ბრძანება N 12413

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.05.2024
№ დოკუმენტი 12413
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 12413

28 მაისი 2024

ბრძანება

შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------" )

(ფაქტ. მის: "-------")

2024 წლის 11 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") №89563/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 24 აპრილის №ა81-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, გადასახდელის დარიცხვის შესახებ 2024 წლის 25 აპრილის №9736 ბრძანებას და №006-189 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, საგადასახადო შემმოწმების აქტი გამოცემულია მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, კერძოდ საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ დადგენილა რაიმე სახის არასწორი, საგადასახადო დოკუმენტი (ინვოისი და აშშ), შესაბამისად საბაჟო დეპარტამენტმა გაუზარდა საწარმოს იმპორტირებული საქონლის ღირებულება მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით უფრო ნაკლებ ფასად აქვს შეძენილი/იმპორტირებული საქონელი - ნიორი.

მომჩივანი განმარტავს, რომ ტვირთის ღირებულებასა და ექსპორტიორ კომპანიაზე გადარიცხულ თანხებს შორის შეუსაბამისობას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ ჩვეულებისამებრ, როცა ხდება უცხოეთიდან საქონლის შეძენა, უცხოური კომპანიები წინსწრებით ითხოვენ საქონლის ღირებულების სრულად გადახდას, ხოლო შემდგომ ხორციელდება საქონლის მიწოდება ეტაპობრივად. გაუგებრად მიაჩნია, რაში გამოიხატება საწარმოს მხრიდან იმპორტირებული საქონლის ღირებულების შემცირება, როცა ინვოისი არის ნამდვილი (რაც დადგენილია შემოწმების აქტით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდა გამოყენებული სხვა მსგავსი სასაქონლო ოპერაციები), ასევე სხვა თანხმლები დოკუმენტაციის შეუსაბამობაც არ გამოკვეთილა შემოწმების პროცესში. შესაბამისად, შემმოწმებელმა საწარმოს ფაქტობრივად უთხრა, რომ მას არ აქვს უფლება სხვა კომპანიებთან შედარებით ნაკლებ ფასად შეიძინოს საქონელი.

მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული შემოწმება ეხება 2022 წლის საბაჟო დეკლარაციებს, ანუ ისეთ დეკლარაციებს, რომელიც უკვე შემოწმებული იყო საბაჟო ორგანოების მიერ და რაიმე ეჭვი საქონლის ღირებულებასთან დაკავშირებით საბაჟო ორგანოების მხრიდან არ იყო, ხოლო წლების მერე ერთხელ უკვე შემოწმებული დეკლარაციების განმეორებით შემოწმება და დოკუმენტალური მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე იმპორტირებული საქონლის ღირებულების გაზრდა არის დაუსაბუთებელი და დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.

აღნიშნულზე, მითითებით ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8907 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის ” (ს/ნ "-------") №"-------" 27/01/2022, №"-------" 09/03/2022, №"-------" 11/11/2022, №"-------"16/12/2022 საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მომჩივანის (ს/ნ "-------") მიერ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებით ჯამურად დეკლარირებულია 168 695.71 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი (ნიორი). საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისი იმპორტის გადასახდელის სიზუსტის დადგენის მიზნით საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა მომჩივანისგან (ს/ნ "-------"), გადამოწმდა №"-------" 27/01/2022, №"-------" 09/03/2022 საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობა ექსპორტიორ ქვეყანაში (ჩინეთი); ასევე განხორციელდა მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზი; ამასთან საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელი შემადგენელი ელემენტის, საქონლის საქართველომდე სატრანსპორტო ზედნადებებით (BILL OF LADING) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოთხოვილი იქნა გადამზიდავი კომპანიებიდან.

საპასუხოდ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციიდან გამოირკვა შემდეგი:

1) მომჩივანის (ს/ნ "-------") მიერ №"-------" 02.05.2022 და "--------" 30.01.2024 წერილებით წარმოდგენილი "-------" ბანკის მიერ გაცემული მოცემულ ტვირთის შესაბამისი ღირებულების, ექსპორტიორთან გადარიცხვების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერები შეუსაბამობაშია მომჩივანის მიერ მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;

2) ტვირთის ექსპორტიორი ქვეყნის (ჩინეთი) უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურიდან მიღებული №"-------" 14.07.2023 წერილით ვლინდება, რომ გადამოწმებული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების ნამდვილობის შეუსაბამობას ადგილი არ ქონია, მაგრამ, ასევე ტვირთის ექსპორტიორი ქვეყნის (ჩინეთი) უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი სამსახურიდან №"-------" 08.01.2024 წერილით მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით და მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზით ვლინდება, რომ №"-------" 27/01/2022, №"-------" 09/03/2022, №"-------" 11/11/2022, №"-------" 16/12/2022 დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის საბაჟო ღირებულება ბევრად ნაკლებია შესაბამის (მსგავს) მოწოდებულ ექსპორტის დეკლარაციებში მითითებულ საქონლის საბაჟო ღირებულებასთან შედარებით;

3) შეუსაბამობა ასევე იკვეთება გადამზიდავი კომპანიებიდან - შპს „N1-ს “ (ს/ნ "-------") და შპს „N2-ს “ (ს/ნ "-------") მიერ მოწოდებული მონაცემების შესწავლისას, კერძოდ, მათ მიერ მოწოდებული გადაზიდვის ხარჯების მაჩვენებელი საქართველოში დეკლარირებული საბაჟო ღირებულების უმეტეს წილს მოიცავს.

მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზის) და საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ გაფორმებისას საქონლის საბაჟო ღირებულება (168 695.71 ლარი) არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობის შემცირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს გაეგზავნა 2024 წლის 24 აპრილის №ა 81-21-10------ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, რომლის მიხედვითაც მომჩივანის (ს/ნ "-------") №"-------" 27/01/2022, №"-------" 09/03/2022, №"-------" 11/11/2022, №"-------"16/12/2022 საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – 59 092,47 ლარი, ხოლო ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის (პირველი და მე-2 ნაწილებით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ასევე გადამხდელს გაეგზავნა 2024 წლის 25 აპრილის №9736 ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და 2024 წლის 25 აპრილის №006-189 საგადასახადო მოთხოვნა.

“საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ქვემდებარეობის მიხედვით №"-------" 26/04/2024 წერილით ასევე გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნას, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე (საბაჟო ორგანოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი სასაქონლო პროცედურების ანალიზის) და საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე) გამოირკვა, რომ გადამხდელის მიერ გაფორმებისას საქონლის საბაჟო ღირებულება (168 695.71 ლარი) არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ საბაჟო დეკლარაციებში. აღნიშნულმა კი გამოიწვია საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის (დღგ) ოდენობის შემცირება. ამდენად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო ღირებულებისა და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას და სადავო აქტით ზემოაღნიშნულ საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დარიცხული იმპორტის გადასახდელი და საურავი მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტი, რომ შემოწმება ისეთ დეკლარაციებს, რომელიც უკვე შემოწმებული იყო საბაჟო ორგანოების მიერ, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო დეკლარაციების შემოწმება საბაჟო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურში განხორციელებულია მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 17 აპრილის №8907 ბრძანების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მითითებით ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს საბაჟო დეკლარაციებზე დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ ძირითადი იმპორტის გადასახდელი, კერძოდ დამატებული ღირებულების გადასახადი,ხოლო ვინაიდან მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამიტომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

13,27.