ბრძანება N 30908

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.12.2023
№ დოკუმენტი 30908
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30908

08 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს ,,----------“-ს (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 10 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N125) განიხილა სს ,,----------“-ს (ს/ნ ----------) N21270/2/2023 (114698-03) საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის NCB1540035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სს ,,----------“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ავტოსადგომზე განახორციელეს საკონტროლო შესყიდვა. კერძოდ, სადავო ოქმის მიხედვით ----------სგან შეისყიდეს 2 ლარის ღირებულების ავტოსადგომის მომსახურება და საკონტროლო სალარო აპარატის გამოუყენებლობისათვის სს ,,----------“-ს სანქციის სახით განესაზღვრა გაფრთხილება.

მომჩივანი აცხადებს, რომ ვინაიდან სს ,,----------“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, გაცემული აქვთ იჯარით, რის შემდგომაც თავად მოიჯარე აწარმოებს დამოუკიდებლად სამეწარმეო საქმიანობას, სს ,,----------“ არ აქვს ვალდებულება იქონიოს სალარო აპარატი. შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმი და მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებები არ არის რელევანტური და შეუსაბამოა საქართველოს კანონდებლობასთან მიმართებაში. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ განხორციელებული საკონტროლო შესყიდვა უნდა მომხდარიყო იმ კონკრეტულ მოიჯარესთან, რომელიც იქნებოდა საგადასახადო შემოწმების ობიექტი. ამასთან განმარტავს, რომ საკონტროლო შესყიდვა ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა ----------სგან, ვინაიდან იგი წლებია იკავებს სს „----------“ დაცვის უფროსის პოზიციას. შესაბამისად არ შედის მის კომპეტენციაში იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე საქმიანობის წარმოება და მომსახურების მიწოდება.

გადასახადის გადამხდელი ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სს „----------“ არ არის და ვერც იქნებოდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის სუბიექტი და სადავო ოქმი შედგენილია ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის და დადგენის გარეშე.

საჩივარში მოყვანილი არგუმენტებისა და ფაქტების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და ოქმის შემდგენი ოფიცრის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ 2023 წლის 25 ოქტომბერს სს „----------“-ს (ს/ნ ----------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ოქტომბრის N24165 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. კერძოდ, 2023 წლის 25 ოქტომბრის საკონტროლო შესყიდვის შესახებ N838298 ოქმის თანახმად საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ----------სთან (ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით აღნიშნული პირი წარმოადგენს სს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიერ დასაქმებულ პირს), რა დროსაც 2,00 ლარის ღირებულების მომსახურებაზე („ავტოსადგომის მომსახურება“). ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნულის საფუძველზე სს „----------“-ს (ს/ნ ----------) მიმართ შედგენილი იქნა NCB1540035 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოქმედი საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მესამე ნაწილის ნაცვლად ამავე კოდექსის 270- ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ,,გაფრთხილება.“

რაც შეეხება საჩივარში წარმოდგენილ გადამხდელის არგუმენტაციას, რომ კონტროლის პროცედურის განხორციელების პერიოდისათვის იჯარით ჰქონდა გაცემული სს ,,----------“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი ფ/პ ----------ზე (პ/ნ ----------), აღნიშნული გარემოება ვერ იქნა გაზიარებული, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულებები გაფორმებულია 2023 წლის 15 მარტს 6 (ექვსი) თვის ვადით და კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს იჯარის ხელშეკრულება იყო ვადაგასული.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია მომხმარებლის მიერ მისთვის მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურებისას, შესაბამისი მონაცემების აღსარიცხავად გამოიყენოს საკონტროლო სალარო აპარატი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე სსა-ის გამოყენება, რაც, თავის მხრივ, მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. სს „----------“-ს (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 25 ოქტომბერს მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა. კერძოდ, 2023 წლის 25 ოქტომბრის საკონტროლო შესყიდვის შესახებ ოქმის თანახმად საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა ფ/პ-თან (ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებით აღნიშნული პირი წარმოადგენს მომჩივანის მიერ დასაქმებულ პირს), რა დროსაც 2,00 ლარის ღირებულების მომსახურებაზე („ავტოსადგომის მომსახურება“). ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მონაცემები არ აღრიცხულა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით და არ იქნა ამობეჭდილი საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკი. აღნიშნულის საფუძველზე მომჩივანის მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სანქციის სახით შეეფარდა „გაფრთხილება.“

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 281(3); 270(7).