გადაწყვეტილება №22406/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22406/2/2024
15 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------" 28.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22406/2/2024).
დავის საგანი:
დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის №CB1582733 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2692 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 200 ლარი.
ფაქტების აღწერა
დაქირავებით მომუშავე ერთი პირის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აუსახველობისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.01.2024 წლის №CB1582733 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2024 წლის №2692 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №994 ბრძანების 3719 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის მე-2 პუნქტზე, 269- ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 2885 მუხლზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ ობიექტზე მყოფი "------" იყო პირველად მისული სტაჟირებაზე და შესაბამისად არ ჰყავდათ ასახული რეესტრში. ობიექტზე ჰყავს ერთი თანამშრომელი, ზოგადად არცერთ ობიექტზე არ ჰყავს 2 თანამშრომელი, რადგან არ აქვს ისეთი ბრუნვა, რომ მაგის საჭიროება იყოს. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2692 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ასევე შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. დაქირავებულ პირთა რეესტრში ასასახი ინფორმაციის ნუსხა და ინფორმაციის ასახვის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის თანახმად, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა − იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.
ამგვარად, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გადასახადის გადამხდელის ვალდებულება შეასრულოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები, საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა შეუსრულებლობით, მომჩივანმა არ შეასრულა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულება, რაზეც ამავე კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქცია. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
მომჩივანი განმარტავს, რომ დაჯარიმებულია დაქირავებულ პირთა რეესტრში პირის აუსახველობისთვის. მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, რომ ობიექტზე მყოფი "------" (პ/ნ "------") იყო პირველად მისული სტაჟირებაზე და შესაბამისად არ ჰყავდათ ასახული რეესტრში. ობიექტზე ჰყავს ერთი თანამშრომელი, ზოგადად არცერთ ობიექტზე არ ჰყავს 2 თანამშრომელი, რადგან არ აქვს ისეთი ბრუნვა, რომ მაგის საჭიროება იყოს. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2692 ბრძანების ბათილად ცნობას.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 13.03.2024 წლის №"-------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, განხორციელდა „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა შპს "-------" (ს/ნ "-------") ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე, მის: "-------". გადამოწმებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ,,დაქირავებულს პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ,,დაქირავებულ პირთა რეესტრში“ არ იყო ასახული ობიექტზე მყოფი დაქირავებით მომუშავე 1 (ერთი) პირი "-------" (პ/ნ "-------"). "-------" (პ/ნ "-------") ახორციელებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ამასთან, არც დამსაქმებლის და არც დასაქმებულის მხრიდან გადამოწმების პროცესში სტაჟირებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხელშეკრულება არ წარუდგენია მომჩივანს.
ამასთან, 2023 წლის 7 მარტს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, (საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების დარღვევისათვის) შედგენილია №CB1446128 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ოქმს.ითხოვს შემოსავლების სამსახურის 12.02.2024 წლის №2692 ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს დაქირავებით მომუშავე ერთი პირის „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აუსახველობისთვის,შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.02.2024 წლის №2692 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს მართებულად შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
12,2885.