ბრძანება N 5172
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5172
17.03.2023
სს „-----------------ის“ (ს/ნ ----------------)
(მის.: -----------------------------------------)
2023 წლის 17 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა სს „-----------------ის“ (ს/ნ ----------------) №29827/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 15 იანვრის №EL197243 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ კონტეინერი სადგურ -------ში შემოვიდა 2023 წლის - იანვარს, რომელიც გადაიტვირთა ვაგონზე და გაიგზავნა სადგურ ------------დან -- იანვარს. სადგურ --------ი -----------ში ვაგონი შევიდა ------ იანვარს, ხოლო გავიდა - იანვარს. -------ლის კომერციული დათვალიერების პუნქტის თანამშრომლების მიერ კონტეინერზე კომერციული წუნი არ დაფიქსირებულა. სადგურ -----ნის - იანვრის წერილისა და 15 იანვრის №--------- საერთო ფორმის აქტის თანახმად აიხსნა კონტეინერის კარებზე დადებული უმოქმედო დამღის გამო. საბაჟო სამსახურის, დაცვის პოლიციის და რკინიგზის წარმომადგენლების მიერ კონტეინერში ტვირთის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დანაკლისი არ გამოვლენილა. კონტეინერი დაილუქა და გაიგზავნა დანიშნულებით.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კანონი პასუხისმგებლობას ადგენს სამართალდარღვევის განზრახ ჩადენისათვის და შესაბამისად სამართალდამრღვევი უნდა მოქმედებდეს განზრახ, რისი მტკიცების ტვირთი ცალსახად ფაქტის გამომვლენი ადმინისტრაციული ორგანოს მხარეს არის. მომჩივნის მოსაზრებით ასეთი კატეგორიის საქმის განხილვისას საქმის მწარმოებელი ორგანო ვალდებულია დაადგინოს არა მხოლოდ ლუქის მოხსნა/მოცილების ან განადგურების ფაქტი, არამედ მისი დაზიანების მიზეზი და მის ჩადენაში ბრალეული პირი. საჩივარში ასევე მითითებულია, რომ საქონლის დანაკლისი არ გამოვლენილა და შესაბამისად, საბაჟო ორგანოს მხრიდან არამართლზომიერად იქნა გამოყენებული კომპანიის მიმართ სანქციის შეფარდება.
აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 181-ე მუხლებზე მითითებით, ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სს --------ის არგუმენტები ჩაითვლება არასაკმარისად, ითხოვს კომპანია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის -- იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ის“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან სარკინიგზო შემადგენლობით შევიდა------ის რესპუბლიკის დანიშნულებით მიმავალი №----- ვაგონი, რომელზეც განთავსებული იყო ტრანზიტული საქონლით (მანქანები და მექანიზმები) დატვირთული №------ კონტეინერი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დათვალიერდა ზემოაღნიშნული სარკინიგზო შემადგენლობა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ №---------- კონტეინერის მხოლოდ ერთ კარზე იყო დადებული იდენტიფიკაციის საშუალება, ხოლო მეორე კარი იყო დაულუქავი და შესაძლებელი იყო ლუქის დაუზიანებლად ტვირთთან შეღწევა. ამასთან, კონტეინერში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის რაოდენობა შეესაბამებოდა თანმხლებ დოკუმენტებში მითითებულ რაოდენობას.
ვინაიდან, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული კონტეინერი გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა, ამასთან სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი – სს „-----------ა“ ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული 2022 წელს, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „-------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის - იანვარს შედგენილ იქნა №EL197243 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სს „-----------------ის“ (ს/ნ ----------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საჩივარი შპს „----------------ს“ ჩაჰბარდა 2023 წლის -- თებერვალს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა არის საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობანაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №2) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი აზუსტებს, რომ იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების, საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება ანდა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლევა – იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხიმგებელი პირი, შესაბამისად სწორედ მას ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც მომჩივნის მიერ არ შესრულდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „----------------ა“ იგივე ქმედების ჩადენისთვის 12 თვის განმავლობაში არაერთგზის არის დაჯარიმებული, ადგილი აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ფაქტს.
სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს „-----------------ის“ (ს/ნ ----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.ითხოვს მის ბათილად ცნობას და საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან განთავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთული კონტეინერი გადაადგილდებოდა იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში ამ იდენტიფიკაციის საშუალების დაუზიანებლად შეღწევის შესაძლებლობას იძლეოდა.
ამასთან,სარკინიგზო შემადგენლობის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირი ანალოგიური ქმედების ჩადენისთვის არაერთგზისაა დაჯარიმებული . გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(5,6,7,9);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:70(1);100(5,7);163(11);166(2);
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1; 2 (1 „დ“ ); 53(5); 601( 1 ,2 ); 96;177;178;179;181;
სამოქალაქო კოდექსის 668;686(1)
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2003 წლის 18 აპრილის №26 ბრძანებით დამტკიცებული „რკინიგზის ტვირთის გადაზიდვის წესების“ 1;30(1 „ბ“);31(1);327(1,2);. 328(2);329(1,2);
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) 1(1);(დანართი №2) ;30(3 );