გადაწყვეტილება №18650/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18650/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------- ------------ე (ს/ნ ------------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- --------ის 15.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18650/2/2023).
დავის საგანი:
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №081-79 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 28.12.202 წლის №33345 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 25 305,43 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №081-79 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 25 305.43 ლარის ოდენობით.
მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2022 წლის №081-79 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.12.202 წლის №33345 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);
საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას მომსახურების დეპარატმენტის მხრიდან, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტზე უკვე ერთხელ დაჯარიმდა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2020 წლის № 081-147 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე. აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურში. შესაბამისად, ერთ სამართალდარღვევაზე ორჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ განცხადებაში მითითებული აქვს, რომ დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და განახორციელა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა, რომელიც ეხება 2017 წელს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ ადგილი აქვს მექანიკურ შეცდომას მომსახურების დეპარატმენტის მხრიდან, ვინაიდან აღნიშნულ ფაქტზე უკვე ერთხელ დაჯარიმდა აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2020 წლის № 081-147 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის 28.12.202 წლის №33345 ბრძანებით დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 28.12.202 წლის №33345 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.