გადაწყვეტილება №18414/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 23.12.2022
№ დოკუმენტი 18414/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18414/2/2022

23.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს --------- (ს/ნ ---------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს -------------- 9.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18414/2/2022).

 

დავის საგანი:

საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №EL184345 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №EL184348 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №EL184350 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. საბაჟო დეპარტამენტის 22.09.2022 წლის №EL184379 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

5. შემოსავლების სამსახურის 24.11.2022 წლის №29339 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 050 ლარი.

მათ შორის:

ჯარიმა - 100 ლარი;

ჯარიმა - 350 ლარი;

ჯარიმა - 350 ლარი;

ჯარიმა - 250 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ 22.09.2022 წელს შედგენილია №EL184345, №EL184348, №EL184350 და №EL184379 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა ჯამში 1 050 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები 24.10.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.11.2022 წლის №29339 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 13.12.2022 წლის №ა------21 საგადასახადო შეთანხმება, რომლის 3.3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 23.10.2022 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 1 500 000 ლარით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სადავო საგადასახადო დავალიანებაზე, გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.