექტემბრისთვის კომპანიის მიერ 2026 წლის 26 ივნისის მდგომარეობით მიწოდებული და გადაუხდელი სასაქონლო პარტიების ჩამონათვალი შესაბამისი ინვოისების მითითებით. შემსყიდველი კომპანიიდან მიიღეს პასუხი, რასაც წარმოადგენს დანართ №5-ში.
ე) გადასახადის გადამხდელი და შემსყიდველი კომპანია - შპს „-----“ არ წარმოადგენს ურთიერთ დამოკიდებულ პირებს. მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ორივე მხარის კომერციული ინტერესები. დანართ №6-ში წარმოადგენს საჯარო რეესტრიდან ამონაწერს.
ვ) კომპანია 2021 წლიდან სტაბილურად აგენერირებს მოგებას, წლიური ბრუნვის 10%-დან 20%-მდე ოდენობით. მომგებიანობის პროცენტული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასევე მზარდია. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის გაუნაწილებელი მოგების ნაშთი შეადგენს
2 450 983 ლარს. აღნიშნული თანხა კომპანიამ გამოიყენა რეინვესტირებაში. მიწოდებული სასაქონლო პარტიების ბრუნვის გაზრდა მოითხოვს საქართველოს ბაზარზე შესაძენი მარაგების ხარჯის გაზრდას, ასევე სხვა შენახვის და მიწოდების ხარჯების გაზრდას. გამომდინარე კომპანიას არ გააჩნია საკმარისი თავისუფალი ფულადი ერთეული დივიდენდის გასანაწილებლად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №11 დანართის არცერთი პუნქტი არ აქვს დარღვეული კომპანიას, რადგან საწარმოს არ აქვს დარღვეული დებიტორული დავალიანების წარმოშობიდან გონივრული ვადა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბაჟო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული საბანკო ამონაწერები, ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები, შესყიდვის აქტები, განმარტებები და სხვა მსგავსი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 22 598 ლარის ოდენობით (აღნიშნულ ბრუნვაზე გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები), ხოლო მთლიანი დეკლარირებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი (11 480 754 ლარი) წარმოადგენს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით მიღებულ შემოსავლებს. შემოწმების მიმდინარეობისას ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 1 652 614 ლარი. აღნიშნული დავალიანების ძირითადი ნაწილი არის ერთ არარეზიდენტ პირთან (----) 1 645 103 ლარის ოდენობით. აღნიშნულ პირთან სავაჭრო ურთიერთობები დაწყებულია 2025 წლის თებერვლის თვიდან და დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ერთპიროვნულ შემსყიდველ მხარეს. დებიტორული დავალიანების ნაშთი მზარდია. კერძოდ, პერიოდულად იზრდება 2025 წლის თებერვლის შემდეგ. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №11-ის (დებიტორული დავალიანების შესახებ) შესაბამისად, ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების უძრავი ნაშთი (339 591 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ:
ა) კომპანიის მიერ მიწოდებული ყოველი საქონლის პარტიაზე ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველი მიწოდებული პარტიის შესაბამისად, საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით გონივრულ ვადაში, 180 დღეში და ხელშეკრულებით არის განსაზღვრული;
ბ) საწარმოში არსებული დებიტორული დავალიანება წარმოადგენს ბოლო 180 დღის განმავლობაში გადატვირთული და აუნაზღაურებელი სასაქონლო პარტიების ღირებულებას;
გ) კომპანია შემსყიდველ საწარმოსთან საქმიანობას ახორციელებს 2025 წლის დასაწყისიდან, მისი სასაქონლო პარტიის მიწოდების ბრუნვა მზარდია, რაც იწვევს დებიტორული დავალიანების ზრდას;
დ) შემსყიდველმა კომპანიამ დაუდასტურა წერილობით აუნაზღაურებელი დავალიანება მიწოდებული სასაქონლო პარტიების შესაბამისად;
ე) მიმწოდებელი და შემსყიდველი კომპანიები არ წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებულ პირებს;
ვ) კომპანიის ფინანსური შედეგი (გაუნაწილებელი მოგება) იზრდება, რაც გამოყენებულია რეინვესტირებაში;
ზ) დღეის მდგომარეობით სადავო თანხის ნაწილი გადახდილია, დაბრუნებულია შემსყიდველი მხარის მიერ, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის არგუმენტაციის (საქმიანობის სპეციფიკა და თანხის დაბრუნების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები) გათვალისწინებით, შესაძლებელია სადავო საკითხის დამატებით შესწავლა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, საქმიანობის სპეციფიკის დამადასტურებელი მტკიცებულებები). ასევე, სადავო საკითხის შესწავლისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 აგვისტოს №18589 ბრძანება;
3.გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, საქმიანობის სპეციფიკის დამადასტურებელი მტკიცებულებები). ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
4.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბართზე;
5.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიის მიმართ არსებული დებიტორული დავალიანების ანაზღაურებულად ჩათვლა და აღნიშნული თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე მაკულატურის შეძენა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გზით სხვა ქვეყანაში გატანა.
შემოწმების მიხედვით საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 22 598 ლარის ოდენობით, ხოლო მთლიანი დეკლარირებული შემოსავლების უმეტესი ნაწილი (11 480 754 ლარი) წარმოადგენს ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გზით მიღებულ შემოსავლებს.
შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება დებიტორული დავალიანების ნაშთი 1 652 614 ლარის ოდენობით, რომლის ძირითადი ნაწილი არის ერთ არარეზიდენტ პირთან, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობები დაწყებულია 2025 წლის თებერვლიდან და რომელიც წარმოადგენს ერთპიროვნულ შემსყიდველ მხარეს. დებიტორული დავალიანების ნაშთი პერიოდულად მზარდია. აღნიშნული ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა. საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 17 აგვისტოს №18589 ბრძანება
გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მათ შორის, ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, საქმიანობის სპეციფიკის დამადასტურებელი მტკიცებულებები). ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101;154;