ბრძანება N 20391

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.09.2024
№ დოკუმენტი 20391
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20391

17 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ --- ის (ს/ნ ---)

(მის: ---) 2024 წლის 21 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 6 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ი/მ --- ის (ს/ნ ---) N140281/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 19 ივლისის ID:--- გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 97-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არ შეისწავლა გარემოებები და ისე გასცა დაუსაბუთებელი შეუსწავლელი უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 16.07.2024 წ. შემოსულია ი/მ ---ის (პ/ნ ---) ID:---განცხადება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის თაობაზე. ი/მ ----ის (პ/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს. კერძოდ, 01.01.2021 წლის მდგომარეობით როგორც შედარების აქტით, ასევე ნაერთი ინფორმაციით დავალიანება არ ერიცხებოდა. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 11312.45 ლარს, ხოლო 01.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ დაექვემდებარა ჩამოწერას. აღნიშნულის შესახებ ი/მ ---ს (პ/ნ ---) ეცნობა 19.07.2024 წელს ID:--- წერილით, რომელიც ჩაბარდა 29/07/2024 წელს. ი/მ ---ს (პ/ნ ---) 27.08.2024 წ. მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება სულ - 246876.77 ლარი (მათ შორის ძირი - 116824.99, ჯარიმა - 56635 ლარი და საურავი - 73416.78 ლარი) და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული - ჯარიმა 71330.44 ლარი. არაღიარებულ დავალიანებად აღრიცხულია მონიტორინგის დეპარტამენტის ოქმებით 11.03.2022 წელს დარიცხული ჯარიმები ჯამში 71330.44 ლარი. ი/მ ---თან (პ/ნ ---) 31.05.2021 - 30.08.2021წ. ჩატარებულია შემოწმება 01.01.2018 - 01.05.2021წ. პერიოდებზე. საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 22.07.2021წ. რომლის მიხედვით სულ დარიცხულია 202706.22 ლარი. ი/მ ----ის (პ/ნ ----) მიერ 01.01.2021-დან 27.08.2024-მდე სულ დარიცხულია 263686.16, მათ შორის ძირითადი - 134234.37 ლარი, ჯარიმა - 56035 ლარი, საურავი - 73416.79 ლარი, გადახდილია 5496.94 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პირს ერიცხება საგადასახადო ვალდებულება რამდენიმე გადასახადში და გადაიხადა თანხა, რომელიც საკმარისი არ არის გადასახადების მიხედვით არსებული დავალიანების დასაფარავად, თანხის განაწილება მოხდება ცალკეული გადასახადის ვალდებულების წარმოშობის ვადის მიხედვით. შესაბამისად, გადახდილი თანხით პირველად დაიფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება. ანალოგიური თანმიმდევრობით მოხდება სანქციაში არსებული ვალდებულების დაფარვა. გადასახადის, ჯარიმისა და საურავის მიხედვით ბარათზე არსებული ვალდებულების დაფარვით განისაზღვრება ცალკეული გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები.

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დროებითი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულება/სანქცია გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე აისახება მას შემდეგ, რაც გახდება აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, შესაბამისად ამ გარემოების დადგომის შემდეგ პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო ვალდებულების თანხები აისახება შესაბამისი სავადოებით, ამავე თანხით მცირდება დროებით ბარათზე აღრიცხული საგადასახადო ვალდებულება.

ამავე ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს დავალიანების ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მეწარმის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დადგინდა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს. კერძოდ, 01.01.2021 წლის მდგომარეობით როგორც შედარების აქტით, ასევე ნაერთი ინფორმაციით დავალიანება არ ერიცხებოდა. ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 11312.45 ლარს, ხოლო 01.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ დაექვემდებარა ჩამოწერას.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 309 (37, დ).