ბრძანება N 16327
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16327
21 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(მის.: ----------)
2025 წლის 2 და 30 მაისის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 ივლისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2025 წლის 2 მაისის №563064 (რეგ. №67666/21) და 30 მაისის №95982/1/2025 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15, 2025 წლის 17 აპრილის №063-12, 2025 წლის 20 მაისის №063-14 და 2025 წლის 20 მაისის №063-15 „საგადასახადო მოთხოვნებთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ტრასპორტირების ხარჯის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ მეწარმეს უფიქსირდება ტრანსპორტირების ხარჯი 11 600 ლარის ოდენობით, რომლებზეც არსებობს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში პირს უფიქსირდება გამოწერილი 29 ერთეული ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები, სადაც გადამზიდავს წარმოადგენს მომსახურების გამწევი ი/მ ---------- (პ/ნ ----------).
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას. აცხადებს, რომ სრულად აქვს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და სრულყოფილად აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის საშუალება არ მიეცა შემმოწმებლების მიერ განხორციელებული არასწორი კომუნიკაციის გამო. ასევე მეწარმისათვის არ მომხდარა არც საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის და არც გაანგარიშების ცხრილების გაცნობა და წარდგენა. შესაბამისად, გაუგებარია როგორ მოხდა ფ/პ-ებისათვის გადახდილ თანხად ჩათვლილი და შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადის 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის გაანგარიშება. მიიჩნევს, რომ აღნიშნული გაანგარიშებულია შეცდომით. გადამხდელი ითხოვს მიეცეს საშუალება წარმოადგინოს მის ხელთ არსებული სააღრიცხვო მონაცემები და დოკუმენტაცია, ასევე აუდიტორის მხრიდან მოხდეს სრულფასოვანი თანამშრომლობა, გაანგარიშებების ცხრილების მიწოდება და წარდგენილი ინფორმაციის თანმიმდევრულად და გადამხდელის ჩართულობით შესწავლა.
3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა განხორციელდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციის მოხსნას.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მიერ 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 20 სექტემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №063-12 და 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 მარტის №4751 და 2023 წლის 30 ივნისის №15548 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 28 646 ლარი, მათ შორის: გადასახადი 19 097 ლარი და ჯარიმა 9 549 ლარი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 19 ივლისის №17566 ბრძანება და ამავე თარიღის №063-15 საგადასახადო მოთხოვნა.
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მიერ 2023 წლის 19 ივლისის №063-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 20 სექტემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 31 მარტს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას სულ 8 657 ლარის ოდენობით (გადასახადი 5 770 ლარი; ჯარიმა - 2 887 ლარი). აღნიშნულ დასკვნაზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და №7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დადგინდა, რომ 2025 წლის 17 აპრილის №7288 ბრძანების საფუძველზე, ამავე თარიღის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, გადასახადების სახეების და ვადების მიხედვით, გადასახადების აღრიცხვისას მოხდა ტექნიკური უზუსტობა, რის შედეგად გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადები აისახა არასწორად. შესაბამისად, 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა არასწორად იქნა ფორმირებული - აქტით დარიცხული თანხები გაორმაგდა: 2023 წლის 19 ივლისის №063-15 ,,საგადასახადო მოთხოვნით“ საშემოსავლო გადასახადში აქტით დარიცხული გადასახადი შეადგენდა 28 805 (23 951 + 4 854) ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 57 610 (28 805 * 2) ლარს. აქტით დარიცხული ჯარიმა შეადგენდა 9 549 ლარს, ხოლო კორექტირებულ №063-12 საგადასახადო მოთხოვნაში 19 098 (9 549 * 2) ლარს.
აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 მაისის დასკვნა, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №10028 ბრძანების საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) მიმართ შედგენილი 2025 წლის 31 მარტის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №7288 და 7330 ბრძანებები და 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-14 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით ანულირებულ იქნა (გაუქმდა) 2025 წლის 17 აპრილის №063-12 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით გპაბ-ზე არასწორად აღრიცხული თანხები და გასწორებულმა გადასახადმა კვლავ შეადგინა 28 805 ლარი, ხოლო ჯარიმამ - 9 549 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით 2025 წლის 16 მაისს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც პირს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი - 5 770 ლარი, ჯარიმა - 2 887 ლარი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №10193 ბრძანება და 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, სადაც გადასახადი შეადგენს 23 035 (28 805 – 5 770) ლარს, ხოლო ჯარიმა შეადგენს 6 662 (9 549 - 2 887) ლარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საგადასახადო შემოწმების აქტით და დასკვნით დარიცხული/შემცირებული თანხები სწორად და სრულადაა ასახული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, ასევე სწორადაა გენერირებული, როგორც 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტზე გამოცემული 2023 წლის 19 ივლისის №063-15 „საგადასახადო მოთხოვნა“, ასევე 2025 წლის 16 მაისის დასკვნაზე გამოცემული 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მითითებულ კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ არ არსებობს დავის საგანი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 აპრილის №063-12 და 2025 წლის 20 მაისის №063-14 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ჯართი) შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები));
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის დოკუმენტაცია (მათ შორის, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დასტურდება ხარჯის გაწევის ავთენტურობა, საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს სრულად გაითვალისწინოს და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გაანგარიშებული საქონლის თვითღირებულების ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ ჯართის ღირებულებად ჩათვლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 მაისის №11521 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 16 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 8 657 ლარი, მათ შორის: გადასახადი 5 770 ლარი, ჯარიმა 2 887 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის შედეგებიც სრულად აისახა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებში, კერძოდ, შემოწმების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომელიც აისახა ყოველწლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში.
ამასთან, შემოწმების მიერ დამატებით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დაკორექტირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული გადასახადი.
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, დოკუმენტაციის შესაბამისად გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომელიც აისახა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. ასევე, დაკორექტირდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №063-15, 2025 წლის 17 აპრილის №063-12 და 2025 წლის 20 მაისის №063-14 საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №063-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ტრასპორტირების ხარჯის გათვალისწინებას. აცხადებს, რომ მეწარმეს უფიქსირდება ტრანსპორტირების ხარჯი 11 600 ლარის ოდენობით, რომლებზეც არსებობს მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში პირს უფიქსირდება გამოწერილი 29 ერთეული ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები, სადაც გადამზიდავს წარმოადგენს მომსახურების გამწევი
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლისა და №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს საფუძველზე რეალიზებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშებას.
3. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა განხორციელდა პირველად და ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის 21 ივლისი 2025 N 16327 არიდებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, დოკუმენტაციის შესაბამისად გაკეთდა საქონლის მოძრაობის ანალიზი, რომელიც აისახა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში. ასევე, დაკორექტირდა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის მიხედვით, გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული გადასახადი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1333; 301(ზ); 304(21).