გადაწყვეტილება №25861/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2025
№ დოკუმენტი 25861/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25861/2/2025

07 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------ს“ 15.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25861/2/2025).

 

დავის საგანი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.07.2025 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 22.08.2025 წლის №18752 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელები არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 17.07.2025 წლის №------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (თითოეულ პირზე 200 ლარი).

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2025 წლის №18752 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2885 მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

14.07.2025 წელს ორგანიზაციაში დასაქმდნენ ახალი თანამშრომლები, რის შემდეგაც დაიწყეს მათ შესახებ ინფორმაციის მომზადება და რეესტრში ასახვის პროცესი. ტექნიკური და ორგანიზაციული მიზეზების გამო 15.07.2025 წელს და 16.07.2025 წელს ვერ მოხერხდა მათი სისტემაში ასახვა. პრაქტიკულად დაწყებული არ ჰქონდა საქმიანობა, რომ მოხდა ჯარიმის დაკისრება. აღნიშნული ჯარიმა საკმაოდ მძიმე ტვირთია დამწყები ორგანიზაციისთვის. ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით:

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის მიხედვით, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

მომჩივნის განცხადებით, 14.07.2025 წელს ორგანიზაციაში დასაქმდნენ ახალი თანამშრომლები, რის შემდეგაც დაიწყეს მათ შესახებ ინფორმაციის მომზადება და რეესტრში ასახვის პროცესი. ტექნიკური და ორგანიზაციული მიზეზების გამო 15.07.2025 და 16.07.2025 წელს ვერ მოხერხდა მათი სისტემაში ასახვა. პრაქტიკულად დაწყებული არ ჰქონდა საქმიანობა, რომ მოხდა ჯარიმის დაკისრება. აღნიშნული ჯარიმა საკმაოდ მძიმე ტვირთია დამწყები ორგანიზაციისთვის.

სადავო საკითხზე წარმოდგენილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 22.09.2025 წლის №21-12/----- წერილიდან ირკვევა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 16.07.2025 წლის №16030 ბრძანების საფუძველზე მათ მიერ მომჩივნის ობიექტში (------ რაიონი, ----, -----ის №--) განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა, კერძოდ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ობიექტის ათი თანამშრომელი: --------ძე (პ/ნ ------), -------ძე (პ/ნ ------), ------ძე (პ/ნ ------), ------ძე (პ/ნ ----------),-------ძე (პ/ნ------), -------ძე (პ/ნ -------), -------ძე (პ/ნ ------), ------ძე (პ/ნ -------), --------ძე (პ/ნ ---------), -------ძე (პ/ნ --------) არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში. 17.07.2025 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №------ და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის შესაბამისად სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნული ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საქმეზე დადგენილ გარემოებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელები არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით (თითოეულ პირზე 200 ლარი).

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2025 წლის №18752 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანი არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებებს, რაც შეცვლიდა საქმეზე დადგენილ გარემოებებს, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 12(1 „ა“); 2885;