ბრძანება N 2417

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.02.2025
№ დოკუმენტი 2417
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2417

12 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 15 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ -----) 2025 წლის 15 იანვრის №93682/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. მიუთითებს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს ძირითადი საშუალებების (ტრაილერი) იმპორტი. განმარტავს, რომ 2023 წლის იანვრის თვეში დაასრულა ხის კოტეჯის მშენებლობა, რომლის შედეგად მიიღო ანაზღაურება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. მიუთითებს, რომ აღნიშნულ მშენებლობაზე მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული ჰყავდა სამი მუშა, რომლებზეც განაცემები დაფიქსირებული აქვს 2023 წლის იანვრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. ამასთან, აღნიშნავს, რომ 2023 წლის თებერვლის თვეში იყიდა უნაგირა საწევარა და ფურგონი ნახევრადმისაბმელი, რომლითაც განახორციელა გადაზიდვის მომსახურებები. აცხადებს, რომ ყველა ანგარიშსწორება მოხდა უნაღდო ფორმით. განმარტავს, რომ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული ჰყავდა ორი მძღოლი, ხოლო ერთ-ერთი მძღოლის ანაზღაურება წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. ასევე, აცხადებს, რომ დააზუსტა დღგის დეკლარაციები, სადაც გამორჩენილი ჰქონდა ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვების ასახვა, ამასთან, ვინაიდან 2022 წელს საქმიანობას არ ახორციელებდა გააგზავნა ნულოვანი დეკლარაცია, დააზუსტა მიწის გადასახადის დეკლარაციები (მიწის ნაკვეთები მიეკუთვნება მაღალმთიან რაიონს და სარგებლობს შეღავათით). აღნიშნავს, რომ არ აქვს იჯარის ხელშეკრულებები და ელექტრონული საფულე. მიუთითებს საჩივარზე თანდართულ მომსახურების ხელშეკრულებებზე, მიღება-ჩაბარების აქტებზე, საბანკო ანგარიშის ამონაწერზე, ინვოისებზე, შეძენილი საწვავის ჩეკებზე და ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა ი/მ ----- (ს/ნ ------) 2024 წლის 25 ნოემბრის მოთხოვნის (ID: ------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია ძირითადი საშუალებების, კერძოდ, ტრაილერის იმპორტის შედეგად.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე, 2024 წლის 9 დეკემბერს განისაზღვრა ხარვეზი (ID: -----), კერძოდ:

წარმოდგენას ექვემდებარება დეტალური ახსნა-განმარტება მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ, კერძოდ, ინფორმაცია საქმიანობის სახის, საქმიანობის განხორციელების ადგილის, ანგარიშსწორების ფორმის და დაქირავებული პირების შესახებ. ამასთან, იჯარის ხელშეკრულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

საგადასახადო ვალდებულების სწორად განსაზღვრის მიზნით წარმოდგენას ექვემდებარება 2022 წლის 7 სექტემბრიდან დღემდე პერიოდზე საბანკო ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკიდან (Pdf და Excel ფორმატში). ასევე, ელექტრონული საფულის ამონაწერები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, წარმოდგენას ექვემდებარება ინფორმაცია როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებული რეისების შესახებ. ამასთან, წარმოდგენას ექვემდებარება აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციები (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარება, ინვოისი და სხვა);

წარმოდგენას ექვემდებარება ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საკუთარი ან/და დაქირავებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო ნომრების მითითებით, ამასთან, ყოველი თვის ჭრილში შეძენილი/გახარჯული საწვავის ჩამოწერის აქტები;

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მეწარმის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები ასევე მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ მომსახურებებში, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ფიქსირდება სხვა კომპანიების შიდა გადაზიდვისა და რეალიზაციის ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებში, რომელზეც გამოწერილი არ არის შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და არ ფიქსირდება შემოსავლების მიღების ფაქტი;

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, არ არის წარმოდგენილი 2022 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია, ამასთან, არ არის ასახული ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვები შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში;

განმარტებას ექვემდებარება ინფორმაცია დაქირავებული თანამშრომლებისა და წყაროსთან დაკავებული/დასაკავებელი გადასახადების შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, მეწარმის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებით განხორციელებულ გადაზიდვებში მძღოლად დაფიქსირებულია ფ/პ --------. თუმცა, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის მიხედვით, მასზე ხელფასის ან/და მომსახურების ანაზღაურების გადახდა არ ფიქსირდება;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, სრულყოფლად არ არის შესრულებული მეწარმის საკუთრებაში არსებულ მიწაზე ქონების გადასახადის საგადასახადო ვალდებულება;

გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაციები და 2024 წლის 13 დეკემბრის (ID: -------) მოთხოვნა, რომლის საპასუხოდ 2024 წლის 16 დეკემბერს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა შესაგებელი (ID: ------) და გადასახადის გადამხდელს „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის საფუძველზე ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა სრულყოფილად არ გამოასწორა ხარვეზი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, ზედმეტობის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს ძირითადი საშუალების (ტრაილერი) იმპორტი. განმარტავს, რომ 2023 წლის თებერვალში იყიდა უნაგირა საწევარა და ფურგონი ნახევრადმისაბმელი, რომლითაც განახორციელა გადაზიდვის მომსახურებები. მიუთითებს, რომ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული ჰყავდა ორი მძღოლი, ხოლო ერთ-ერთი მძღოლის ანაზღაურება წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. განმარტავს, რომ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაციები, სადაც გამორჩენილი ჰქონდა ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ასახვა, ასევე, ვინაიდან 2022 წელს საქმიანობას არ ახორციელებდა გააგზავნა ნულოვანი დეკლარაცია, დააზუსტა მიწის გადასახადის დეკლარაციები, არ აქვს იჯარის ხელშეკრულებები და ელექტრონული საფულე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მტკიცებულებების სახით საჩივარზე თანდართული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარების აქტები, საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ინვოისები და შეძენილი საწვავის ჩეკები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. ი/მ ------- (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია ძირითადი საშუალებების, კერძოდ, ტრაილერის იმპორტის შედეგად. გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე. ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელმა სრულყოფილად არ გამოასწორა ხარვეზი.

პირს, მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული ჰყავდა ორი მძღოლი, ხოლო ერთ-ერთი მძღოლის ანაზღაურება წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციაში. განმარტავს, რომ დააზუსტა დღგ-ის დეკლარაციები, სადაც გამორჩენილი ჰქონდა ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის ასახვა, ასევე, ვინაიდან 2022 წელს საქმიანობას არ ახორციელებდა გააგზავნა ნულოვანი დეკლარაცია, დააზუსტა მიწის გადასახადის დეკლარაციები, არ აქვს იჯარის ხელშეკრულებები და ელექტრონული საფულე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს მტკიცებულებების სახით საჩივარზე თანდართული აქვს მომსახურების ხელშეკრულებები, მიღებაჩაბარების აქტები, საბანკო ანგარიშის ამონაწერები, ინვოისები და შეძენილი საწვავის ჩეკები.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 65;63(1)