ბრძანება N 24904

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.11.2024
№ დოკუმენტი 24904
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24904

27 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „--------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2024 წლის 11 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №123) განიხილა ი/მ ---------- (ს/ნ ----------) 2024 წლის 11 ნოემბრის №186286/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ოქტომბრის ID:----------- შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის დაბრუნებას. აცხადებს, რომ არის მარტოხელა დედა და არ იცოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათით სარგებლობისთვის რომ უნდა აეღო ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად შეისწავლა ი/მ -------- (ს/ნ ---------) მიერ 2024 წლის 11 ოქტომბერს წარდგენილი მოთხოვნა (ID: ---------) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 21 ოქტომბერს (ID: --------) გადამხდელს დაუდგინდა ხარვეზი. სახეზე იყო „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი კერძოდ:

„-წარმოდგენას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა.გ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი“.

დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (წარდგენილ იქნა 2024 წლის 29 ოქტომბრის №--------- შესაგებელი), ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.

ხოლო, 11 ნაწილის თანახმად, მიუხედავად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა, თუ ფიზიკური პირი ითხოვს გადახდის წყაროსთან დაკავებული იმ საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებას, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან იმ პერიოდისა, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება: ა) „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე;

ბ) ზედმეტად გადახდილი გადასახადის წარმოშობის თარიღი, დადგენილი წესის შესაბამისად შევსებული, საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების და ანგარიშგების ფორმების პირადი აღრიცხვის ბარათზე სრულად ასახვა (პროცედურა არ გულისხმობს დეკლარაციაში/ანგარიშგებაში ასახული მონაცემების სისწორის კონტროლს/დადგენას);

გ) შესაბამისი შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის ურთიერთშესაბამისობა;

დ) ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით შესამცირებლად გაანგარიშებული თანხის შესაბამისობა დამსაქმებლის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით წარდგენილ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცი(ებ)ის მონაცემებთან.

ხოლო ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის არ იყო წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მარტოხელა მშობლის მიერ საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათის გამოყენების საფუძვლად განიხილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზეა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 135 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 ოქტომბრის ID:---------- შესაგებელი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---------- (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის დაბრუნებას. აცხადებს, რომ არის მარტოხელა დედა და არ იცოდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათით სარგებლობისთვის რომ უნდა აეღო ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 ოქტომბრის შესაგებელი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:63(1);65;

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანება