ბრძანება N 5627
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5627
22.03.2023
ფ/პ --------- -----------ის (პ/ნ---------------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------------------------)
(იურ. მის.:-----------------------------------------
2023 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა ფ/პ --------- -----------ის (პ/ნ---------------------) №19364/21 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №011-6098 საგადასახადო მოთხოვნას (საანგარიშო პერიოდი 2022 წელი).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოველწლიურად ახდენდა ქონების გადასახადის დეკლარირებას და კუთვნილი გადასახადის გადახდას. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიისგან უკანონოდ დაჯარიმდა 2020 წლის - თებერვალს დაწყებული დავის შედეგად, ყველანაირი საქმიანობა შეწყვიტა და შესაბამისად, 2022 წელს დეკლარაცია აღარ წარმოადგინა. შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე მონიშნული ჰქონდა სტატუსი „უმოქმედო“ და ამის მიუხედავად, ავტომატურ რეჟიმში მოხდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადის დარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და ითხოვს მის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადი დარიცხვა (ქონების გადასახადში - --- ლარის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადში - ---- ლარის ოდენობით) განხორციელდა ფ/პ --------- -----------ის (პ/ნ---------------------) მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2021 წლის „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ საფუძველზე (2020 წელს მისი შემოსავალი აღემატებოდა 40000 ლარს). 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულზე, 2022 წლის - ნოემბერს გამოცემული იქნა №011-6098 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის - იანვარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 მარტის მდგომარეობით ფ/პ --------- -----------ის (პ/ნ---------------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა -- ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი:
გ.ა) მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
გ.ბ)არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე;
გ.გ)ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე
რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით ფ/პ --------- -----------ის (პ/ნ---------------------) შემოსავალი 2021 წელს აღემატებოდა 40000 ლარს. კერძოდ შეადგენდა ------------ ლარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 2 ნოემბრის №011-6098 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --------- -----------ის (პ/ნ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის დარიცხვას და ითხოვს მის გაუქმებას.რადგან მას შემდეგ, რაც თბილისის მერიისგან უკანონოდ დაჯარიმდა 2020 წლის - თებერვალს დაწყებული დავის შედეგად, ყველანაირი საქმიანობა შეწყვიტა და შესაბამისად, 2022 წელს დეკლარაცია აღარ წარმოადგინა.მიუხედავად იმისა რომ,გადასახადის გადამხდელს ავტომატურ რეჟიმში მოხდა 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადის დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადი დარიცხვა განხორციელდა მომჩივანის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი 2021 წლის „ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის“ საფუძველზე.2022 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულზე,გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 2 ნოემბრის №011-6098 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1 „გ“) ;205(13 „ბ“); 203;205(1);205(13); 206(1 „ა“);302;