ბრძანება N 20894

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.09.2024
№ დოკუმენტი 20894
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20894

25 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ -----------------)

(მის: ---------------------------------------)

2024 წლის 31 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 აგვისტოს და 19 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №92; ოქმი №101) განიხილა შპს „------------ის“ (ს/ნ -----------------) №128507/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 10 ივლისის №094-33 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს კვლავ დაევალა საკითხის შესწავლა და თანხების კორექტირება, თუმცა შემოწმების მიერ კვლავ გაგრძელდა წარდგენილი მტკიცებულებების უგულვებელყოფა და შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზეც გადაანგარიშება არ განხორციელდა იმ საბაბით, რომ პერიოდი არის ხანდაზმული. მიუთითებს, ყველა წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ საწარმო წარმოადგენს შპს „------ის“ ჩამნაცვლებელს. ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და უარყოფითი საკურსო სხვაობის, ასევე დეკლარირებისას გამორჩენილი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგით მიღებული ქონების ცვეთის თანხის, ასევე გადახდილი ქონების გადასახადის გამოქვითვებში ჩართვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 თებერვლის №3676 ბრძანებით შპს „------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 თებერვლის №3676 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 28 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 10 ივლისის №094-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადაანგარიშების ეტაპზე, აუდიტის დეპარტამენტში გადამხდელის მიერ 15 დღის ვადაში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები (გაანგარიშების ცხრილები) სადავო საკითხთან დაკავშირებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა აღნიშნული მასალების შესწავლა, თუმცა ხელთარსებული დოკუმენტაცია არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ზუსტად განისაზღვროს 2011 და 2012 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან შესამოწმებელი პერიოდი და აქტიც არის ხანდაზმული, დღეის მდგომარეობით საჭიროა ძველი ბუღალტრული პროგრამის ანალიზი, მათ შორის, კურსთაშორის სხვაობების. შესაბამისად, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტში არ არის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამა, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები შემოწმებისთვის არ არის სრულყოფილი, რადგან შემმოწმებელი არ ფლობს სრულ ინფორმაციას ფაქტობრივ გარემოებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე დასკვნით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 38-ე ნაწილის თანახმად, ლიზინგი არის, ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად,1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 111-ე მუხლის მე-12 და მე-13 ნაწილების თანახმად:

12. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგით გაცემული თითოეული ძირითადი საშუალება ცალკე ჯგუფად აღირიცხება. მასზე საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება სალიზინგო გადასახდელების დისკონტირებული ღირებულების ოდენობით, რომელიც განისაზღვრება ლიზინგის პირობებისა და ამ ძირითადი საშუალების ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის გათვალისწინებით.

13. ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალების ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნების შემთხვევაში ეს ძირითადი საშუალება რჩება იმავე ჯგუფში და შემდგომ ლიზინგით გაცემამდე მასზე საამორტიზაციო ანარიცხების დარიცხვა ჩერდება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, სალიზინგო ხელშეკრულებაში ჩანაცვლების საფუძველზე კომპანიაზე გადმოსული ლიზინგის დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი უნდა აღიარდეს გამოსაქვით ხარჯად. ხარჯში ასახული უნდა იქნეს სალიზინგო ვალდებულების გადმოსვლის ანგარიშში წარმოშობილი უარყოფითი საკურსო სხვაობა. საგადასახადო ცვეთის გრაფაში გამორჩენილია ლიზინგით მიღებული ქონების საგადასახადო ცვეთა, ხოლო ამ ქონების ანგარიშში კუთვნილი ქონების გადასახადი სრულადაა გადახდილი. კომპანიის მიერ გამოსაქვით ხარჯში გამორჩენილია ლიზინგის ხელშეკრულების ანგარიშში დარიცხული დისკონტირებული საპროცენტო ხარჯი.

გადამხდელი მიუთითებს, რომ გადაანგარიშების დასკვნაში შემმოწმებელი საუბრობს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული პერიოდი არის ხანდაზმული და არ არის წადგენილი საბუღალტრო პროგრამა, თუმცა მზადაა აღნიშნული პროგრამა, მათ შორის 2010-2011 წლების საანგარიშო პერიოდზეც წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს. გადამხდელი ასევე აღნიშნავს, რომ შემმოწმებლისთვის წადგენილ იქნა ყველა მტკიცებულება, მათ შორის, 2015 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც შემმოწმებელი საუბრობს მასზედ, რომ 2011 წლის 17 მარტს საწარმო ჩაენაცვლა №5 ნავსადგომის გრძელვადიანი იჯარის (ლიზინგის) ხელშეკრულებაში გადამხდელად შპს „--------სს“ და ამ ნავსადგომზე ოპერირების უფლება და ყველა მოვალეობა გადმოეცა შპს „--------სს“, ასევე დამატებით წარდგენილ იქნა კორპორაცია „----------ის“ 2016 წლის 12 იანვრის წერილობითი დასტური მასზედ, რომ №5 ნავსადგომის ლიზინგით გაცემის ანგარიშში საიჯარო ქირის დარიცხული თანხის ზემოთ დისკონტირებული და ნავსადგურის მიერ წლიურ შემოსავლებზე დამატებული თანხა შეადგენს 2011 წლის შედეგებით 181 924 ლარს, ხოლო 2012 წელს - 106 899 ლარს. ასევე წერილობით დადასტურებულია, რომ დისკონტირების შედეგად დარიცხული საიჯარო ქირის ზემოთ არსებული საპროცენტო შემოსავლები ასახულია ლიზინგის ანგარიშში წარმოშობილი გრძელვადიანი მოთხოვნების ანგარიშში და ყოველი წლის ბოლოს არსებული გაცვლითი კურსის მიხედვით ხდება აღნიშნული მოთხოვნების გადაფასება და აღნიშნულის შედეგად მიღებული საკურსო სხვაობები სრულადაა ასახული კომპანიის დასაბეგრ შემოსავლებში, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები აღიარებულია კომპანიაში 2011- 2012 წლების შედეგებზე ჩატარებული შემოწმების მასალებითაც. ასევე წარდგენილ იქნა 2011 წლის მარტის თვეში გაფორმებული დამატება საიჯარო (ლიზინგის) ხელშეკრულებაზე, რომლითაც ნათლად ჩანს, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში ხდება მოიჯარის ჩანაცვლება, ხოლო აღნიშნული დოკუმენტი რეგისტრირებულია როგორც ნოტარიულად, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს კვლავ დაევალა საკითხის შესწავლა და თანხების კორექტირება, თუმცა შემოწმების მიერ კვლავ გაგრძელდა წარდგენილი მტკიცებულებების უგულვებელყოფა და შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის საფუძველზეც გადაანგარიშება არ განხორციელდა იმ საბაბით, რომ პერიოდი არის ხანდაზმული. ითხოვს ლიზინგის ხელშეკრულებაში ჩანაცვლების გამო დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და უარყოფითი საკურსო სხვაობის, ასევე დეკლარირებისას გამორჩენილი დისკონტირებული საპროცენტო ხარჯის და ლიზინგით მიღებული ქონების ცვეთის თანხის, ასევე გადახდილი ქონების გადასახადის გამოქვითვებში ჩართვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის №3676 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №3676 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 28 ივნისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №094-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(38); 105(1.2); 111(12,13);