გადაწყვეტილება №25525/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.09.2025
№ დოკუმენტი 25525/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25525/2/2025

10 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, მ4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 28.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25525/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №931 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 მაისის №024-19 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15580 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 237 739.42 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 599 626

მოგების გადასახადი - 565 461

საშემოსავლო გადასახადი - 34 165

ჯარიმა - 299 207

საურავი - 338 906.42

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ------- შემცველობის პროდუქციის, კერძოდ, ------- წარმოებას. ნედლეულის შესყიდვასა და მზა პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს ძირითადად ექსპორტის გზით, მცირე მოცულობით კი - ადგილობრივ ბაზარზე, ------- შემცვლელი პროდუქტების მწარმოებელ პირებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. წარმოების პროცესი ხორციელდება -------, საწარმოს საკუთრებაში არსებულ ფართში

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 ნოემბრის №28247 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია თანხები არარეზიდენტ პირებზე. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადარიცხული თანხების ნაწილი 83 737 ლარის ოდენობით საწარმოს დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი და ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდებში. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

- კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ და ფიზიკურ პირებზე გადარიცხულია თანხები, რომელთა დანიშნულებაში მითითებულია - სესხი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ და ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი და ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;

- გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის საჭირო დოკუმენტაცია. მომჩივნისგან ინფორმაციის გამოთხოვა, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდა სამჯერ, თუმცა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარდგენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი/შესადარისი კომპანიების მომგებიანობის ანალიზის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მოგების განაწილებად, რაც დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №32352 ბრძანება და №024-98 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 3 237 839.69 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 22 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.03.2024 წლის №4753 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია დამოწმებული სათანადო წესით);

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.03.2024 წლის №4753 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის დასკვნა, 22.08.2024 წლის №19179 ბრძანება და №024-60 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 1 248 269 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 770 344 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 11 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 13 ნოემბრის №24058 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 30.11.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 13.12.2024 წლის №24371/2/2024 (რეგ. 23.12.2024 წელი; №03/93961) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 13 ნოემბრის №24058 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 30.01.2025 წლის №931 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-სგან მიღებული სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდები განიხილოს სესხის დაბრუნებად და განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №931 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის დასკვნა, 20.05.2025 წლის №10196 ბრძანება და №024-19 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 442 948 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 1 237 739.42 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 10 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 9 ივლისის №15580 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გადარიცხულია თანხები, რომელთა დანიშნულებაში მითითებულია - სესხი. შემოწმების პროცესში ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, აღნიშნული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 მარტის №4753 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად გადამხდელს შეუმცირდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები სულ 1 248 269 ლარით (გადასახადი - 831 776, ჯარიმა - 416 493 ლარი)

შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პირველი ეტაპის შემდგომ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენდა „-------“-ისგან მიღებული სესხის ფარგლებში ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 30 იანვრის №931 ბრძანებით მიიჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-სგან მიღებული სესხის ფარგლებში შპს „-------“ მიერ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნულ ნაწილში სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდების სესხის დაბრუნებად განხილვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული საკითხი არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (-------) სესხის დანიშნულებით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა სადავო საკითხს და აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2025 წლის 30 იანვრის №931 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-ისგან მიღებული სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდები განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად. შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები სულ 442 948 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 295 299 ლარი, ჯარიმა - 147 649 ლარი.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავალების შესრულების მიზნით, მიმდინარეობდა შემმოწმებელთან ელექტრონული მიმოწერა და ზეპირი კომუნიკაცია. როგორც მანამდე მომჩივნისთვის იყო ცნობილი, შემმოწმებელმა განმარტა, რომ შეამცირა არარეზიდენტზე (-------) სესხის დანიშნულებით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა. შემმოწმებლის პასუხში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმ პირობებში, როცა შემმოწმებელმა მომთხოვა სწორედ არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (-------) გადარიცხვის საფუძველი, რაც წარადგინა კიდეც აუდიტის დეპარტამენტში და რის საფუძველზეც შემმოწმებლისგან როგორც იყო ცნობილი მოხდა დარიცხული თანხების შემცირება, ხოლო ფიზიკურ პირზე დარიცხული თანხები დატოვა უცვლელად (დავაც სწორედ აღნიშნულზე მიმდინარეობდა) და განმიმარტა, რომ ფიზიკურ პირზე ვერ მოიხსნებოდა, ვინაიდან ფიზიკური პირი არის საქართველოს რეზიდენტი და განიხილავდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ჭრილში. სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ სადავო მოთხოვნის გამოცემამდე ისევ შემმოწმებლისგან მომჩივნისთვის ცნობილი ხდება, რომ თურმე იურიდიულ პირზე გადარიცხული თანხები მას არ შეუმცირებია (ბუნდოვანი და ორაზროვანია გადაანგარიშების დასკვნები). აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებულია ისევ დაუბრუნდეს სესხის დაბრუნების საკითხს და ითხოვს ისევ როგორც ფიზიკურ პირზე მოხდა დარიცხული თანხების შემცირება, ასევე დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იურიდიულ პირზეც დარიცხული თანხების შემცირება. შემცირების საფუძველი ორივე შემთხვევაში არის იდენტური და არის შემმოწმებელთან.

შემოსავლების სამსახური ბრძანებაში მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პირველი ეტაპის შემდგომ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენდა „-------“-ისგან მიღებული სესხის ფარგლებში ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა. საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა 2025 წლის 30 იანვრის №931 ბრძანებით მიიჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-სგან მიღებული სესხის ფარგლებში შპს „-------“ მიერ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნულ ნაწილში სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდების სესხის დაბრუნებად განხილვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული საკითხი არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (-------) სესხის დანიშნულებით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა სადავო საკითხს და აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული მსჯელობიდან ნათლად ჩანს, რომ საჩივარი განხილულია ფორმალურად. კერძოდ, საერთოდ არ იქნა განხილული ის გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით შემცირებული საკითხი, კერძოდ, ფიზიკურ პირზე გაცემული თანხები, არის ზუსტად იდენტური ასევე იურიდიულ პირზე გაცემული თანხების ნაწილშიც. უფრო მეტიც, სწორედ იურიდიულ პირებზე წარდგენილ დოკუმენტაციას, შემმოწმებელი არც ხდიდა სადავოდ და ყოველთვის ამბობდა, რომ ამ ნაწილში დარიცხული თანხები არის შემცირებული. ასევე, საჩივრის ზეპირი განხილვისას შემმოწმებელს არ ჰქონდა არანაირი არგუმენტი, რომელიც გააბათილებდა საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს. კერძოდ, შემმოწმებელს არ უთქვამს, რომ გადასახადის გადამხდელისთვის თუნდაც ერთხელ მაინც უთქვამს, რომ იურიდიულ პირის ნაწილში დარიცხვის კორექტირებას არ განახორციელებს, როგორც ამას ამბობდა ფიზიკურ პირზე თანხების გაცემის ნაწილში.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 63-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეემცირებინა არა მხოლოდ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების დაბეგვრის ნაწილი, არამედ ასევე იურიდიულ პირზე გაცემული თანხების დაბეგვრის ნაწილი, ვინაიდან საკითხები არის იდენტური (აღნიშნულს შემმოწმებელიც ადასტურებს). გადასახადის გადამხდელისთვის შემმოწმებელთან ზეპირი კომუნიკაციიდან იყო ცნობილი, რომ იურიდიულ პირზე გაცემული თანხებს დაბეგვრის ნაწილს ის ამცირებდა. ასევე, შემმოწმებელს ნებისმიერ დროს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს დავალების მიუხედავად აქვს უფლება შეცდომის ან/და ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს აქტის კორექტირება და ამისთვის მას არ სჭირდება ვინმესგან პირდაპირი დავალება. გარდა ამისა, როდასაც დავალებული საკითხი სამართლებრივად პირდაპირ ეხება სხვა საკითხს, შემმოწმებელი ვალდებულია განიხილოს ასევე ის სხვა საკითხიც გადაწყვეტილებაში პირდაპირი დავალების მიუხედავად.

ასევე, გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია, რომელიც შინაარსში შევიდა არარეზიდენტ და საწარმოს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის საბაზრო განაკვეთზე. აღნიშნული საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარატმენტისთვის არ ყოფილა დავალებული და შესაბამისად გვაქვს ორმაგი სტანდარტი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტი ერთის მხრივ არ იკვლევს იურიდიულ პირზე გადარიცხულ თანხებს, ხოლო მეორეს მხრივ იკვლევს ისეთ საკითხს, რომელიც საერთოდ არ ყოფილა დავის საგანი და არც ყოფილა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული და ასევე არც შემოწმების აქტით/შემოწმების პროცესში განხილულა.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 9 ივლისის №15580 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 4.03.2024 წლის №4753 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია დამოწმებული სათანადო წესით);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 29.07.2024 წლის დასკვნით დგინდება, რომ არარეზიდენტებსა და ფიზიკურ პირებზე სესხის დანიშნულებით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ნაწილობრივ. კერძოდ, წარდგენილია სესხის ხელშეკრულებები, რომლითაც ირკვევა, რომ აღნიშნული ოპერაციები ეხება ------- კომპანია „-------“-ს და ------- რეგისტრირებულ დამფუძნებელ კომპანიას „-------“-ს. ------- კომპანია „-------“-სთან დაკავშირებით საწარმოს მიერ წარდგენილი ხელშეკრულებებისა და განმარტებების შესაბამისად, ამ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას. რაც შეეხება „-------“-სგან მიღებულ სესხს, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია აღნიშნული სესხის თანხების სხვა პირებთან გადარიცხვის საფუძვლის შესახებ. შესაბამისად, ამ ნაწილში დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი დასკვნა აღნიშნული კონტროლირებული ოპერაციის საბაზრო პრინციპთან შესაბამისობის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №931 ბრძანებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-სგან მიღებული სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდები განიხილოს სესხის დაბრუნებად და განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 8.05.2025 წლის დასკვნით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-ისგან მიღებული სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდები განხილულ იქნა სესხის დაბრუნებად. ამასთან, განხორციელდა სესხის საბაზრო პროცენტის შეფასება კონტროლირებული ოპერაციის ფარგლებში, შედეგად:

1) საგადასახადო კოდექსის 126-129 მუხლების შესაბამისად, სესხზე გადახდილი პროცენტების ის ნაწილი, რომელიც აღემატება გაშლილი ხელის პრინციპს, დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

2) საქართველოს მთავრობასა და ------- რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების მე-11 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაბეგრილ იქნა სესხზე გადახდილი პროცენტების ის ნაწილი, რომელიც აღემატება გაშლილი ხელის პრინციპს.

ცენტების ის ნაწილი, რომელიც აღემატება გაშლილი ხელის პრინციპს. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა შეემცირებინა არა მხოლოდ ფიზიკურ პირზე გაცემული თანხების დაბეგვრის ნაწილი, არამედ ასევე იურიდიულ პირზე გაცემული თანხების დაბეგვრის ნაწილი, ვინაიდან საკითხები არის იდენტური.

მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პირველი ეტაპის შემდგომ შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი საჩივრების მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენდა „-------“-ისგან მიღებული სესხის ფარგლებში ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირის „-------“-სგან მიღებული სესხის ფარგლებში შპს „-------“ მიერ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხების გაცემულ სესხად კვალიფიკაცია და მოგების გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია. შესაბამისად, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, აღნიშნულ ნაწილში სესხის ფარგლებში კომპანიის მიერ ფიზიკურ პირზე განხორციელებული გადახდების სესხის დაბრუნებად განხილვა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული საკითხი, არარეზიდენტ იურიდიულ პირზე (-------) სესხის დანიშნულებით გადარიცხული თანხების მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენდა სადავო საკითხს და აუდიტის დეპარტამენტისთვის არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №931 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №931 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხულია თანხები არარეზიდენტ პირებზე. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადარიცხული თანხების ნაწილი საწარმოს დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით. საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი და ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდებში.

კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ და ფიზიკურ პირებზე გადარიცხულია თანხები, რომელთა დანიშნულებაში მითითებულია - სესხი. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. საბანკო ანგარიშებიდან არარეზიდენტ და ფიზიკურ პირებზე გადარიცხული თანხები, რომლებიც არ არის დაბეგრილი და ასევე, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა;

გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი/შესადარისი კომპანიების მომგებიანობის ანალიზის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული გაანგარიშებით გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მოგების განაწილებად, რაც დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №931 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამრიგად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(4-ბ); 982(3-ზ);